ქუთაისი, შესაძლოა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდეს

ქუთაისი, შესაძლოა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდეს

access_time2017-10-14 11:30:24

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ქუთაისს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ახალი სტატუსით მოხვედრის შანსს უჩენს. მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის შესრულების ინსტრუქციის მიხედვით, კულტურული ლანდშაფტები — ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების ერთობლივ ქმნილებას წარმოადგენს. ის აჩვენებს ადამიანების თანასაზოგადოების და დასახლებების ევოლუციას, ამ კრიტერიუმს კი ქუთაისი, ერთ-ერთი ძველი ქალაქი, თავისი ისტორიით ნამდვილად აკმაყოფილებს.

 
  

ქუთაისი სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა სახელით იხსენიება: კუტაისი, კუტაია, კუტაიონი, კუტა, კოტაიონი, კოიატონ, ქუთათისი, ქუთაისი. მკვლევართა ნაწილის აზრით, სახელწოდება ქუთაისი შეიძლება წარმოშობილი იყოს საკუთარი სახელიდან, ქუთათი-საგან (ჟორდანია 1956: 168-173). მეორე ნაწილის მიხედვით, შეიძლება ნიშნავდეს გამოცარიელებულ ადგილს მთებს შორის (გორდეზიანი 1985: 117, 118).

 
  
 
 
 
  

სამუშაოებს, რომელმაც შესაძლოა ქუთაისის ახალი სტატუსი განსაზღვროს პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია აწარმოებს. ქუთაისში ძველი კოლხური კულტურული ფენების შემსწავლელ ექსპედიციას პოლონეთის მხრიდან ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი რადოსლავ კარაშევიჩი, ხოლო საქართველოს მხრიდან ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ ნაკრძალის მმართველი, დოქ. როლანდ ისაკაძე ხელმძღვანელობს. ექსპედიციაში ჩართულები არიან დოქტორანტები და სტუდენტები ორივე ქვეყნიდან.

  
 
 
 
 
 
  

ისტორიული მიმოხილვა

 
 
ძვ. წ. VII-V სს-ში ქუთაისი ქალაქური ტიპის დასახლებაა (ლორთქიფანიძე 1988:172). ძვ. წ. IV-ახ. წ. III-IV სს-ში საქალაქო დასახლება დაცემას განიცდის და ცხოვრების ცენტრი ქუთაისის „ქვეყნის“ ვაკე ნაწილში გადადის. ახ. წ. III-IV სს-დან კვლავ ხდება ძველი სამოსახლოს ერთი ნაწილის გამოცოცხლება და იწყება „ახალქალაქობის“ ხანა. IV ს-ში ქუთაისი ეგრისის სამეფოს მთავარი ქალაქია. V ს-ში ქუთაისის აღმავლობა გრძელდება. VI-VII სს-ში ქუთაისი თმობს პოლიტიკურ პრიორიტეტს, მაგრამ ის წინანდებურად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ციხე-ქალაქია. VIII ს-ის დასაწყისიდან იწყება ქუთაისის ხელახალი აღმავლობა. ის ჯერ ქართლის ერისმთავართა რეზიდენციად იქცა, შემდეგ ეგრის-აფხაზთა სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა. X ს-ის ბოლოს სრულიად საქართველოს დედაქალაქია. XII-XIII სს-ში დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. XV ს-ის 70-ანი წლებისათვის ქუთაისი მცირე ქალაქად იქცა. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო შემცირდა XVI-XVII სს-ში. XVIII ს-ში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და იმერეთის სამეფოს დედაქალაქი ხდება.
 
 
 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი, წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად არის გაწერილი. პირველი ეტაპი კი დაზვერვით სამუშაოებს ითვალისწინებს.

  

„წელს დავიწყეთ დაზვერვითი სამუშაოები, გადამოწმება იმ ინფორმაციების, რაც ზოგადად ქუთაისის არქეოლოგიას ჰქონდა გასული საუკუნის ბოლო წლებში. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასშტაბები იზრდება. თუკი ზაფხულის პერიოდში გათხრები 2 კონკრეტულ ადგილზე მიმდინარეობდა, უკვე სამ ადგილზეა საუბარი. იმისათვის რომ ქუთაისი წარმოჩინდეს როგორც ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, რა ქრონოლოგიაა არქეოლოგიის თვალსაზრისით, რომ სამომავლოდ განვსაზღვროთ რა პერსპექტივა იქნება“, - აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

