"სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ ნახევარი ნაბიჯით წინ ვართ, რადგან ტრამპს საქართველოში ბიზნესპროექტი ჰქონდა"

"სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ ნახევარი ნაბიჯით წინ ვართ, რადგან ტრამპს საქართველოში ბიზნესპროექტი ჰქონდა"

access_time2017-02-01 15:30:39

რა ელის საქართველოს და აშშ-ს პარტნიორობას ტრამპის პირობებში? შესაძლოა თუ არა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსთან პარტნიორობას გადახედოს? იქნება თუ არა ისევ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგომატარებლები ამერიკის ინტერესში და რა ელით ქართველ მიგრანტებს ამერიკაში? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით "კომერსანტი" გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან ბათუ ქუთელიასთან.

 

 

-რა ელის საქართველოს და აშშ-ს პარტნიორობას ტრამპის პირობებში? შესაძლოა თუ არა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსთან პარტნიორობას გადახედოს?



-საქართველო ამერიკის პარტნიორობას, სანამ კონკრეტული ადმინისტრაციის ჭრილში განვიხილავდეთ, ბოლო 25 წლის პერიოდს უნდა გადავხედოთ. კერძოდ, ამ პერიოდში მიუხედავად ადმინისტრაციების ცვლილებისა და სხვადასხვა ხედვებისა, ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებები მუდმივად მზარდი იყო. ამ პარტნიორობის მთავარი საფუძველი ყოველთვის იყო და დარჩება საქართველოს სურვილი იყოს დემოკრატიული ქვეყანა. ეს არის ის მყარი საფუძვლები, რაც მიუხედავად ტრამპის ადმინისტრაციის ხედვებისა დანარჩენ მსოფლიოზე, არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საქართველო ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე.


-ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების დათბობას აპირებს, ჩვენთვის კი რუსეთი დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთ პირობებში და ასეთ მოცემულობაში, ამერიკა-რუსეთის დაახლოება ჩვენზე როგორ აისახება?


-ბუნებრივია, აქ ძალიან ბევრი ნიუანსი იქნება გასათვალისწინებელი. კერძოდ, ამერიკის ბოლო 3-4 პრეზიდენტი ცდილობდა თავიანთი პრეზიდენტობის პირველ ვადაში რუსეთთან ურთიერთობის დათბობას, თუმცა, პროცესი ყოველთვის კრახით სრულდებოდა იმ ძირითადი მიზეზის გამო, რაც თვისობრივად აცდენაშია ამერიკა-რუსეთის ხედვებთან. კერძოდ, რუსეთისთვის მიუღებელია თავისუფალი სამყაროს ფასეულობები. ამის გამო, ასეთი მცდელობები ყოველთვის კრახით მთავრდება.


-თქვენ თვლით, რომ ტრამპის სურვილიც ამ მიმართულებით კრახით დასრულდება?


-არ ვიცი. პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი პუტინი-ტრამპს შორის ორი დღის წინ შედგა.ამის შესახებ ძალიან ბევრი დეტალი ცნობილი არ არის გარდა ოფიციალური განცხდებისა. ყველა წინა მცდელობის დროს, ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკის დროსაც ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ ეს არ უნდა მომხდარიყო ამერიკის მოკავშირეების ინტერესების ხარჯზე. ეს ხაზი ძალიან ძლიერია ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში. ამის ნათელი დადასტურება იყო ამერიკელი სენატორების ვიზიტი საქართველოში, სადაც ხაზი ამაზე იყო გასმული. ზოგადად, რუსეთთან ურთიერთობის დათბობა არის ის, რაც თეორიულად კარგად აისახოს მსოფლიოზე.ამერიკის ურთიერთობა თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უნდა გაგრძელდეს ისევე როგორც იყო. არ უნდა მოხდეს დათმობები ამ მიმართულებით. ეს მარტო საქართველოს არ შეეხება. ეს შეეხება უკრაინას, აღმოსავლეთ ევროპას და ნატოელ პარტნიორ ქვეყნებსაც. მომავალ სამიტზე ტრამპის ადმინისტრაციის ხედვები უფრო მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული იმაზე, თუ როგორ გეგმავს ის პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარებას.


-შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციამ საქათველოსთან პარტნიორობას გადახედოს?


