ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიების მოსაზიდად სააეროპორტო მომსახურებების ფასდაკლების განახლებული კონცეფცია მომზადდა

ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიების მოსაზიდად სააეროპორტო მომსახურებების ფასდაკლების განახლებული კონცეფცია მომზადდა

access_time2021-06-08 09:00:00

საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს ავიაკომპანიებთან ბაზარზე მათი დაბრუნების, – აღნიშნულია სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში. როგორც აღნიშნული მოხსენებიდან ირკვევა, შესაბამისი მიმართულებებისა და სიხშირეების აღდგენის მიზნით. ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიების მოსაზიდად მომზადდა სააეროპორტო მომსახურებების ფასდაკლების განახლებული კონცეფცია, ე. წ. ,,all inclusive“ ტარიფებით;


“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 18 აპრილიდან ფრენები განაახლა ევროპულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ Wizz Air-მა, ხოლო 2 მაისიდან ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan შემოვიდა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთის სამი მიმართულებით, კვირაში 6 სიხშირით იფრენს. მიუხედავად პანდემიისა, საქართველოს ბაზარზე შემოვიდა კიდევ ორი ახალი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, გერმანული ავიაკომპანია Eurowings და უკრაინული ავიაკომპანია Bees Airlines. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 150 რეისი სრულდება, ზაფხულის პიკურ პერიოდში კი 350-დან 360-მდე რეგულარული ფრენის შესრულება იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას ქვეყანაში.


დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. დასრულდა საბარგო სისტემის მონტაჟი. ასევე დასრულდა საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის მოწყობა, დამონტაჟდა სარეგისტრაციო დახლები. 2021 წლის თებერვალში დაიწყო ძველი და ახალი ტერმინალების გადაერთების სამუშაოები. ზაფხულის სანავიგზაციო სეზონზე პირველი მგზავრები ტერმინალის განახლებულმა ნაწილმა მიიღო. გადაერთების სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულად ოპერირებაში შევა განახლებული, 30 ათას კვ მეტრამდე თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა საჭირო აღჭურვილობით. აეროპორტს 7 გასასვლელი (ე. წ. Gate) ექნებადა საათში 1 200 მგზავრის გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის”, – აღნიშნულია მოხსენებაში.



ამასთან, 2021 წლის 25 მარტს გაიხსნა ახალი ტერმინალი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. შენობის საერთო ფართი 7 885 მ2-მდე გაიზარდა (არსებულ ტერმინალს დაემატა 3 800 მ2). აღსანიშნავია, რომ როგორც ქუთაისის, ისე ბათუმის აეროპორტების მშენებლობა პანდემიის მიუხედავად არ შეჩერებულა. გაფართოების შედეგად ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.


avianews.ge

თეგები:
აეროპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up