"თურქული ბაზარი ქართული თაფლისთვის პერსპექტიულია" – რატომ ვერ ითვისებენ მწარმოებლები თურქეთის მიერ დაწესებულ კვოტას?

"თურქული ბაზარი ქართული თაფლისთვის პერსპექტიულია" – რატომ ვერ ითვისებენ მწარმოებლები თურქეთის მიერ დაწესებულ კვოტას?

person access_time2017-05-31 15:00:10

ქართველი თაფლის მწარმოებლები თურქეთის მიერ ქართულ თაფლზე დაწესებული კვოტის ათვისებას დღემდე ვერ ახერხებენ. ამის მიზეზად გართულებულ საბაჟო პროცედურებს და მაღალ გადასახადს ასახელებენ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ პროდუქტის თურქეთში შეტანა გამარტივდება, ეს ქართველი თაფლის ექსპორტს მნიშვნელოვნად გაზრდის. 

 

ქართული თაფლის თურქეთში შეტანის გამარტივებაზე საუბარია საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის კომისიის დაფუძნების შესახებ გაფორმებულ დეკლარაციაში. დეკლარაციას რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩის შეხვედრაზე აღინიშნეს, რომ თურქეთმა ქართული პროდუქციისთვის ვაჭრობის ლიბერალიზაციის საკითხი უნდა განიხილოს, მათ შორის თაფლის. აღსანიშნავია, რომ ქართული ნატურალური თაფლი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება და საექსპორტოდ ლეგალური გზებით არ გადის.

 

როგორც "კომერსანტთან" საუბრისას თაფლის მწარმოებლები აცხადებენ, მართალია, თურქული მხარის მხრიდან თაფლზე მოთხოვნა დიდია, თუმცა 2007 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებულია კვოტის (200 ტონა) ათვისება დღემდე ვერ ხდება. როგორც თაფლის მწარმოებლები აცხადებენ, თურქეთში საბაჟო გადასახადი საკმაოდ მაღალია და სავაჭრო ურთიერთობის გამარტივების შემთხვევაში, ეს იმპორტს გაზრდის.

 

თაფლის მწარმოებელი კომპანია „ფეფეს" დამფუძნებლის გიორგი ტატიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მისთვის უფრო მომგებიანია თაფლი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდოს, ვიდრე ექსპორტზე გაიტანოს. მისი განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ასაღები ფასი დაბალია, ხოლო თურქეთში საბაჟო გადასახადი დიდია.

 

„ჩვენი კომპანია ადგილობრივ ბაზარს მოიცავს. საზღვარგარეთ გატანას აზრი არ აქვს. ჯერჯერობით გატანას არ ვგეგმავ, მაგრამ როცა სამომავლოდ, ჩვენი კომპანია გაფართოვდება, ექსპორტზე ფიქრი შესაძლებელი იქნება. გატანისას მთავარი ის არის, რომ ტრანსპორტირება ნაკლებხარჯიანი იყოს. როგორც ვიცი, კონკრეტულად თურქეთში გატანისას გადასახდი დიდია. თანხა მისაღები უნდა იყოს, რომ კომპანიებმა მოგება ნახონ. თურქეთის ან აზიის ქვეყნებში თაფლის ასაღები ფასები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ევროკავშირში ერთი კილოგრამი თაფლი დაახლოებით 2-3 დოლარი ღირს. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით თაფლს 20 ლარად, ანუ 8 დოლარად ვყიდი და მირჩევნია აქ გავყიდო. საზღვარგარეთ გაცილებით ნაკლებს მომცემენ და პლიუს ამას სხვა ხარჯებიც დაემატება – ტრანსპორტირება, საბაჟო და ა.შ.