-ძალიან კარგი შანსი არსებობს იმისთვის, რომ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ავიდეს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე. ბუნებრივია, ეს თავისით არ მოხდება. ამას სჭირდება ძალიან აქტიური მუშაობა ჩვენი მხრიდანაც. თუმცა, დღეს მსოფლიოში შექმნილი ახალი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და ბევრი ინტერესის გადაჯგუფება ხდება, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ეს თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამას სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა. გარდა ამისა, ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა,თუ როგორ წაიწევს საქართველო NATO-სთან ინტერგრაციის კუთხით.


-ტრამპი პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას აპირებს. როგორ გგონიათ, საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობები გაგრძელდება?


-ჩვენ ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობის კუთხით გვაქვს ეგერთ წოდებული პრეფერენციული მოდელი (GSP +) რაც საშუალებას გვაძლევს გადასახადების გარეშე ამერიკაში დაახლოებით 3 000 დასახელების პროდუქტის ექსპორტი მოვახდინოთ. ამას ჩვენ ისე ვერ ვიყენებთ, თუმცა, პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, 2011 წლიდან ძალიან აქტიურად დადგა დღის წესრიგში ამერიკასთან თავისუაფლი ვაჭრობის ამოქმედების საკითხი. ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ზოგადად გადახედავს არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს იმ საკითხიდან გამომდინარე, რომ ამერიკის ძალიან ბევრი პარტნიოორი არაკეთისინდისიერად იყენებს თავისუფალი ვაჭრობის თემებს. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც შესაძლებელია უფრო კარგი და თანასწორუფლებიანი სავაჭრო ურთიერთობები იყოს, გაღრმავდეს. ბუნებრივია, ესეც არის საკითხი,რომელსაც სჭირდება უფრო მეტი და აქტიური მუშაობა პირველ რიგში, ვაშინგტონში და ბუნებრივია ჩვენთანაც.



-ანუ, გაგრძელდება თუ არა ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობები, კითხვის ნიშნის ქვეშ არის?


-არ არის კითხვის ნიშნები.რაც არის ის შენარჩუნდება. იმიტომ, რომ GSP + კანონშია ჩადებული. ამ კანონს მხარი კონგრესის უმრავლესობამ დაუჭირა. დღეს გვაქვს რესპუბლიკური კონგრესი, რომელიც პროვაჭრობის მომხრეა. აქედან გამომდინარე, რაც გვაქვს, ის არ გადაიხედება, თუმცა, რაც გვაქვს, ის ჩვენს ინტერესებს არ აკმაყოფილებს. შესაძლებელია, აქტიური მუშაობის პირობებში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ.ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ტიპის სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის გაჩენაც კი ინვესტორებისთვის დამატებითი სიგნალი იქნება. ეს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა იქნება.


-ენერგობიექტები და ენერგომატარებლები რომლებიც, საქართველოს ტერიტორიაზე გადის,ითვლებოდა რომ ამერიკის ინტერესია. ეს პროექტები ტრამპის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტად დარჩება?


-ძალიან ბევრი კომპონენტის გამო წარმატებული, დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციორება ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებშია. ახლახანს, თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდი თავის წერილში რამდენიმე კომპონენტს ასახელებდა. კერძოდ, რატომ არის საქართველო სასიცოცხლოდ აუცილებელი ამერიკისთვის დაწყებული იმ პრინციპებიდან, რასაც ამერიკა იცავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გაგრძელებული დემოკრატიით და თავისუფალი სამყაროს წესებით, დამთავრებული პრაგმატული საკითხებით. ერთ-ერთი ასეთი სწორედ ენერეგეტიკა და ენერგეტიკული უსაფრთხოებაა.აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული პოლიტიკა მაქსიმალურად სინქრონიზებული უნდა იყოს ჩვენი სტარტეგიული პარტნიორების ინტერესებთან იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესები და ჩვენი პარტნიორების ინტერესები რეგიონში ერთმანეთს ემთხვევა.


- როგორ ფიქრობთ, ამერიკულ ინვესტიციებს ზრდის პერსპექტივა თუ არსებობს საქართველოში?


