"საქართველოში მაღალი კლასის ღვინო ფაქტობრივად, არ იწარმოება" – მსოფლიოს Top-100–ში ქართული ღვინო არ მოხვდა

"საქართველოში მაღალი კლასის ღვინო ფაქტობრივად, არ იწარმოება" – მსოფლიოს Top-100–ში ქართული ღვინო არ მოხვდა

access_time2016-12-19 23:00:55

 

საქართველოში მაღალი კლასის ღვინოები ფაქტობრივად, არ იწარმოება. ამის შესახებ  განცხადება „სომელიეთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა შალვა ხეცურიანმა „კომერსანტთან" ავტორიტეტული ჟურნალი Wine Spectator-ის მიერ გამოქვეყნებული წლის შემაჯამებელი მონაცემის  კომენტირებისას გააკეთა. 

 

როგორც ცნობილია, ტრადიცული ყოველწლიური შეჯამების მიხედვით, ქართული ღვინო 100 საუკეთესო ღვინოში ვერ მოხვდა. რეიტინგის შედგენისას გასული 12 თვის მონაცემები იქნა შესწავლილი. სიაში კი ის სხვადასხვა დასახელების ღვინო მოხვდა, რომელმაც თავისი ხარისხით, ღირებულებითა და სხვა მახასიათებლებით საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. Wine Spectator-ი აღნიშნულ სიას 1988 წლიდან აქვეყნებს.

 


„კომერსანტი" დაინტერესდა, რატომ ვერ მოხვდა ქართული ღვინო Wine Spectator-ის ასეულში?

 


ხეცურიანის განმარტებით, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, რადგან ჟურნალ Wine Spectator-ის ასეულში მოხვედრა ძალიან მაღალი თამასაა. მისი თქმით, დღეს საქართველოში მაღალი საერთაშორისო კლასის ღვინოების არსებობა იშვიათობაა. „აღნიშნული ჟურნალის ასეულში მოხვედრა იქნებოდა გასაკვირი, არ მოხვედრა გასაკვირი არ არის.ქართული ღვინის წარმატება ძალიან ფარდობითი ცნებაა. ჩვენთან შიდა მარკეტინგის შედეგია ხოლმე სასწაული წარმატებები ბაზრის დაპყრობებზე. რეალურად, კი ძალიან პატარები ვართ და ჩვენი მიღწევებიც საკმაოდ მოკრძალებულია. -აცხადებს ხეცურიანი.


კითხვაზე, რა არის საჭირო იმისთვის,რომ ქართული ღვინო საერთაშორისო კლასის სეგმენტში მოხვდეს,ხეცურიანი ამბობს, რომ ამისთვის საჭიროა მაღალი კლასის ღვინის წარმოება, რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის ვენახებზეა შესაძლებელი. მისი თქმით, საქართველოში ასეთი კლასის ვენახები იშვიათობაა.

 

„საქართველოში  ვენახები გამოკვლეული არ არის. შესაბამისად, ჩვენთან ასეთი მაღალი კლასის ვენახებს, რომელსაც კონკრეტული ნიადაგის კლიმატის და ჯიშის ერთობლიობა განსაზღვრავს,არავინ არ იყენებს. ქვეყანაში მაღალი კლასის ვენახები შეიძლება ვინმეს საკუთრებაში იყოს,თუმცა, მისი მესაკუთრე  შესაბამისი კლასის ღვინოს არ ამზადებდეს. მაღალი კლასის ღვინის წარმოების დროს დამთხვევაა საჭირო, მაღალი კლასის ვენახი პლიუს მაღალი კლასის ენოლოგია ანუ ღვინის კეთება. ეს არის მნიშვნელოვანი"-აცხადებს ხეცურიანი.


მისი თქმით, მაღალი კლასის ვენახების გამოკვლევა უნდა მოხდეს როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის მხრიდან. ხეცურიანის თქმით, დღეს ქვეყანაში შესაბამისი ხედვა არ არსებობს.შესაბამისად, ქვეყანაში ღვინის მწარმოებელი მხოლოდ ათამდე კომპანიაა, რომელიც მაღალი კლასის ღვინოების დამზადებას ცდილობს.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 



მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის
access_time2021-04-14 16:15:46
 სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს. ქარბოქს პლუსი გადაეცემათ ნებისმიერ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც ტექდათვალიერებას გრინვეიში გაივლიან. ნაკრებში არსებული  საჩუქრების გამოყენება კი 2021 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. სასაჩუქრე...


მსგავსი სიახლეები

up