ქუთაისის განახლებული აეროპორტი ავიაკომპანია Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტმა დაათვალიერა

ქუთაისის განახლებული აეროპორტი ავიაკომპანია Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტმა დაათვალიერა

access_time2021-08-25 12:00:00

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით, ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტი ეწვია. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


ვიზიტის ფარგლებში, მაღალი რანგის სტუმრებმა ქუთაისის განახლებული აეროპორტი დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. Wizz Air-ის დირექტორმა, ოვეინ ჯონსმა, ავიამიმართულებების განვითარების, შესყიდვებისა და იურიდიული მიმართულებით კომპანიის მუშაობა საქართველოში ნაყოფიერად შეაფასა.



,,ქუთაისი არის ის ადგილი, სადაც დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ნაყოფიერი იყო 2012 წელი, როდესაც ვიზეარმა ქუთაისის მიმართულებით დაიწყო ფრენა. ჩვენი ავიაკომპანია იყო პირველი, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დაიწყო და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. ახლა ვდგავართ კიდევ უფრო მეტად გალამაზებულ ახალ ტერმინალში, რაც მოწმობს იმას, თუ რა შეუძლია მოგზაურობას. ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვზრდით და ხელს ვუწყობთ ეკონომიკის გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, იზრდება ქალაქი და იზრდება მოთხოვნა მოგზაურობაზე. ამაყი ვარ, რომ დღეს აქ ვარ და ვაგრძელებთ განვითარებას“-განაცხადა ოვეინ ჯონსმა.




ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პანდემიამდე, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ევროპის 30 ზე მეტი მიმართულებით ასრულებდა და ზედიზედ ორჯერ, საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძე ამბობს, რომ Wizz Air-ი საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია და მასთან მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ეტაპზე გრძელდება.



,,ქუთაისის განახლებულ აეროპორტში ვმასპინძლობთ ჩვენს დიდი ხნის სტრატეგიულ პარტნიორს, ავიაკომპანია ვიზეარს. მენეჯმენტთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და ვიზეარის საქართველოში ფრენების ოპერირების მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები. ასევე განხილულ იქნა სამომავლო პერსპექტივები და ის ახალი მიმართულებები, სადაც ვიზეარი უახლოეს მომავალში, გეგმავს ფრენების დაწყებას ქუთაისის მიმართულებით“ - განაცხადა ლევან ცხადაძემ.



ვიზიტისას, იმერეთის ინფო-ტურის ფარგლებში DMO იმერეთის ორგანიზებით, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულა და ქუთაისის ღირშესანიშნაოები დაათვალიერა. ვიზიტის მეორე დღეს კი ავიაკომპანია ვიზეარის მენეჯმენტი შეხვედრებს უკვე თბილისში გამართავს.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up