  

2017 წლის გაზაფხულზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას არქეოლოგიის სფეროში. სწორედ ამ ხელშეკრულებას უკავშირდება პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის საქართველოში სტუმრობა. კიდევ ერთი, რაც ამავე პროექტის ფარგლებში განხორციელდება საქართველოში პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიის დაფუძნებაა, რომელიც განთავსებული იქნება ქალაქ ქუთაისში. სწორედ ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის არქეოლოგიური კვლევა გახდა მიზეზი თვეების წინ ამ პოლონური არქეოლოგიური მისის დაფუძნების. მათ მიერ ჩატარებული არქეოლოგიური, ლანდშაფტური და ისტორიული კვლევის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შეიმუშავებს გეგმას, რომელიც შესაბამისობაში იქნება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის ნომინაციებთან.

 
 
 
 
 
 

„უმნიშვნელოვანესია, რომ ქუთაისი, როგორც ერთ-ერთი მსოფლიო უძველესი ქალაქი ნომინირებული იყოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ამისთვის საჭიროა დეტალური შესწავლა, როგორც არქეოლოგიის, ასევე მისი ლანდშაფტური კვლევის და კიდევ ბევრი რამ. არქეოლოგიის პარალელურად აუცილებლად ვიწყებთ ლანდშაფტურ კვლევას, რომელიც მის ისტორიულ ნაწილს წარმოაჩენს იმ კუთხით, რომ ეთანაბრებოდეს მსოფლიო მემკვიდრეობის კრიტერიუმებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

 

ქუთაისისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური ძეგლებისადმი მეცნიერული ინტერესი XIX ს-ის დასაწყისიდან ჩნდება, რაც დიუბუა დე მონპერეს სახელს უკავშირდება. მან დაგვიტოვა ქუთაისისა და მისი ციხესიმაგრის აღწერილობა. XIX ს-ის 80-იან წლებში ბაგრატის ტაძრის მიდამოებში არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორმა ა. სტოიანოვმა. ამის შემდეგ პერიოდულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა გამოვლენა-შესწავლა. ახალი ეტაპი ქუთაისის არქეოლოგიურ შესწავლაში იწყება 1963 წლიდან, როდესაც ქუთაისსა და მის მიდამოებში ფართო სადაზვერვო სამუშაოები და საცდელი გათხრები ჩაატარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და თსუ-ს გაერთიანებულმა ექსპედიციამ.

 

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძირითადი არქეოლოგიური სამუშაოები ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში - ე.წ „გაბაშვილის პარკში“, „დათეშვილების გორასა“ და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

 
 
 
 

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს ემიჯნება ნამოსახლარი „გაბაშვილის პარკი“ და „დატეშვილების გორა“. მასზე არქეოლოგიური მონაპოვარი წარმოდგენილია კოლხური კერამიკით, ძვ. წ. V ს-ის ატიკური შავლაკიანი კერამიკის ფრაგმენტებით. დადასტურებულია ასევე რკინის თოხი, თიხის საბერველის მილი, კოლხური ტიპის მინიატურული ცული, სატეხისყალიბის ფრაგმენტები. ნამოსახლარის ეს ფენა ძვ. წ. V ს-ით თარიღდება.

 

„სამუშაო ძალიან მასშტაბური და რთულია. რა თქმა უნდა უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები, რომელსაც უფრო დეტალურად შესწავლა სჭირდება, ამიტომ როდესაც არქეოლოგიური ნაწილი იმ ეტაპზე იქნება, რომ კარგად ჩანდეს ის რაც უკვე გამოვლენილია, აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას. უახლოეს მომავალში მოქალაქეებს ვაჩვენებთ იმ 2 არქეოლოგიური მისიის კონკრეტულ შედეგებს და ვისაუბრებთ სამომავლო პერსპექტივებზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

 
 
 
  

სპეციალისტების მნიშვნელოვანი ნაწილის მოსაზრებით, ქუთაისის ისტორიულ კულტურული ლანდშაფტის კვლევა და მისი იუნესკოს ბაზაზე აღრიცხვა ერთადერთია, რაც რეაბილიტირებულ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ოფიციალურად ამოღებულ ბაგრატის ტაძარს, ახალი ნომინაციის ფარგლებში დაბრუნების შანსს უტოვებს.

 
 
 
 1tv.ge
 



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up