"საქართველოში თვითმარქვია სასტუმროებია"

"საქართველოში თვითმარქვია სასტუმროებია"

access_time2016-06-18 16:13:32

ადგილობრივი დამსვენებლები საკურორტო ზონაში სიძვირეს უჩივიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, როგორც ჩანს, ეკონომიკის მინისტრის რჩევა, ფასის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, კერძო სექტორმა არ გაითვალისწინა. თავად ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ფასის დარეგულირებას მოწოდებით არ უნდა ცდილობდეს და ამ პრობლემის მოგვარებაში კონკრეტულად უნდა ჩაერიოს. ერთ-ერთი გახლავთ სასტუმროების განთავსების გენერალური სქემა, რომელიც დღესდღეობით არ არსებობს.


ცხელ სეზონს კურორტები დატვირთულნი ხვდებიან. ტურისტების გააქტიურების პარალელურად ტარიფები გაზარდეს სასტუმროებმაც. ეს მთავრობამ სეზონის დაწყებამდე იგრძნო და კერძო სექტორს მოუწოდა, რომ ფასი არ გაეზარდა.


"2015 წელს ტურიზმმა "დააგენერირა" 1 მლრდ 935 მლნ დოლარი, რაც 2014 წელთან შედარებით 148 მილიონი დოლარით მეტია. მინდა ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ძალიან იფრთხილონ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არაერთი კონკურენტი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


სასტუმროებს ფასის შენარჩუნების თხოვნით მიმართა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც. "იქიდან გამომდინარე, რომ ტურიზმი გრძელვადიანი პროექტია, ჩვენ აქცენტი მხოლოდ ამ სეზონზე არ უნდა გავაკეთოთ. თურქეთთან და რუსეთთან გამოვლენილი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები არა მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან ჭრილში უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ. ეს არის რეალური შანსი, რომ მსოფლიო ბაზარზე ადეკვატურ ტურისტულ მიმართულებად დავმკვიდრდეთ.


რაც შეეხება სასტუმროებს, რადიკალური ცვლილებები ფასში არ არის მოსალოდნელი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ წლევანდელ სეზონზე ამოიღოს ის დაბანდებული ფული, რომელიც სხვადასხვა ბიზნესის მიერაა ჩადებული სასტუმრო ბიზნესში, ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს წლევანდელი სეზონის ხარჯზე არ მოხდეს. ვიყოთ მოთმინებით აღსავსე და გპირდებით, რომ მომავალი წლები კიდევ უფრო მეტის მომცემი იქნება ჩვენთვის", - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა.


ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელმა მაია სიდამონიძემ ამ მოწოდების შემდეგ, კერძო სექტორის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის მინისტრის მოწოდება მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა არაფრად ჩააგდეს. მას იმედი აქვს, რომ ბიზნესი მომავალში უფრო შორს გაიხედავს და მიხვდება, რომ ერთჯერადი მოგება არ არის უკეთესი, ვიდრე მრავალჯერადი.


"უკმაყოფილო მომხმარებელი, განსაკუთრებით უცხოელი, ნიშნავს, რომ ის მეორედ აღარ ჩამოვა ბათუმში. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, არა მარტო მოწოდებებით შემოვიფარგლოთ, არამედ არსებობს კონკრეტული აქტივობა, რის შედეგადაც, შესაძლებელია, კერძო სექტორთან უფრო აქტიური აქტივობა, რის შედეგადაც, შესაძლებელია, კერძო სექტორთან უფრო აქტიური კომუნიკაცია. ხანდახან საქმე გვაქვს არაკომპეტენტურობასთან და უცოდინრობასთან. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია ტრენინგებითა და პროგრამებით დახმარება.


მეორე მხრივ, შესაძლებელია, გარკვეული ეროვნული სტანდარტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც სიტუაცია გაკონტროლდება, რადგანაც, სამწუხაროდ, კერძო სექტორმა კეთილი ნება არ გამოიჩინა, რომ მოწოდებისთვის ყური დაეგდო", - აღნიშნავს სიდამონიძე.


 

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი კოტე აბულაძე ტურიზმის ადმინისტრაციას, სამინისტროს, ზოგადად სახელმწიფო უწყებებს ფასის შენარჩუნების მოწოდებების გაკეთების ნაცვლად, სხვა სახის აქტივობების წამოწყებას ურჩევს. მისი განმარტებით, ფასის დარეგულირებისთვის ამ დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვაა საჭირო.


"მოწოდებით ფასი არ რეგულირდება. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მას არეგულირებს თავად ბაზარი, ანუ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. ფასი რომ დარეგულირდეს, ამისთვის საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკა ამ დარგში.


