ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა. GDG ჯგუფის დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ სასტუმროსთვის განიხილავს როგორც საკუთარი ბრენდის შექმნას, ასევე, „ბესტ ვესტერნის“ ბრენდის შემოყვანას.
„ეს სასტუმრო ქუთაისში თითქმის დასრულდა, ამჟამად კედლები იფუთება, შემდეგ იქნება აზომვითი სამუშაოები და თურქეთში რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვიტრაჟების შესაკვეთად. მუშაობის პროცესი გვაქვს და პანდემიის დროს არცერთი დღით არ შევჩერებულვართ, შედეგად, სასტუმრო მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. შეიძლება ბრენდი არ შევიყვანოთ, 70 პროცენტით ნომრებს თვითონ კომპანიები იქირავებენ, თუმცა შეიძლება „ბესტ ვესტერნი“ შემოვიდეს,“ - აღნიშნა ბიზნესმენმა.
6 სართულიან სასტუმროში 100 -ზე მეტი ნომერი განთავსდება, სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტთან ერთად, მასში 180 მანქანისთვის გათვლილი პარკინგი მოეწყობა. რაც შეეხება ინვესტიციას, ბეჟან წაქაძის თქმით, სასტუმროს მშენებლობა-მოწყობაში 3,5 მილიონი დოლარიდან 4 მილიონ დოლარამდე დაიხარჯება. მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში კი სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა.
მარიამ მორგოშია