 

მქონია თურქეთიდან შემოთავაზებები, მაგრამ უარი მითქვამს, იმიტომ, რომ იქ რაოდენობები განსაზვრულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოგიწევს. მოკლედ, თურქეთში თაფლის გატანა რისკებთან არის დაკავშირებული და თუკი ვაჭრობის მეტად ლიბერალიზება მოხდება, ამას მივესალმები, თურქეთის ბაზარი თავფლისთვის პერსპექტიულია", – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

 


თაფლის კომპანია „ბრეტის" გენერალური დირექტორის გიორგი კეპაშვილის განცხადებით კი, მართალია, 2007 წლიდან თურქეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გამარტივებაზე ხელშეკრულება გაფორმდა, მაგრამ მისმა კომპანიამ ერთი კილოგრამი თაფლიც კი ვერ გაიტანა.

 

„ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს მოვიცავთ. თაფლი ექსპორტზე არ გაგვაქვს. თურქეთთან ათი წელია ხელშეკრულება გაფორმებულია, კვოტაც არის დაწესებული, მაგრამ მისი ათვისება ვერ ხდება. კონკრეტული მიზეზი რა არის, ვერ გეტყვით, მაგრამ ბევრი ფაქტორია, რაც თაფლის თურქეთში ექსპორტს აბრკოლებს. მაგალითად, ლაბორატორიული დასკვნების საკითხი, პარტნიორების ვერ ნახვა და ბევრი სხვა. მე პირადად, ამ ათ წელში თურქეთში ერთი ტონა თაფლიც ვერ გავყიდე. კარგი იქნება, თუ ეს პროცესი უფრო გამარტივდება და თაფლს თურქეთში თავისუფლად გავიტანთ", – განაცხადა კეპაშვილმა.

 

თაფლის კომპანია "ქესკიას" დამფუძნებლის ფრიდონ კოდუას მოსაზრებით, თურქეთში თაფლის გატანის პროცედურების გამარტივებით თაფლის მწარმოებლებს შემოსავალი გაეზრდებათ და სახელმწიფო ბიუჯეტშიც მეტი თანხა შევა.

 

„თაფლს მხოლოდ ჩემს რაიონში, ზუგდიდში ვყიდი. შემდეგ ჩემგან შეძენილ თაფლს თბილისში და მთელ რეგიონში ყიდიან. თურქეთში თაფლის გატანის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერ მყიდველი უნდა მოინახოს. თუ გატანის გამარტივება მოხდება, მეფუტკრეებითვის, თაფლის მწარმოებლებისთვის ძალიან კარგი იქნება, შემოსავალი გაეზრდებათ. ბიუჯეტშიც მეტი თანხა შევა. დაახლოებით ხუთი წლის წინ, სტამბოლში გამოფენაზე თაფლი გავიტანე. იქ 40 ქვეყნის თაფლი იყო წარმოდგენილი და ქართულის მსგავსი ნატურალური და სუფთა თაფლი არავის ჰქონდა. მაშინ თურქ მწარმოებლებსაც ვესაუბრე და მათაც აღნიშნეს, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი სახელმწიფოს დონეზე უნდა მოგვარდეს", – განაცხადა ფრიდონ კოდუამ.

 

ნატურალური თაფლის თურქეთში შეტანის პროცედურების გამარტივების აუცილებლობაზე საუბრობს ლანჩხუთის თაფლის საწარმოს ხელმძღვანელი თამაზ ღლონტიც. როგორც ის აღნიშნავს, მინიმუმ 20 ტონა თაფლი უნდა გავიდეს. შეუძლებელია, რომ ერთ კომპანიას ამდენი თაფლი ჰქონდეს. ამიტომ რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული თაფლის ერთად თავმოყრა უნდა მოხდეს, რასაც შესაბამისი ორგანიზება სჭირდება.