-ახლა, რაიმე წინასწარი დასკვნების გაკეთება ძნელია. მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში ბევრი ახალი ტენდენციები იქნება.ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად ეფექტურად შევძლებთ ამ ახალ რელობაზე მორგებას. სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენ ნახევარი ნაბიჯით მაინც წინ ვართ იმის გამო, რომ ტრამპი თავისი ბიზნეს ინტერსებით საქართველოში ნამყოფია, ჰქონდა ბიზნეს პროექტები. ანუ რეგიონში საქართველო ნაცნობი ქვეყანაა. ასე რომ, პოტენციურად, ასეთი ტიპის ცნობადობაზე კარგი სტრატეგიის აშენება შეიძლება. ეს არა მარტო ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი,ზოგადად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.


-NATO-ში შესვლამ რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს და რა რეფორმები უნდა გაატაროს საქართველომ?


-საქართველოს NATO-ში გაწევრიანება უკვე კონსესუსის სახით მიღებული გადაწყვეტილებაა. ბუქარესტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა, ყველა სამიტზე ამის გამეორება ხდება. ვთვლი, რომ დღეს საქართველო მზად არის გახდეს NATO-ს წევრი ყველა კრიტერიუმით,როგორც ტექნიკური ისე პოლიტიკურით. თუმცა, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ და კიდევ უფრო მეტი შედეგები ვაჩვენოთ პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირების კუთხით, შეიარაღებული ძალების თავსებადობის და რეფორმირების კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს უნდა გახდეს მთავარი სტრატეგიული პოლიტიკური მდგენელი ჩვენი სხვა სფეროში განხორციელებული რეფორმებისა. ეს არის უმოკლესი გზა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობის ამაღლებისთვის და ასევე მშვიდობიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. NATO-ში ინტეგრაცია თუ გახდება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური რეფორმები, ადამიანის უფლებები თუ სხვა, მაშინ ეს შეიძლება ძალიან მოკლე დროში რეალიზებადი პროექტი გახდეს.


- ტრამპის ერთ–ერთ პირველი გადაწყვეტილება შეეხებოდა უცხოელ მიგრანტებს, მან 7 ქვეყნის მოქალაქის ქვეყანაში შეშვებაზე აკრძალვა დააწესა. ვიციტ, რომ ამერიკაში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს. რა ელით  ქართველ მიგრანტებს აშშ-ში, მათ შორის ხომ უმეტესობა არალეგალია?


-წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც და ახლა უკვე საპრეზიდენტო განკარგულებით, გამკაცრებული ემიგრაციის კუთხით რეგულაციები 7 ქვეყანას შეეხება. საქართველო ამ სიაში არ არის, ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ქართველ ემიგრანტებს ემუქრებოდეს იმ პირობებში, თუ ისინი ამერიკაში კრიმინალს არ ჩაიდენენ. ეს შეიძლება მათი დეპორტირების საფუძველი გახდეს. ბოლო წლებში ამერიკამ საქართველოსთან საიმიგრაციო პოლიტიკა შეარბილა, თუმცა, სამუშაოა ის, რომ რაღაც ეტაპზე ეს ურთიერთობა უფრო გავაღრმაოთ და უფრო თავისუფალი გავხადოთ მიმოსვლა სტუდნეტებისთვის, ბიზენსმენებისთვის. ჩვენი ეკონომიკა ამერიკის ეკონომიკას უნდა მიებას და ეს გახდეს ინვესტიციების მოზიდვის საშუალება.


- ოფიციალური თბილისისგან  ამაზე მზაობა არსებობს?


-ამის ინსტიტუციური მექანიზმები არსებობს. იმისთვის, რომ წინსვლა დაფიქსირდეს, საჭიროა ორმხრივი პოლიტიკური ნება.შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც აქტიური მუშაობაა საჭირო.


-ამერიკას დაწესებული აქვს სანქციები რუსეთთან. თუ მოუხსნა სანქციები, ეს საქართველოსთვის შეცვლის რამეს?


-ამ მხრივ რაიმე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის,რომ ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალ დონეზე გადავიდეს. თუ ამ სანქციების მოხსნის წინაპირობები შესრულდა და რუსეთმა უარი თქვა აგრესიულ პოლიტიკაზე ახლო სამეზობლოში და ის გახდა ნორმალური მოთამაშე რეგიონში, მსოფლიოში სიტუაციას გააჯანსაღებს. არ მგონია, რომ ეს მოხდეს, სავარაუდოდ, ეს შეთავაზებაც ისევ კრახით დასრულდება. ჩვენი ამოცანა არ არის ჩვენი პოლიტიკის აგება იმაზე,თუ რა მოხდება ამერიკა-რუსეთს შორის. ჩვენი ამოცანაა ის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან იმაზე იყოს დამყარებული, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.


