ქუთაისის აეროპორტთან კოპიტნარის რკინიგზის სადგური შემოდგომაზე გაიხსნება

ქუთაისის აეროპორტთან კოპიტნარის რკინიგზის სადგური შემოდგომაზე გაიხსნება

access_time2021-06-24 12:00:02

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რკინიგზას 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დაკავშირებოდა, 3 წლის თავზე პროექტი დასრულებული არ არის. უკეთეს შემთხვევაში, შეცვლილი არქიტექტურითა და შემცირებული საერთო ფართით ახალი რკინიგზის სადგური ექსპლუატაციაში შემოდგომიდან შევა.


ქუთაისის აეროპორტი 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა და პირველ წელიწადს სულ 13 ათასამდე მგზავრს მოემსახურა, მგზავრთნაკადი 2013 წელს 189 ათასამდე, 2019 წელს კი 874 ათასმდე გაიზარდა. დატვირთულობის ზრდის ტემპით პანდემიამდე ქუთაისის აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთ პირველ, ზოგ შემთხვევაში კი პირველ ადგილს იკავებდა. იმისთვის, რომ 2020 წელს წლიურ მგზავრთნაკადს 1 მლნ-სთვის გადაეჭარბებინა, ყველა წინაპირობა არსებობდა, იანვარ-თებერვალში 51%-იანი მატების შემდეგ მგზავრთა ოდენობამ 156 ათასს მოაღწია, მარტში 27 ათასამდე შემცირდა და აპრილიდან განულდა. სულ 2012-2020 წლებში ქუთაისის აეროპორტი 2.955 მლნ მგზავრს მოემსახურა.


ქუთაისის აეროპორტის პოპულარობა დაბალმა ტარიფებმა განაპირობა. ბილეთის წინასწარ შეძენის შემთხვევაში, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში გადაფრენა 22-24 ევროდ იყო შესაძლებელი, მაშინ როცა თბილისის აერიპორტში მხოლოდ მოსაკრებელის საფასური 24 დოლარს შეადგენდა. ქუთაისიდან ბიუჯეტურ ფრენებს უნგრული Wizzair ასრულებდა, რომელიც პანდემიამდე 15%-იანი წილით საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს შორის პირველ ადგილს იკავებდა.



დაბალი ფასის გამო მგზავრობის მსურველები, ქუთაისში თბილისიდანაც კი მასობრივად ჩადიოდნენ. მალევე დანიშნულების პუნქტამდე ჩასაღწევად სპეციალური ავტობუსი დაინიშნა. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი 2017 წელს აეროპორტამდე რკინიგზის მიყვანის პირობა დადო. პროექტის მიხედვით, 3 კმ-იანი ხაზის დამატებით აღმოსავლეთიდან დასავლეთით და დასავლეთიდან აღმოსავლეთით მიმავალი ყველა სამგზავრო მატარებელი ტერმინალთან უნდა გაჩერებულიყო.  


2020 წლის თებერვალში, უკვე გახარიას პრემიერობის დროს, მთავრობამ ქუთაისის აეროპორტისა და კოპიტნარის რკინიგზის სადგურის დაკავშირების პროექტი დაამტკიცა.


2021 წლის ივნისში კოპიტნარის პროექტის გაცოცხლების შესახებ გახდა ცნობილი. რენდერზე ერთსართულიანი შენობა ჩანს, „ინჟმშენი 96“-თან დადებული ხელშეკრულების ღირებულება კი 1.247 მლნ ლარს შეადგენს, რაც ამჟამინდელი კურსით 396 ათასი დოლარია.


პროექტი სადგურის რეაბილიტაციას, მის შშმ პირებზე ადაპტირებასა და ბაქანი #2-ის ამაღელებას ითვალისწინებს. სადურსა და აეროპორტს შორის მგზავრებს ე.წ. შატლები მოემსახურებიან.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up