 

„რამდენადაც ვიცი, თურქეთში თაფლის გატანის მექანიზმი და ტექნოლოგიის საქმე მთლად მარტივი არაა. საჭიროა მსხვილი საფუტკრეო მეურნეობა, რომელიც უზრუნველყოფს 20-25 ტონა თაფლის ერთად თავმოყრას. კომპანიები ძირითადად, უფრო ნაკლებს აწარმოებენ და ისიც უკვე კლიენტებზე აქვთ გათვლილი, რომელსაც ვერ დაკარგავენ. მე შემიძლია ორი ტონა თაფლი საექსპორტოდ გავიტანო, მაგრამ ის 20–ტონიან დოკუმენტაციაში უნდა მოხვდეს. თუ არადა, ხარჯები დიდი იქნება და გატანას აზრი არ ექნება. ვიცი, რომ გატანის პროცესია რთული, რადგან, მაგალითად, 10-მა მეფუტკრემ 25 ტონა თაფლი უნდა შეაგოროვოს. აქედან ყველა მეფუტკრის თაფლი უნდა იყოს საიმედო, ლაბორატიულად შემოწმებული, რასაც შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება. ანუ საჭიროა ორგანიზატორი, ვინც ამ ყველაფერს თავს მოაბას და მინიმუმ 20 ტონა თაფლს თავს ერთად მოუყრის",- აღნიშნა თამაზ ღლონტმა.

 

მისივე თქმით, საქართველოდან აკრძალული მეთოდებით გადინებული თაფლის მწარმოებლები დიდ მოგებას ნახულობენ, რადგან თურქულ ბაზარზე თაფლს კარგი ფასი აქვს, ამიტომ ვაჭრობის გამარტივებაა აუცილებელი, რომ თაფლის მწარმოებელ კომპანიებს ლეგალური გზით შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა მიეცეთ.

 

„თაფლის თურქეთში ექსპორტი საქართველოში მეფუტკრეობის განვითარებას ხელს მეტად შეუწყობს. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი და ამის არ გამოყენება დანაშაულია. ასევე, თურქეთის ბაზრის არ გამოყენებაც შეცდომა იქნება. ხანდახან როცა თაფლი აკრძალული მეთოდით გადის, ბევრი მეფუტკრის ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად წინ მიდის, ინვესტიციებს დებენ, წარმატებულები ხდებიან. ამიტომაც სჯობს კანონიერად და მარტივი პროცედურებით გადიოდეს, რომ ბევრს მიეცეს ამის შესაძლებლობა.

 

თუმცა აქ ისიც გასათვალისწინებელია,რომ თურქეთში ძირითადად მოთხოვნა არის წაბლის თაფლზე. საქართველოში კი წაბლის თაფლი რამდენიმე რეგიონში მოიპოვება. საგანგაშოა ის, რომ ამ სახეობის თაფლს აქვს დაავადება, რის გამოც დიდი რაოდენობით წაბლის ხეები გაიჩეხა და სამასალედ იქნა გატანილი. სანაცვლოდ, წაბლის ხეების გამშენებელი არავინ არის. მეფუტრკეობისთვის ბაზის გაკეთებაზე არავინ ფიქრობს. მსგავსი პროექტი, რომ თაფლმომცემი მცენარეების გაშენება მოხდეს, არ არსებობს. წესით, ამით მხოლოდ მეფუტკრეები კი არა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებიც უნდა დაინტერესებულნი",- აღნიშნა ღლონტმა.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს თურქეთში ექსპორტმა 239 301,6 ათასი დოლარი შეადგინა, 2015 წელს- 186 769,6 ათასი დოლარი, 2016 წელს - 173 586,0 ათასი დოლარი,ხოლო 2017 წლის იანვარ-აპრილში - 76 093,3 ათასი დოლარი. რაც შეეხება იმპორტს, 2014 წელს თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული იქნა 1 728 815,7 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია, 2015 წელს - 1 327 411,9 ათასი დოლარის, 2016 წელს - 1 352 646,2 ათასი დოლარის, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში - 376 198,2 ათასი დოლარის. როგორც ამ მონაცემებიდა ჩანს, ბოლო 3 წელიწადში ექსპორტიც და იმპორტიც შემცირებულია. თუმცა რაც არ შეცვლილა, ეს არის უარყოფითი სავაჭრო სალდო, რაც საქართველოს მუდმივად აქვს. 2015 წელს უარყოფითმა სალდომ 75% შეადგინა, 2016 წელს - 77%, ხოლო მიმდინარე წლის ოთხ თვეში - 66%.

 




„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up