ქუთაისი - IT ქალაქი  და  ფარმაცევტული ინდუსტრიული პარკი მცხეთა-მთიანეთში-„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები

ქუთაისი - IT ქალაქი და ფარმაცევტული ინდუსტრიული პარკი მცხეთა-მთიანეთში-„სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები

access_time2020-02-18 15:05:16

განათლების სისტემის ცვლილებები, IT ქალაქებისა და ინდუსტრიული პარკების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში - ამ საკითხებზე ისაუბრა რადიო კომერსანტთან „ახალი საქართველს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, უნდა შეიქმნას გაანთლების ეროვნული საბჭო და დაფუძნდეს დირექტორების არჩევის პირდაპირი სისტემა.


„აუცილებელია მოვხსნათ პოლიტიკური კომპონენტი და დავამთავროთ განათლების სისტემაში მუდმივი ექსპერიმენტები. ჩვენი გეგმაა 3 ათას ლარამდე გავზარდოთ სკოლის დირექტორების ხელფასი, ხოლო ბაღის დირექტორის 1500 ლარამდე. აუცილებელია ბაღი ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადავიდეს და ადამიანს შეეძლოს ეს ვაუჩერი წაიღოს კერძო ბაღში. ამით არამხოლოდ საშუალებას მივცემთ მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარდნენ, არამედ, დიდ ინვესტიციებსაც მივიზიდავთ ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,“- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე. მან გადაცემაში ტექნოლოგიების მიმართულებების განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა,რომ ქუთაისი IT ქალაქი გახდება.


„სამწუხაროდ, საქართველო რეგიონში მაჩანჩალაა ტექნოლოგიების კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ მომდევნო 4 წელიწადში 30 ათასი სამუშაო ადგილი შევქმნათ. ქუთაისი უნდა გახდეს დასავლეთ საქართველოს განვითარების მთავარი მამოძრავებელი ღერძი. ქუთაისი დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე დეპრესიული ქალაქი,რომელიც მოსახლეობისგან იცლება, ბოლო 5 წლის მანძილზე 25 ათასით შემცირდა მოსახლეობა. ის უნდა გახდეს IT ქალაქი, რუსთავთან ერთად. ყველა რეგიონს უნდა ჰქონდეს განვითარების სტრატეგია,“- ამბობს გიორგი ვაშაძე.


გიორგი ვაშაძის თქმით, ინდუსტრიული პარკების მშენებლობა წარმოების განვითარების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.



„ისინი წარმოების განვითარების სრულიად ახალ ფორმულას წარმოადგენენ. რუსთავში გვინდა რომ შეიქმნას სამშენებლო ინდუსტრიული პარკი. წარმოების არქონა ნიშნავს იმას,რომ არ ვქმნით დამატებით ღირებულებას. ჩვენ გვაქვს იმპორტ-ექსპორტის ყველაზე ცუდი ბალანსი. მთლიანი ეკონომიკის 34% არის იმპორტირებული საქონელი. გვინდა მცხეთა-მთიანეთში შეიქმნას ფარმაცევტული ინდუსტრიული პარკი, ქუთაისში ავეჯის და ტექსტილის, მანქანათმშენებლობის პარკი.


თვის ბოლოს გვექნება ონკოლოგიურ დაავადებათა მართვის სტრატეგია. დოკუმენტი გამზადებული გვაქვს და პასუხს ვაგებთ,რომ გადაწყვეტილების მიღების ასეთი დეტალური ანალიზი საქართველოში არ შექმნილა,“-ამბობს გიორგი ვაშაძე.


ნათია კეკენაძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up