ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით ხუთი პაციენტი იმყოფება. ისინი კლინიკაში ტემპერატურის მატებით შეიყვანეს.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტების ნაწილი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან არის შეყვანილი, ნაწილი კი თვითდინებით შევიდა.
ოთხი პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხებს ელოდებიან.
ექიმის თქმით, პაციენტებს მოგზაურობის ისტორია აქვთ. ისინი ბოქსირებულ პალატაში არიან მოთავსებული.