ქუთაისის აეროპორტთან ბეჟან წაქაძე „ბესტ ვესტერნის“ ბრენდის სასტუმროს მომავალ წელს გახსნის

ქუთაისის აეროპორტთან ბეჟან წაქაძე „ბესტ ვესტერნის“ ბრენდის სასტუმროს მომავალ წელს გახსნის

access_time2020-09-30 14:00:12

ქუთაისის აეროპორტთან 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დაანონსდა. GDG ჯგუფის დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ სასტუმროსთვის განიხილავს როგორც საკუთარი ბრენდის შექმნას, ასევე, „ბესტ ვესტერნის“ ბრენდის შემოყვანას.


„ეს სასტუმრო ქუთაისში თითქმის დასრულდა, ამჟამად კედლები იფუთება, შემდეგ იქნება აზომვითი სამუშაოები და თურქეთში რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ვიტრაჟების შესაკვეთად.   მუშაობის პროცესი გვაქვს და პანდემიის დროს არცერთი დღით არ შევჩერებულვართ, შედეგად, სასტუმრო მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. შეიძლება ბრენდი არ შევიყვანოთ, 70 პროცენტით ნომრებს თვითონ კომპანიები იქირავებენ, თუმცა შეიძლება „ბესტ ვესტერნი“ შემოვიდეს,“ - აღნიშნა ბიზნესმენმა.




6 სართულიან სასტუმროში 100 -ზე მეტი ნომერი განთავსდება, სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტთან ერთად, მასში 180 მანქანისთვის გათვლილი პარკინგი მოეწყობა. რაც შეეხება ინვესტიციას, ბეჟან წაქაძის თქმით, სასტუმროს მშენებლობა-მოწყობაში 3,5 მილიონი დოლარიდან 4 მილიონ დოლარამდე დაიხარჯება. მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში კი სასტუმრო ექსპლუატაციაში შევა.

 


 

 

 

მარიამ მორგოშია





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up