"TAP-ი, TANAP-ი და „თეთრი ნაკადი" ერთად საქართველოს მისცემს საშუალებას, რომ ევროპის სერიოზული პარტნიორი გახდეს"

"TAP-ი, TANAP-ი და „თეთრი ნაკადი" ერთად საქართველოს მისცემს საშუალებას, რომ ევროპის სერიოზული პარტნიორი გახდეს"

access_time2016-10-16 18:00:33

 

მას შემდეგ, რაც თურქეთმა და რუსეთმა, მეგობრობის განმტკიცების მორიგი დემონსტრირების კვალდაკვალ, ენერგეტიკული პროექტ „თურქეთის ნაკადის" გაცოცხლებაც გადაწყვიტეს, გაჩნდა შეკითხვები: რა დგას ამ ჩანაფიქრის უკან, როგორ უყურებს ამ პროცესს საერთაშორისო თანამეგობრობა და ხომ არ დაზარალდება საქართველოს ინტერესები? დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ „თურქეთის ნაკადი" ხელს არ შეუშლის „სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტებს და, პირიქით, საქართველოს ამ ფონზე ხელახლა გამოუჩნდა გამოუყენებელი შანსი.

 

„თურქეთის ნაკადის" იდეა ხელახლა გაცოცხლდა 10 ოქტომბერს, როდესაც (მსოფლიო ენერგეტიკული კონგრესისთვის) სტამბოლში ჩასულმა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ დაანახვეს მსოფლიოს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული მტრობა სრულ დავიწყებას მიეცა და რომ ორი ქვეყანა ერთმანეთს დიდ მეგობრებად თვლიან. სხვა შეთანხმებებთან ერთად, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებას, რომ შავი ზღვის ფსკერზე აუცილებლად გაივლის „თურქეთის ნაკადის" ორი მილი.

 

რუსულენოვანი წყაროები იტყობინებიან, რომ ამ ენერგეტიკული პროექტის ორივე მილის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს: ერთი მილით რუსული გაზი თურქეთს (შედარებით იაფად) მიეწოდება, ხოლო მეორე მილით რუსული გაზი ევროპამ უნდა მიიღოს. თითოეულ მილს 15,75 მილიარდი კუბური მეტრის გატარება შეუძლია. რუსულენოვანი მედიის დიდი ნაწილი საქმეს ბოლომდე დაგვირგვინებულად წარმოგვიდგენს, თუმცა ევროკავშირთან ჯერ ისევ შეუთანხმებელია კონკრეტულად იმ მილის მშენებლობის ბედი და მასთან დაკავშირებული დეტალები, რომელმაც გაზით თითქოსდა ევროპა უნდა მოამარაგოს.

 

დეტალების შეთანხმების აუცილებლობასთან დაკავშირებული მოწოდებები ხშირად ისმოდა ბრიუსელიდან და ამას ჩვენთან საუბრისას გიორგი ვაშაყმაძეც იხსენებს, ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის" პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი. თუმცა როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, „თურქეთის ნაკადი" ვერანაირად ვერ დააზარალებს საქართველოს ტრანზიტულ ინტერესებს, რომელიც „სამხრეთის გაზის დერეფნის" პროექტებს - TAP-სა („ტრანსადრიატიკის მისალდენი") და TANAP-ს („ტრანსანატოლიის მილსადენი") უკავშირდება. გიორგი ვაშაყმაძის თქმით, „თურქეთის ნაკადის" გააქტიურება საქართველოს „თეთრი ნაკადის" ამოქმედების შანსს უბრუნებს, რადგანაც (16 მილიარდი კუბური მეტრის სიმძლავრის ) „თეთრი ნაკადის" პროექტი, რომელიც თურქმენული გაზის ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპისთვის მიწოდებას გულისხმობს, თავის დროზე, გარკვეულწილად, „თურქეთის ნაკადის" (ანუ რუსეთის) წახალისების შიშითაც ფერხდებოდა:

 


​„რადგანაც იყო ასეთი კონსენსუსი ევროპაშიც და ამერიკაშიც: ჩვენ არ გვინდა, რომ რუსეთმა გააფართოოს თავისი არეალი და „სამხრეთის ნაკადი" ან „თურქეთის ნაკადი" გააკეთოს და ჩვენ ამის ხელის შეწყობა არ გვინდა... ლოგიკურად ისმოდა კითხვა: აი, ახლა ჩვენ რომ დავაჩქაროთ „თეთრი ნაკადი", რუსეთს შეჯიბრის ინტერესს გავუჩენთ და ისიც იტყვის, მოდი, მეც გავაკეთებო. მაგრამ ეს დრო უკვე წავიდა. ერდოანმა და პუტინმა, რაღაც ძალიან სერიოზული თუ არ მოხდა, ამ საქმეში უკვე იმდენი რეპუტაცია ჩადეს, რომ ამას გააკეთებენ".


