"წარსულზე სჯობს არ ვისაუბროთ" – ბიზნესმენების წინასაარჩევნო რჩევები ხელისუფლებას

"წარსულზე სჯობს არ ვისაუბროთ" – ბიზნესმენების წინასაარჩევნო რჩევები ხელისუფლებას

person access_time2016-06-30 18:30:00

რამდენიმე თვეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია."ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პროგრამის შიდა განხილვები (დახურულ ფორმატში) უკვე დაიწყო. შესაბამისად, პროგრამა უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

 

"კომერსანტი" დაინტერესდა ბიზნესმენების შეფასებით – რაზე უნდა გააკეთოს როგორც მმართველმა ძალამ, ისე არჩევნებში მონაწილე სხვადასხვა სუბიექტებმა საარჩევნო პროგრამაში აქცენტი, რა მიმართულებები უნდა იყოს გათვალისწინებული პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში და რისი შეცვლაა ქართველი ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანი?

საინვესტიციო კომპანია „როიალ ქეფითალ გრუპის" ხელმძღვანელი მინდია გადაევი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს საქართველოს კონკურენტუნარიანობა, რაც ავტომატურად გაზრდის ქვეყნიდან ექსპორტის მოცულობას, დაასტაბილურებს სავაჭრო ბალანსს, დაასტაბილურებს ლარის კურსს და ზოგადად, ქვეყანას განავითარებს.

 

„კონკურენტუნარიოანობას მე ყველა მიმართულებით ვამბობ, მათ შორის განათლებაშიც. თუ განათლებული ხალხი არ გვეყოლება, რომელ კონკურენტუნარიანობაზეა საუბარი"-აცხადებს გადაევი.რაც შეეხება აქამდე ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებულ სოფლის მეურნეობის დარგს, გადაევი ამბობს, რომ არ ჰგონია სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების ლოკომოტივი იყოს. თუმცა, მისივე შეფასებით, ის, რომ მას განვითარება სჭირდება, ცხადია.

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი თვლის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმირებაა აუცილებელი. მისი თქმით, არსებული მოდელის მიხედვით გამოდის,რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ორმაგ დაზღვევას ექვემდებარება, ანუ, სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევითაც და კერძო დაზღვევითაც. ეს კი ბიზნესმენის აზრით, არასწორია. მისი თქმით, ვისაც უფრო სჭირდება, სჯობს მათი პაკეტები გაიზარდოს იმ ლოგიკით, რომ დასაქმებული ისედაც იღებს დაზღვევას.

 

ჩოჩელის აზრით, ქვეყანაში ეკონომიკის სამი მიმართულებაა გასავითარებელი. ესენია: ტურიზმი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი წარმოება. ამ სამი კომპონენტის გარეშე ეკონომიკა ვერ შედგება.

 

ბიზნესმენის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს განათლების მიმართულებით, რადგან მისი განვითარების გარეშე ქვეყნის წინ წასვლა წარმოუდგენელია.

 

„მუდმივად არის საუბრები, რომ არის უმუშევრობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ასევე არის მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტი. შესაბამისად, პროფესიული თვალსაზრისით, ყველა მიმართულებით გვაქვს ჩავარდნა. ერთადერთი ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია ფინანსური მიმართულება. განსაკუთრებით ტექნიკური კადრების პრობლემაა. ქვეყნის ამოცანაა, რომ განათლება შედარებით მაღალ საფეხურზე აიყვანოს" -აცხადებს ჩოჩელი.


 

საკუთარ აზრს აფიქსირებს ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან კატეგორიულად არ შეიძლება წართმეული ქონების დაბრუნების დაპირება იქნას მიცემული. მისი თქმით, ჯერ ერთი, ამომრჩეველმა უნდა ისწავლოს, რომ დაპირებებზე არჩევა არ უნდა გააკეთოს და უპირატესობა პროგრამას და იმ ადამიანების ბეგრაუნდზე გააკეთოს, ვინც ხელისუფლების გუნდშია.

 

„რამდენი მატყუარა გამოჩნდება და შეგპირდება, ყველას კი არ უნდა აყვე. შეიძლება პროგრამაც დაწეროს და შემსრულებელი არ ჰყავდეს, ამიტომ ლიდერები კი არ უნდა აირჩიონ, არამედ შემადგენლობა იმ ხალხის, რომელსაც განათლება აქვს და არა რევოლუციური პათოსი, რომ ქუჩაში იდგა და იბრძოლა"-აცხადებს ჭყონია.

 

მისივე თქმით, მომავალ არჩევნებში არ უნდა იყოს ზედმეტი დაპირებები, რომ არჩევის შემთხვევაში ჩამორთმეულ ქონებას დაუბრუნებენ. ჭყონიას განცხადებით, ყველამ თავის შეცდომაზე უნდა აგოს პასუხი და ერთხელ და სამუდამოდ ყოველთვის „ნულიდან" და რთული სიტუაციებიდან არ უნდა იწყებდეს ქვეყანა.

