"ზეწოლას განიცდის დოლარის გაცვლის კურსთან მიმაგრებული ვალუტები საუდის არაბეთიდან ჰონგ-კონგამდე"

"ზეწოლას განიცდის დოლარის გაცვლის კურსთან მიმაგრებული ვალუტები საუდის არაბეთიდან ჰონგ-კონგამდე"

access_time2016-12-14 14:40:14

დოლარის კურსის ზრდის ბოლოდროინდელი რეკორდები არაა კარგი ამბავი მასთან მიმაგრებული ვალუტებისთვის. ასე იწყება გაზეთ "უოლ სთრით ჯორნალში" გამოქვეყნებული სტატია, რომლის თანაავტორების მაიკ ბერდის და გრეგორ სტუარტ ჰანტერის თანახმად:

 

 


"ზეწოლას განიცდის დოლარის გაცვლის კურსთან მიმაგრებული ვალუტები საუდის არაბეთიდან ჰონგ-კონგამდე.

 

 


გასული თვის მიწურულს, დოლარმა ბოლო 13 წლის რეკორდი დაამყარა, რამეთუ ინვესტორები მოელიან შეერთებულ შტატებში ფედერალური საპროცენტო განაკვეთის ზრდას. ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს სხდომა დღეს იწყება და ორ დღეს გასტანს. მთელს მსოფლიოში ყურადღებით თვალყურს ადევნებენ, ვარაუდობენ თათბირის შესაძლო შედეგებს. ფსონებს მეტწილად დებენ საკრედიტო ინტერესის მთავარი მაჩვენებლის ზრდის გაგრძელებაზე.

 

 


არც თუ ისე დიდი ხნის წინ, დოლარის კურსის ზრდის გამო ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ნიგერიის ვალუტები მოწყდნენ ამერიკულს, ვერ გაუძლეს მათზე ეკონომიკურ ზეწოლას. შედეგად, ხსენებული ქვეყნების ვალუტები თავისუფალ ვარდნაში მოექცა. სამივე ქვეყანას კაპიტალი სტოვებს, ხოლო ინფლაცია სერიოზულ მაჩვენებლებს ავლენს.

 

 

 


ამჟამად, ყურადღებას იქცევს დოლართან უფრო ხანგრძლივად მიმაგრებული ვალუტები. ზოგიერთი ანალიტიკოსი, ამერიკაში საკრედიტო ფულზე ინტერესის მთავარი მაჩვენებლის მოლოდინში, უკვე ვარაუდობს მძიმე გამოცდას ჰონგ-კონგის დოლარისა და საუდის არაბეთის რიალისთვის.

 

 



დოლარის კურსის მკვეთრმა ზრდამ რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო ბაზრებზე. როგორც უკვე აღინიშნა, გაჩნდა სერიოზული ზეწოლა იმ ვალუტებზე რომლებიც დოლართანაა მიმაგრებული, ამავე დროს კი ინვესტორებს ფული გააქვთ იმ ფონდებიდან, რომლებიც განვითარებად ქვეყნებშია ინვესტირებული. მარტო გასულ ნოემბერს, ჯამში 24 მილიარდი დოლარი გაიტანეს განვითარებადი ქვეყნების ბაზრებიდან, სადაც ხშირად სესხულობენ დოლარიან თანხებს და სადაც მეტად რთულდება სიტუაცია დოლარის გაძლიერებასთან პარალელურად.

 

 

 

ერთერთი ანალიტიკოსი ფუნდამენტურ შეკითხვად ასახელებს იმას, თუ რამდენად კომფორტულად იქნება მსოფლიო ძლიერი დოლარის პირობებში. ხომ არ გამოიწვევს ეს უკანასკნელი ზოგიერთ ქვეყნებში ფინანსურ სტრესს" - ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

 

 


"ზოგადად, დოლარსა თუ სხვა ძლიერ ვალუტასთან ზოგიერთი ქვეყნის მიერ საკუთარი ვალუტის მიმაგრება კეთდება გაცვლის კურსის სტაბილურობისა და ნდობის განმტკიცებისთვის, მაგრამ როცა ამ ქვეყნების ვალუტები სისუსტეს ავლენენ დოლართან მიმაგრების კურსის შენარჩუნების მცდელობაში, მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება იწყებს საკუთარი ვალუტის შესყიდვას. როცა ეს ეს უკანასკნელი საკმარისად ძლიერდება, მაშინ იგი სავალუტო ბაზარზე გააქვთ გასაყიდად.

 

 

 


დოლარის კურსის ზრდის განახლებამ გააჩინა მოლოდინები, რომ ჩინეთის მთავრობა კვლავ გააუფასურებს თავის ვალუტას დოლართან მიმართებაში. ცხადია, ასეთ პირობებში ზეწოლა ხდება ჰონგ-კონგის დოლარზეც, რამეთუ ამ უკანასკნელს სერიოზულად გაუძნელდება ფიქსაციის შენარჩუნება ამერიკულ დოლართან. კერძოდ, ვითარებას ართულებს ის გარემოება რომ დიდი ჩინეთის ინვესტორებსა და მყიდველებს გაუძნელდებათ ჰონგ-კონგთან საპარტნირო ურთიერთობების შენარჩუნება.

 

 

 


უკვე არიან ინვესტორები რომლებიც საკონტრაქტო ფსონებს დებენ ჰონგ-კონგის დოლარის შესუსტებაზე ამერიკულთან მიმართებაში. თუმცა სხვა ინვესტორები შედარებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედოვნებენ რომ ჰონგ-კონგის ვალუტა შეინარჩუნებს დოლართან მიმაგრებას. ბევრს კარგად ახსოვს 1997 წელი, როცა ჰონგ-კონგი შეუერთდა დიდ ჩინეთს, მაშინ ბევრი ინვესტორი და მათ შორის ჯორჯ სოროსი ფსონს დებდა ჰონგ-კონგის ვალუტის გაუფასურებაზე. შემდგომმა ვითარებამ ცხადყო, რომ ხსენებული ინვესტორები მხოლოდ მოტყუვდნენ და ამით იზარალეს კიდეც.

 

 

გასულ წლებში, ინვეტორებმა დაიწყეს ტესტის ქვეშ ახლო აღმოსავლეთის ვალუტების მოქცევაც. საუბარია ნავთობით მდიდარ ექსპორტიორ ქვეყნებზე, რომელთა შემოსავლებმა შესამჩნევად იკლო ნავთობის გაიაფების გამო. ამ ქვეყნებისთვის სულ უფრო ძნელი ხდებოდა დოლართან სავალუტო ფიქსაციის შენარჩუნება. საამისოდ ხსენებული ქვეყნები დიდი რაოდენობით უცხო ვალუტას ხარჯავდნენ თავიანთი რეზერვებიდან" - ნათქვამი გაზეთ "უოლ-სთრით ჯორნალის" სტატიაში.

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 

 


 



რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up