 

 

შესაბამისად, გიორგი ვაშაყმაძე ფიქრობს, რომ, „თურქული ნაკადის" იდეის ამოქმედების ფონზე, ახლა საქართველოს მეტი აქტიურობა ჰმართებს „თეთრ ნაკადთან" მიმართებით იმისთვის, რომ ახლა მაინც ადეკვატურად გამოიყენოს მანამდე არაერთხელ გამოუყენებელი შანსი. გიორგი ვაშაყმაძე ფიქრობს, რომ თურქმენული გაზის ევროპაში რეალიზებისთვის „თეთრმა ნაკადმა" „სამხრეთის გაზის დერეფნის" სხვა პროექტებთან კავშირში უნდა იმუშაოს. შედეგად, თურქმენული გაზის შესაბამისი რაოდენობა სწორედ ამ პროექტებზე განაწილდება:

 

„ის რაოდენობა, რამაც შეიძლება, რომ TAP-სა და TANAP-ში გაიაროს, არის ნახევარზე ნაკლები იმისა, რისი რეალიზებაც სურს თურქმენეთს, რომელიც ძირითადად 30-40 მილიარდ კუბური მეტრის რეალიზებაზე საუბრობს... „თეთრი ნაკადის" მარშრუტი გადავა შავ ზღვაზე, აღარ გაივლის თურქეთში... თუკი დაბრუნდება ფაზა, როდესაც TAP-ი, TANAP-ი და „თეთრი ნაკადი" ერთად იყოს განხილული, ეს მისცემს საქართველოს საშუალებას, რომ მართლა ახალი წვლილი შეიტანოს და ევროპის სერიოზული პარტნიორი გახდეს".

 

იმას, რომ „თურქეთის ნაკადი" ვერ დააზარალებს საქართველოს ინტერესებს, რადიო თავისუფლებას თემურ გოჩიტაშვილიც უდასტურებს. როგორც ექსპერტი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ენერგეტიკული პროექტის ხორცშესხმა მოსკოვმა კიევის დასასჯელად გადაწყვიტა, რადგანაც ამ პროექტის განხორციელებით უკრაინას სატრანზიტო ფუნქცია ეკარგება:

 

„თურქეთის ნაკადი" არის რუსეთის მიზნების განსახორციელებლად, რომ გვერდი აუაროს გზაგაკვალულ, კარგად დალაგებულ და აწყობილ სისტემას, რომელიც უკრაინაზე გადის. პარალელურად, „ჩრდილოეთის ნაკადსაც" აკეთებს, რომლის მშენებლობაც უკვე თითქმის გადაწყვეტილია. ამიტომ უკრაინაზე გამავალი ნაკადები ძალიან შემცირდება და შეიძლება ამან დიდი დარტყმა მიაყენოს უკრაინას".

 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის სადამსჯელო ჩანაფიქრი უყურადღებოდ არ დარჩება ევროკავშირს და ეს საკითხი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული „თურქეთის ნაკადის" პროექტის განხილვისას ევროკავშირის სივრცეში. როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, რუსეთს მოუწევს ენერგეტიკული ქარტიის მოთხოვნათა დაკმაყოფილება და ეს დოკუმენტი მკაცრად გამორიცხავს ენერგეტიკული საკითხების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებას.

 

რაც შეეხება თურქეთს, რუსეთთან მეგობრობის აქტიურად დემონსტრირების მიუხედავად, გიორგი მუჩაიძის აზრით, ანკარა მაინც ვერ წავა დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, რადგანაც თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ამ წევრობას მისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, თუნდაც ჯერ მარტო ტერორიზმთან ბრძოლის ჭრილში.

 

რადიო "თავისუფლება"



საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up