 

„გველის მომავალი არჩევნები, წარსულზე სჯობს არ ვისაუბროთ და მომავალს დავუთმოთ დრო, ჭკუა და გონება. წარსულში ჩარჩენა და ყოფნა არ ვარგა. ჩვენ ამას ძალიან მივეჩვიეთ. ზედმეტი ეიფორია გვაქვს ხოლმე, როდესაც ვიღაცას ვირჩევთ. მას იმდენ ვალდებულებას ვაკისრებთ, რისი აწევის თავიც მას არ აქვს"-აცხადებს ჭყონია.

 

მისივე შეფასებით, ქონების წართმევა-დაბრუნების სქემა იყო ძალიან რთული. შედეგად, არის ხალხის კატეგორია, რომელსაც თავი დაზარალებული ჰგონია და ასევე არის კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ და თავისი არგუმენტები გააჩნია. ჭყონია ამბობს, რომ სახელმწიფოს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაზარალებული ბიზნესების დაბრუნება ძალიან უჭირს. ბიზნესმენის აზრით, ის, რომ ამ თემას სახელმწიფო ვერ აგვარებს, იმის შედეგია, რომ მას ამის სურვილი არ აქვს საკითხის სირთულიდან გამომდინარე. მისივე შეფასებით, როდესაც ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის დაპირებას გასცემდა, ბოლომდე სწორად არ იყო ჩამოყალიბებული თუ როგორ უნდა მიეღწია ამ მიზნისთვის.

 

„სამართლიანობის აღდგენა ბიზნესთან მიმართებაში შესაძლებელია ცოტა გაზვიადებულიც იყო. დაპირებების გაცემამდე შესაძლოა თემა ღრმად შესწავლილი არ იყო და სიღრმეებში ჩასვლის შემდეგ მიხვდნენ, რომ რთული იყო ამის გაკეთება,"-აცხადებს ჭყონია.

 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შექმნილი საწარმო გრინპაკის" დამფუძნებელი პაატა აბრამია ამბობს, რომ ეკონომიკური პროგრამები უნდა იყოს ნათლად დაწერილი და რაც მთავარია, იყოს შესრულებადი. მისი თქმით, საჭირო არ არის ბევრი დაპირება.

 

„მე როგორც რიგით ამომრჩეველს, იმის მაგივრად, რომ დაპირება მივიღო იმაზე, რომ 100 პროცენტით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, ამას მირჩევნია, რეალისტური გეგმები ჰქონდეთ"-აცხადებს აბრამია. მისი თქმით, რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, უნდა გაგრძელდეს დაწყებული საქმე და პროექტები, რაც ამ მიმართულებით ხორციელდება.

 

როგორც აბრამია აცხადებს, ასევე პრიორტეტული უნდა იყოს განათლების მიმართულება, რადგან ჩვენი ერთ-ერთი პრობლემაა, რომ განათლების დონე ძალიან დაბალია. საუბარია არა მხოლოდ უმაღლეს და საშუალო სკოლის განათლებაზე, არამედ პროფესიულ მიმართულებაზეც. „განათლება პროფტექნიკურების დონეზე უნდა განვითარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოების განვითარება შეუძლებელი იქნება.

 

„ჩემი პირადი მოწოდებაა, რომ მთავრობას ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს, რომელიც განსახორციელებელია და რომელიც მნიშვნელოვნად დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე შემდგომი 4 წლის განმავლობაში. ვგულისხმობ ანაკლიის, ნენსკრას და ხუდონჰესის პროექტებზე. ყველა ეს პროექტი ჩვენი მცირე ეკონომიკისთვის ინექცია იქნება, უამრავი ადამიანი დასაქმდება და ბევრი მიმართულებით განვითარდებით"-აცხადებს აბრამია.

 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტექნოპარკში განაცხადა, რომ თავდაპირველად ხელისუფლებამ საკუთარ პრიორიტეტად მაინც ჯანდაცვა აირჩია და ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ სამომავლოდ ბიუჯეტის პროპორციები უნდა შეიცვალოს. ივანიშვილი ბიუჯეტის პროპორციების შეცვლის მომხრეა და აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი განათლება და ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხები სწორედ სოციალური მიმართულებით იხარჯებოდა. 2016 წლის 10 მილიარდიანი ბიუჯეტიდან სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2 მილიარდ 183 მილიონ ლარს შეადგენდა, აქედან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 570 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

 

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, თავად ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაახლოებით მილიარდი ლარი ჩაიდო, რაც „ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

 




„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up