-გააგრძელებს თუ არა ამერიკა კასპიის და შავი ზღვის რეგიონებში სტრატეგიული პროექტების განხორციელებას?


-სტრატეგიული იმიტომაც ჰქვია, რომ მიუხედავად ადმინისტრაციების ცვლილებისა, არ იცვლება. ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, ამერიკის სტრატეგიული ინტერესები მსოფლიოში არ შეცვლილა. პრიორიტეტები შეიძლება გადალაგდეს, თუმცა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონები ასეთებად რჩება. შავ ზღვას რაც შეეხება, შავი ზღვის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ არამარტო ამერიკისთვის, არამედ ახალი ევროპული უსაფრთხოებისთვისაც ფასი შეიძინა. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა ფორმის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა იქნება შავ ზღვაზე. ეს ამერიკის ახალ ადმინისტრაციაზეც არის დამოკიდებული. ჩვენ ბუნებრივია, აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, თვალი ვადევნოთ ტენდენციებს და გვქონდეს ჩვენი ხედვა, რათა როდესაც ახალი ხედვა ჩამოყალიბდება, ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს. კასპიის ზღვასთან დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული სტრატეგიული ინტერესებია, რომელიც გრძელდება.


-რაც შეეხება "გაზპრომთან" საქართველოს ურთიერთობას, იცით, რომ რუსეთის პოლიტიკური იარაღი მუდმივად იყო "გაზპრომი". ამის გათვალისწინებით, საქართველოს "გაზპრომთან" ურთიერთობისას ხელშეკრულების ფარგლებში სხვა ალტერნატივა ჰქონდა?


-საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა და განსაკუთრებით "გაზპრომის" კომპონენტი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რუსეთი არის საქართველოს მტერი, ოკუპანტი ქვეყანა. შედაგად, ოკუპანტ ქვეყანასთან ნებისმიერი საიდუმლო ხელშეკრულების გაფორმება უკვე საეჭვოა. მითუმეტეს, ისეთ სენსიტიურ თემაზე როგორიცაა ენერგეტიკა და ბუნებრივი გაზი. ასევე გაურკევეველია რა შეიცვალა და რატომ გადაიხედა შარშანდელი ხელშეკრულება. რატომ და რის ფასად მოხდა ეს დათმობა, რა პირობებს აყენებდა რუსეთი და რა დევს საიდუმლო ხელშეკრულებაში.ასევე რაც ყველაზე მნიშნელოვანია, რატომ ხდება ამ ხელშეკრულების გაგრძელება-არ გაგრძელების საკითხი ცაიტნოტურ რეჟიმში, როდესაც ამისთვის არის ხოლმე მთელი წელი.


საქართველოს მთავრობის ქმედება,დაწყებული ამ ურთიერთობის დღიდან და გაგრძელებული ყველა მათი განმარტებით, ძალიან ბევრ უზუსტობებს და არათანმიმდევრულობას შეიცავს. ეს კი ეჭვებს აჩენს.  "გაზპრომთან" და რუსეთთან ნებისმიერი ტიპის უფრო ღრმა ურთიერთობებში შესვლა, ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში უფრო ბევრ პრობლემებს გამოიწვევს. სწორედ, ასეთი საიდუმლო ხელშეკრულებებით მოხდა უკრაინის ენერგოსისტემის დაკაბალება რუსეთის მიერ. ასეთივე მცდელობა ჰქონდა  "გაზპრომს" ლიტვაში, თუმცა, ლიტველებმა ჭკუა იხმარეს,შექმნეს ალტერნატივა, გაზის გამათხევადებელი, რაც საკმაოდ ძვირი დაუჯდათ, თუმცა, დღეს საკმაოდ დამოუკიდებლები გახდნენ რუსული ენერგიისგან. ეს მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ, "გაზპრომი" არის პოლიტიკური იარაღი რუსეთის მთავრობის ხელში და ამას უნდა შევხედოთ როგორც პოლიტიკურ იარაღს და არა როგორც კომერციულ ხელშეკრულებას.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 




BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up