"სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს - საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება"

"სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს - საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება"

access_time2016-09-28 14:10:30

სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს - საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.



მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირეკვევა, რომ დავით ნარმანია პირველ საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმს დაესწრო. ფორუმზე, რომელიც „სითი ინსტიტუტი საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა, განიხილეს საქალაქო სატრანსპორტო მოდელების შემუშავება და განვითარება, ასევე ურბანული ტრანსპორტის განვითარების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხები.



"თბილისის მერიას სატრანსპორტო სფეროში ორი მთავარი და ძირითადი გამოწვევა აქვს: საცობების მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ამისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ 5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც ამავდროულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასაც გულისხმობს. ყოველდღიურად დედაქალაქში 512 ავტობუსი და 1800 მიკროავტობუსი მოძრაობს. ჩვენ გვაქვს მეტროს განვითარებული ქსელი. თუმცა, აღნიშნული მიმართულებით წინ კიდევ ბევრი სამუშაოა. დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი დღის განმავლობაში გადაადგილებისას უპირატესობას, მაინც ავტომობილს ანიჭებს. იმისათვის, რომ ნელ-ნელა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო მეტად კომფორტული, ჩვენ დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ზრუნვა ავტოპარკის განახლებაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, სულ რამდენიმე დღეში თბილისს 10 ახალი, ევროპული და სრულად ადაპტირებული Man-ის ავტობუსი შეემატება. სულ რამდენიმე დღეში ახალ ავტობუსებს თბილისის ქუჩებში ვიხილავთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.



როგორც ფორუმის ორგანიზატორმა, „სითი ინსტიტუტი საქართველო" დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობისთვის ტრანსპორტის დარგის ექსპერტებსა და სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან მოიწვევენ.



თბილისის ფორუმზე მომხსენებლებს შორის იყვნენ ტრანსპორტის დარგის ევროპული კომპანიების სპეციალისტები.


 



„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი

„ეკონომიკის 16.6%-იანი კლება დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 32.8%-ით შემცირებამ გამოიწვია“ - საქსტატი
access_time2020-05-29 12:00:13
წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა...

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა

უცხოელი მოქალაქეების ინტერესი ბათუმში უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა
access_time2020-05-29 10:50:08
საქართველოს მთავრობამ უძრავი ქონების ანტიკრიზისული პაკეტი წარადგინა, რომლის ჯამური მოცულობაც 434 მლნ ლარია. მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს გადაარჩენს და განვითარების საშუალებას მისცემს. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე ბათუმში, როგორ შეცვალა ბიზნესის რეალობა შავიზღვისპირეთში კოვიდ 19-მა და რა გამოწვევების წინაშე დგას სამშენებლო და დეველოპერული...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

Biletebi.ge-მ ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა შექმნა

Biletebi.ge-მ  ექიმთან ჩაწერის პლაფტორმა  შექმნა
access_time2020-05-29 11:30:29
Biletebi.ge-მ ახალი ონლაინ-პლატფორმა Eqimtan.ge-შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე დღეში ამოქმედდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხიკვიშვილი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, ეს პლატფორმა პაციენტებს კლინიკებში ჩაწერისა და სატელეფონო კონსულტაციის მიღების საშუალებას მისცემს. „გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ღონისძიებების 100 პროცენტი გაუქმებულია, ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა  საკმაოდ მარტივია - ძალიან მალე გავუშვებთ ახალ ვებ-პლატფორმას  - EQIMTAN.GE,...


მსგავსი სიახლეები

up