ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა - Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა - Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა

access_time2021-04-18 13:55:07

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანია Wizz Air-მა, საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა.

მათი ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა.

„განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თამარ არჩუაძის განცხადებით, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს ცენტრალური აზიისა და საქართველოს შორის სამი მიმართულებით განახორციელებს.

,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონს ქუთაისის განახლებული აეროპორტით ვხვდებით. დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა განაახლა ოპერირება. პირველი რეისი ავიაკომპანია Wizz Air-მა ვილნიუსიდან შეასრულა, დღესვე ასევე შესრულდება რეისი ვარშავიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი აეროპორტის ტერმინალი განახლდა და ოთხჯერ გაფართოვდა. რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის - საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო. მაისიდან აეროპორტში ვიზეარი რიგისა და დორტმუნდის მიმართლებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ქუთაისისთვის სრულიად ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს ცენტრალური აზიისა და საქართველოს შორის სამი მიმართულებით განახორციელებს. სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება“,-განაცხადა თამარ არჩუაძემ.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, განახლებულ ტერმინალში 18 სარეგისტრაციო დახლი მოეწყო, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მაირამ ყარყარაშვილმა, რომელმაც არსებული კონცეფცია აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.

შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5-ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან“,-აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up