"ტურისტი ვერც ერთ ქვეყანას ავტოდაზღვევის გარეშე ვერ გადაკვეთს" - დავით მესხიშვილი უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანების სავალდებულო დაზღვევაზე

"ტურისტი ვერც ერთ ქვეყანას ავტოდაზღვევის გარეშე ვერ გადაკვეთს" - დავით მესხიშვილი უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანების სავალდებულო დაზღვევაზე

person access_time2017-06-05 14:30:01

„უცხოური ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების გადაწყვეტილება სწორია"-ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა "კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით,საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ტურისტი ვერცერთ ქვეყანას სავალდებულო ავტოდაზღვევის გარეშე ვერ გადაკვეთს. მისი თქმით, აღნიშნული ნორმის ამოქმედება ქვეყანაში ტურისტების ნაკადების შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება.


„ტურისტები ავტომობილებით ხშირ შემთხვევაში არ შემოდიან, მათი შემოდინების ძირითადი წყარო ავტომობილები არ არის. თუმცა, თუ გადავხედავთ მაგალითად, მეზობელი ქვყნების გამოცდილებას, თურქეთში, დაზღვევის გარეშე ვერ გადახვალ.ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ითხოვს ამას. აქ რაიმე ტიპის განსაკუთრებულ შემთხვევას ვერ ვხედავ."-აცხადებს მესხიშვილი.


კითხვაზე, უცხოური ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღება ხომ არ დააზარალებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯს და ხომ არ შექმნის უხერხულობას, მესხიშვილი ასე პასუხობს. „მაინტერსებს, რა უფრო შექმნის უხერხულობას, როდესაც ტურისტი აქ ავტოსაგზაო შემთხვევას მოახდენს, დაიწყება გამოძიება და დაეკისრება ზარალის ანაზღაურება. მგონია, რომ ეს უფრო არაცივილური მეთოდია. ამ ხარჯს დაზღვევა უნდა ანაზღაურებდეს. ყველა ტურისტისთვის ზუსტად ეს იქნებოდა გაუგებრობა, რომ ის თავისი ჯიბიდან იხდიდეს ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრისთვის ზარალს"-აცხადებს მესხიშვილი.


საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა იქნება სავალდებულო წესით დაზღვეული და ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული, ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ზოგ შემთხვევაში - ადამიანის სიცოცხლის, ზოგ შემთხვევაში - ჯანმრთელობის თუ ქონების დაკარგვა სდევს თან. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისიც უნდა დავაანონსო, რომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთლიანად მესამე პირის მიმართულებით, მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა Hub Georgia-ში გააკრიტიკეს. როგორც  gbc-ს ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ განუცხადა, ეს უცხოელებისთვის სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღება ტურისტებს დისკომფორტს შეუქმნის.

 



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანი“ ღია აუქციონზე გაიყიდება
access_time2020-05-26 14:30:16
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი – ლიკანში“ ინვესტორის შემოყვანას პოსტკრიზისულ პერიოდში გეგმავს.ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტივი ღია აუქციონზე გაიყიდება, თუმცა ამისთვის შესაფერისი გარემო უნდა იყოს. ლიკანში მდებარე სასტუმროს გაყიდვა ფონდმა გასულ წელს დეკემბერში სცადა, თუმცა 37,5 მლნ ლარად გამოტანილ სასტუმროს მყიდველი არ გამოუჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს პროცესი ამით არ დასრულებულა. დღეს დავით საგანელიძემ თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდს“ და ერთ-ერთ მსხვილ...

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...


მსგავსი სიახლეები

up