„ქუთაისი ქალაქია... “ -  DMO Imereti-ის ინიციატივით  ქუთაისის ბრენდინგი და მისი განვითარების მოკლევადიანი სტრატეგია შემუშავდა

„ქუთაისი ქალაქია... “ - DMO Imereti-ის ინიციატივით ქუთაისის ბრენდინგი და მისი განვითარების მოკლევადიანი სტრატეგია შემუშავდა

access_time2020-05-03 15:29:32

„ქუთაისი ავთენტური ქართული ქალაქია“ – ასეთი იქნება, ამიერიდან, ქუთაისის, როგორც ბრენდის პოზიციონირება. მას უკვე განვითარების სტრატეგია, ლოგო და სლოგანი აქვს. მიზანი ასეთია – ქუთაისი და, მასთან ერთად იმერეთი, კარგად დაინახონ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, აღიქვან ქალაქად, სადაც ყველაფერია დასვენებისა და გართობისთვის”

DMO-ს წლის პროექტი - „ქუთაისი ქალაქია . . . “ - DMO Imereti-ის (Destination Management Organization Imereti), ინიციატივით ქუთაისის ბრენდინგი და მოკლევადიანი სტრატეგია შემუშავდა. DMO Imereti იმერეთსა და ქუთაისში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ქუთაისის ბრენდინგზე „მილენიალ ჰაბმა“იმუშავა. პროექტის მიზანი იმერეთის ტურისტული ბრენდის შექმნა იყო. წინასწარი კვლევის შედეგად გადაწყდა, რომ ბრენდის სახით წინ წამოწეულიყო ქუთაისი, როგორც მთელს რეგიონში, თავისი ისტორიით, კულტურით ყველაზე გამორჩეული ქალაქი. ის იყო საქართველოს დედაქალაქი და ზოგადად, კულტურის მიმართულებით, ბევრი რამ აქედან მოდის. ამიტომ ქუთაისი გამოიყო როგორც ბირთვი და იმერეთის დანარჩენი ადგილები, ასე ვთქვათ, თანაბრენდებად გადანაწილდა. იმერეთი იმდენად მრავალფეროვანია რომელიმე კონკრეტული მიმართულების გამოყოფა, ერთი კონცეფციის გარშემო გაერთიანება შეუძლებელია. თავად ქუთაისს, როგორც ტურისტულ ქალაქს, ბოლო 10 წელია, ვიცნობთ. ჯერ ტურისტული ობიექტები გაიხსნა, შემდეგ აეროპორტი დაემატა. გაჩნდა შესაძლებლობა, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ვიზიტორები იქვე დატოვო და რაღაც საინტერესო შესთავაზო.


„ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე ახლის გამოგონება. ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო ავთენტური და ორგანული პროდუქტის შექმნა. რეალური სტრატეგიის დასახვა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა მოკლე ხანში დაგვედო შედეგები. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქუთაისის და იმერეთის საქართველოს მთავარ ტურისტულ დესტინაციებში მყარი დაფიქსირებაა. ამასთან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროცესში ჩართულიყვნენ უშუალოდ ქუთაისელები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ცნობადი სახეები” - ამბობს DMO Imereti-ს დირექტორი ტატო ლილუაშვილი

ქუთაისი, საბოლოო ჯამში, როგორც ბრენდი, არის კლასიკური Destination Brand, რომელიც ადამიანებს ეუბნება: „მე ძალიან საინტერესო ადგილი ვარ!“ ეს არ არის ქალაქი, რომელიც ხალხს საცხოვრებლად ან განათლების მისაღებად ეპატიჟება.


ქუთაისი, როგორც ბრენდი
ქუთაისი ევროპის 10 უძველეს ქალაქში შედის, მასთან არის დაკავშირებული არგონავტები, მედეა, არის პირველი დედაქალაქი, აქედან იყო ჩვენი ქვეყნის მუსიკალური, ლიტერატურული თუ კულტურის სხვა სფეროს ძალიან ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი – გალაკტიონი, „ცისფერყანწელები“, რეზო გაბრიაძე და უამრავი. შემდეგ 1990-იანებში, სათავეს იღებს ჰიპ-ჰოპი, როკი, ელექტრონული მუსიკა. სწორედ ეს შესაძლებლობებია ხაზგასმული ქუთაისის ბრენდინგში. ამაზე აიგო ბრენდის პოზიციონირება. ქუთაისი ავთენტური ქართული ქალაქია. სინამდვილეში, რისთვისაც ტურისტები ევროპულ ქალაქებში მიდიან – ეცნობიან კულტურას, ისტორიას, სამზარეულოს, არქიტექტურას, მუსიკას – ამ ყველაფრის მიღება ქუთაისშიც შეუძლიათ – ეს ცნობიერება, სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს და სწორედ ამ ბრენდინგმა უნდა გააჩინოს.



„ქუთაისი ქალაქია“ . . . – ქუთაისის სლოგანი

ქუთაისი ქალაქია! [თან, როგორ ქალაქია?!] – ამ სლოგანის ინსპირაცია გალაკტიონის ლექსზე შექმნილი სიმღერა გახდა, რომლის პოპულარული სტროფის ავტორიც უცნობია. ის, ამავე დროს, არის რეზო გაბრიაძის ცნობილი ნაწარმოების სახელწოდება.



 სლოგანი თავისი მექანიკიდან გამომდინარეც საინტერესოა – ამ ორ სიტყვას შორის კონტექსტის მიხედვით გამოვიყენებთ, რისი თქმაც გვინდა, რადგან ქუთაისის მრავალფეროვნების ერთ წინადადებაში ჩატევა შეუძლებელია – ქუთაისის მოვლენების და ადამიანების ქალაქია, ქუთაისი პირველი თეატრის ქალაქია, ქუთაისი როკის ქალაქია, ქუთაისი „ცისფერყანწელების“ ქალაქია, ქუთაისი საქართველოს პირველი დედაქალაქია და ა.შ.

ქუთაისის ვიზუალური ბრენდინგი აგებულია კულტურაზე, მწერლობასა და ისტორიაზე. მარტივად რომ ვთქვათ, შავი არის სიტყვის ფერი. ისტორია კი იწერება შავით თეთრზე. ყვითელი უკავშირდება გვირილას [„გვირილობა“ 1910-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. ყოველ წელს, 2 მაისს, ტუბერკულოზით დაავადებული პირების დასახმარებლად, გიმნაზიის მოსწავლე გოგონები ყიდდნენ გვირილებს. ეს საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა – თეთრი ყვავილი – მისი საერთაშორისო სიმბოლო. შემდეგ ეს ტრადიცია დაიკარგა და მოგვიანებით, როგორც ქალაქის დღესასწაული, „ქუთაისობის“, იგივე „ორმაისობის“ სახელით აღდგა] და ქუთაისს, როგორც მზიან და ოქროს საწმისთან დაკავშირებულ ქალაქს. ვიზუალში გვირილა არის ერთგვარი სქოლიო, იმ ჩამონათვალისთვის, რისი ქალაქიც ქუთაისია.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინ მონაწილეობდა ამ პროექტის შემუშავებაში. მადლობა პროფესიონალთა გუნდს, რომლებმაც ითავეს საპასუხოსმგებლო მისია - შეემუშავებინათ ქუთაისის ტურისტული ბრენდინგი“ - განაცხადა DMO Imereti-ს დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა

თეგები:
ქუთაისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up