ამას მოწოდება კი არ უნდა, არამედ სახელმწიფო პოლიტიკა, სასტუმროების განთავსების გენერალური სქემა - რამდენი სასტუმრო გვჭირდება, როგორი გვჭირდება, როგორი კლასის, კატეგორიის. ახლა აბსოლუტურად ქაოსური მშენებლობა მიდის", - ამბობს კოტე აბულაძე.


მან საფრანგეთის მაგალითი მოიყვანა და საქართველოში არსებულ მდგომარეობას შეადარა.


"საფრანგეთში სასტუმროების 75% არის ერთი და ორვარსვლავიანი, ანუ დაბალფასიანი ობიექტები. საქართველოში ყველგან შენდება უმაღლესი დონის სასტუმრო და ფასი როგორი იქნება, მოგეხსენებათ. ჩვენ, პრაქტიკულად, იაფი სასტუმრო არ გვაქვს. ძალიან კარგია ტრანსნაციონალური კორპორაციები რომ შემოდიან საქართველოში, ამას მივესალმები, მაგრამ ამ საკითხს სჭირდება რეგულირება და სამინისტრომ, სახელმწიფომ ეს უნდა მოახერხოს", - აღნიშნა აბულაძემ.


ეკონომიკის დოქტორმა მაღალი ფასის გამომწვევ სხვა მიზეზებზეც ისაუბრა. მისი აზრით, მხოლოდ ფასისმიერი კონკურენციაა საქართველოში. მომსახურების მხრივ დიდი განსხვავება არ არის და ყველა ერთფეროვან პროდუქტს სთავაზობს დამსვენებელს.


"თვითმარქვია სასტუმროებია ჩვენთან. ვარსკვლავების კატეგორიების მინიჭების სისტემა ხომ არ არსებობს, ამიტომ არიან თვითმარქვიები და ვარსკვლავებს თავად ინიჭებენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას აბულაძემ.


სწორედ ამიტომაც არსებობს ეჭვი, რომ საოჯახო ტიპის სასტუმრო მომსახურებას დამსვენებელს არსებულზე ძვირად სთავაზობს. ამიტომაცაა, რომ ადგილობრივები მაღალ ფასს უჩივიან. ზოგიერთს საზღვაო კურორტზე წასვლაც კი უძნელდება.


"მინდა გითხრათ, რომ საკურორტო ზონაში ბიზნესმა პრემიერის განცხადება არ გაითვალისწინა. ძალიან მაღალი ფასი. მე პირადად წელს ვერ გავწვდები და ზღვას მთით ჩავანაცვლებ. სახლი მაქვს ბახმაროში და ასე ვაპირებ ზაფხულის გატარებას. კარგი იქნება, თუკი აქცენტი მხოლოდ უცხოელ დამსვენებლებზე არ გაკეთდება და დასვენება ადგილობრივებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი ნათია ანდუღლაძე.


აჭარაში დასვენების მსურველი თორნიკე მგალობლიშვილიც სიძვირეზე წუხს. მისი თქმით, მომსახურების სფეროშიც საკმაოდ მაღალი ფასებია.


"იმხელა ფასი აქვთ დაწესებული, ვერ გაეკარები. პატარა სასტუმროებმაც კი გააძვირეს. მათ ურჩევნიათ, მხოლოდ მოგებაზე ზრუნვას ნუ გადაყვებიან და ხალხს ამდენ თანხას რომ ახდევინებენ, უსაფრთხოებაზეც იზრუნონ. მე პირადად საოჯახო ტიპის სასტუმროებს ვეღარ გავეკარები და ბინის დაქირავებას ვაპირებ კორპუსში. მითხრეს, რომ გაზრდილია ფასები კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც. ფაქტია, რომ წლევანდელი ზაფხული გადასატანი იქნება", - ამბობს თორნიკე მგალობლიშვილი.

 

გაზეთ "რეზონანსის" მასალები

 




თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?
access_time2019-07-20 16:00:59
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მიწისქვეშა გაზსაცავის სკოპინგის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადების პირველი ეტაპის პროცედურაა.   აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო სხვადასხვა ენერგორესურსების სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს, შესაბამისად, ევროპისთვის საქართველო ნავთობითა და გაზით მომარაგების კუთხით უმნიშვნელოვანეს პარტნორად მოიაზრება.   არსებული მდგომარებით, საქართველოში ბუნებრივი აირით მომარაგება...

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის

მედია სამართალსა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის
access_time2019-07-20 14:00:53
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსთავი 2-ის შესახებ ქართული მედია-სივრცე დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ტელეკომპანია, რომლის სარედაქციო პოლიტიკის...

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი

„ბიბისი“ - 10 მიზეზი, რატომ ვერ შედგა ბრექსიტი
access_time2019-07-20 12:00:47
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ქვეყნის პარლამენტმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. კონსერვატიული და მშრომელთა პარტიები ორივე...


მსგავსი სიახლეები

up