"ტექნოლოგიური ინსტიტუტი ქუთაისს" – საინიციატივო ჯგუფი გიორგი კვირიკაშვილს „ქართული ოცნების“ დაპირებას შეახსენებს

"ტექნოლოგიური ინსტიტუტი ქუთაისს" – საინიციატივო ჯგუფი გიორგი კვირიკაშვილს „ქართული ოცნების“ დაპირებას შეახსენებს

person access_time2016-01-12 12:00:06

საინიციატივო ჯგუფი "ტექნოლოგიური ინსტიტუტი ქუთაისს" საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და შეახსენებს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის შესახებ. 


აღნიშნული ჯგუფი ქუთაისში ტეექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსებას ითხოვს.

გასული წლის განმავლობაში „კომერსანტმა“ არაერთხელ გააშუქა აღნიშნული ჯგუფის ინიციატივები და აქტივობები, რომლებსაც შედეგი არ მოჰყოლია.


გასული წლის 29 დეკემბერს, პრემიერმინისტრის კანდიდატის რანგში, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ახალი პროექტების წამოწყება, 


კერძოდ, შეიძლება ქუთაისის გადაქცევა საგანმანათლებლო ცენტრად. რაც საინტერესო იდეაა და ამაზე მსჯელობა იყო. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ იდეის წარმატებით განვითარება შესაძლებელია


საინიციატივო ჯგუფი დღეს „კომერსანტის“ საშუალებით პრემიერმინისტრს მიმართავს და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებას შეახსენებს.



მიმართვაში ნათქვამია:

„ბატონო გიორგი!

 

ჩვენ გავერთიანდით ერთი იდეის ირგვლივ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თქვენი გუნდი საქართველოში გეგმავდა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებას და ამ უნივერსიტეტის მდებარეობად თბილისი განისაზღვრა. ვინაიდან კარგად გვახსოვდა წინასაარჩევნო დაპირება ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის დაარსებასთან დაკავშირებით, გაგვიჩნდა პროტესტის გრძნობა, რამაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საწყისებზე ჩვენი აქტიურობისაკენ გვიბიძგა. ამ დროის მანძილზე ჩვენ შევაგროვეთ 10 000 ხელმოწერა და შევხვდით როგორც ადგილობრივი, ასე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ იდეა ისევ იდეად დარჩა და ქუთაისის სამომავლო ბედი ისევ ბუნდოვანია.

 

თქვენმა პრემიერობამ და იმ იდეის გახმაურებამ, რომ შესაძლებელია ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა, ახალი იმედები ჩაგვისახა. იმედს ვიტოვებთ, რომ განცხადებას რეალური ნაბიჯები მოჰყვება და კოალიციის წინასაარჩევო დაპირება შესრულდება.

 

ვთვლით, რომ საბოლოო შედეგისთვის და პირდაპირი კომუნიკაციისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება თქვენთან შეხვედრა. 

 

ასევე მოვუწოდებთ ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს - გუბაზ სანიკიძეს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს და დეპუტატებს, რომელთაც ამ ქალაქზე გული შესტკივათ, მეტი აქტიურობისაკენ  წინასაარჩევნო დაპირების შესასრულებლად.“


წინასაარჩევნო პერიოდში, 2012 წელს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად ქცევის დაპირება ქუთაისელებს ბიძინა ივანიშვილმა მისცა. 

 

„ქუთაისში დავაარსებთ საუნივერსიტეტო ქალაქს, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოში, როგორც გელათის აკადემიას ქონდა დავით აღმაშენებლის დროს,“ – განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე. 


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საორგანიზაციო ჯგუფმა არაერთხელ მიმართა პრემიერს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე ფონდ „ქართუს“. თუმცა აპირებს თუ არა მმართველი გუნდი დაპირების შესრულებას, ამაზე ცალსახა პასუხი დღემდე არ არსებობს.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up