"საქართველოში ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობაში არა მგონია, რომ ინვესტორმა 150 მლნ დოლარი ჩადოს"

"საქართველოში ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობაში არა მგონია, რომ ინვესტორმა 150 მლნ დოლარი ჩადოს"

access_time2017-06-15 19:00:32

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებლის პაატა ცაგარეიშვილის განცხადებით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ლოჯისტიკური ინდექსის მიხედვით, საქართველო 160 ქვეყნიდან 130-ე ადგილზეა.

 

როგორც ცაგარეიშვილმა რადიო „კომერსანტის" ეთერში აღნიშნა, ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებლთან შედარებით, საქართველოსთვის ეს ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა და ამასთან, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ლოჯისტიკური სისტემის განვითარებას ხელს შეუშლის.

 


„მსოფლიო ბანკის გამოკვლევების მიხედვით, 160 ქვეყანას შორის, საქართველო დღესდღეობით 130-ე ადგილზეა ლოჯისტიკური ინდექსის მიხედვით. 2012 წელს, ანალოგიური გამოკვლევების თანახმად, 77-ე პოზიციაზე ვიყავით, ანუ ხუთ წელიწადში ეს ინდექსი მნიშვნელოვნად გაუარესდა. ეს უარყოფითი ტენდენციაა, რადგან 53 საფეხურით უკან გადავედით. ლოჯისტიკური ცენტრების მოწყობა განპირობებულია იმით, რომ აუცილებელია, ტვირთნაკადების ზრდის, ანუ გენერირების საშუალებები. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ტვირთნაკადები შემცირებულია დაახლოებით 45-50%-ით. ლოჯისტიკური სისტემების განვითარებას გააჩნია ხელისშემშლელი პირობები, მაგალითად იგივე შემცირებული ტვირთნაკადები. ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი ორიენტირებულია იქითკენ, რომ ლოჯისტიკურ ცენტრში მისმა გამოშვებულმა პროდუქციამ რეგიონში გასაღება ჰპოვოს.

 


დღესდღეობით საქართველოს ლოჯისტიკურ ცენტრებში გამოშვებული პროდუქციის გასაღება ცოტა რთულად წარმოსადგენია, რადგან არც საქართველოში და არც რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა მაღალი არ არის. ასეთ სიტუაციაში არ მგონია, ინვესტორმა 150 მილიონი დოლარი რეგიონში ლოჯისტიკური სისტემების განვითარებაში ჩადოს", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 


ამასთან, მისი თქმით, დაბალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ლოჯისტიკურ ცენტრებს ექსპორტზე დადებითი გავლენის მოხდენა გაუჭირდებათ.

 

„ზოგადად, ლოჯისტიკური ცენტრის დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ საექსპორტო პროდუქციის ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინოს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს პოზიციას, რომ რეგიონში, სადაც ეკონომიკური აქტივობა დაბალია, თუნდაც სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში და ზრდის ტემპი 3-დან 5%-მდე მერყეობს, ცოტა რთულად პროგნოზირებადია საექსპორტო პროდუქციის ზრდაზე საუბარი. ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის ფონზე უცხოელ ინვესტორს საკუთარი პროდუქციის რეგიონში რეალიზება გაუჭირდება", - განმარტა პაატა ცაგარეიშვილმა.

 

 

 



TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up