ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი სწრაფი კვების ობიექტის გახსნა იგეგმება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი სწრაფი კვების ობიექტის გახსნა იგეგმება

access_time2021-08-02 13:20:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი სწრაფი კვების ობიექტის გახსნა იგეგმება. ამ მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ აეროპორტში მდებარე 169,21 კვ/მ ფართობი აუქციონზე იჯარის წესით გასაცემად გამოიტანა. აუქციონი 6 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული და ყოველთვიური საიჯარო თანხის საწყისი ღირებულება 3000 ლარს შეადგენს.


აუქციონის პირობების მიხედვით, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემული ფართში უნდა მოეწყოს მარკეტის ტიპის სწრაფი კვების ობიექტი. აღნიშნული გულისხმობს დახლებიდან და თაროებიდან პროდუქციის რეალიზაციას, ისევე როგორც მზა პროდუქციის თან წაღების სერვისისა (ე.წ. Take Away) და ადგილზე კვების მომსახურების მიწოდებას. ობიექტში კვების მომსახურება უნდა ხდებოდეს დახლიდან, თვითმომსახურებით, თუმცა მოიჯარის სურვილის შემთხვევაში, დასაშვებია კვების მომსახურების მიწოდება მაგიდასთან მომსახურებით. პროდუქციის რეალიზება, გარდა დახლიდან გასაყიდი საკვები პროდუქციისა უნდა ხდებოდეს თაროებიდან.


აუქციონში გამარჯვებულს უნდა გააჩნდეს საქართველოს ბაზარზე მსგავსი ტიპის ობიექტის, ერთი სავაჭრო სახელითა და ნიშნით ოპერირების გამოცდილება, უწყვეტად ბოლო 3 წლის მანძილზე. ამასთან, აუქციონში გამარჯვებისას უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის ობიექტი ამავე სავაჭრო სახელითა და ნიშნით საქართველოს მინიმუმ სამ რეგიონში, მათ შორის იმერეთში. ამასთან, კომპანიას ბოლო 3 წლის მანძილზე ცალ-ცალკე თითოეულ წელს, უნდა გააჩნდეს ბრუნვა არანაკლებ 3,000,000 ლარისა ან მეტი. ბრუნვა გულისხმობს შემოსავალს დღგ-ს გარეშე.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და აუციონში გამარკვებულს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება 5 წლის ვადით. თუმცა მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 წლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებამდე, მეიჯარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების ღირებულების გადახედვა. ასეთ შემთხვევაში, ახალი ფასი უნდა განისაზღვროს იმ დროისთვის არსებული საბაზრო პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო თანხისა.


ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის ყოველთვიური მინიმალური საწყისი ფასი განისაზღვრება, წლიურ მგზავრთნაკადზე მიბმული სქემის შესაბამისად. კერძოდ:



· 0 – 500,000 მგზავრი: 3,000.0 (სამიათასი) ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით);

· 500,001 – 1,000,000 მგზავრი: 5,000.0 (ხუთიათასი) ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით);

· 1,000,001-დან და ზემოთ მგზავრი: 7,500.0 (შვიდიათასხუთასი) ლარი თვეში (დღგ-ს ჩათვლით).

· აუქციონზე ვაჭრობა გაიმართება წლიური 0 – 500,000 მგზავრის შემთხვევაში გადასახდელ საიჯარო თვიურ მინიმალურ საწყის ოდენობაზე. 500,001 – 1,000,000, ისევე როგორც 1,000,001 და ზემოთ მგზავრთნაკადის შემთხვევაში, თვიური საიჯარო თანხის მინიმალური საწყისი ოდენობები დაკორექტირდება აუქციონში ნავაჭრის პროპორციულად და ხელშეკრულებაში დაფიქსირდება პროპორციულად გაზრდილი ოდენობები.


მაგალითისთვის:


იმ შემთხვევაში თუკი აუქციონი დასრულდება 3,900.0 ლარზე, ზემოთმოცემული ფასები თითოეული გაიზრდება 30%-ით – მაგალითისთვის, 500,001 – 1,000,000 მგზავრზე, თვიური საიჯარო ქირა გახდება 6,500.0 ლარი. თვიური საიჯარო ქირა 100,000,001 და მეტ მგზავრზე გახდება 9,750.0 ლარი.


ხელშეკრულების საბოლოო თვიური საიჯარო თანხა განისაზღვრება მოიჯარის მიერ ყოველთვიური რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 15%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული მგზავრთნაკადზე დამოკიდებული საიჯარო თანხის თვიური ოდენობისა, ზემოთ მითითებული სქემისა და პირობების შესაბამისად.



avianews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up