"საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია გაზარდოს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში"

"საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია გაზარდოს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში"

access_time2017-05-16 16:12:47

„საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სიტყვით გამოსვლისას. მისი განცხადებით, საქართველო ისტორიულად იყო და არის აბრეშუმის გზის ნაწილი და უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით.

 

 

შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა. მას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე და საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური.

 

 

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო გამოხატავს დიდ ინტერესს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „სარტყელი და გზა" მიმართ, რომელიც ხელს უწყობს ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ფარგლებში სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. მაგალითად, მან მოიყვანა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა - რეაბილიტაცია, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტები.


 

 

"აბრეშუმის გზა არ არის მხოლოდ ვაჭრობა. ეს არის უფრო მეტი. ეს არის კულტურული გაცვლა, ხალხთა შორის ურთიერთობა, გაუმჯობესებული ცხოვრების პირობა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. როგორც გაცხადებული იყო, ეს არის „მოგება მოგებისთვის" პროექტი, როდესაც ყველამ უნდა ისარგებლოს ამ პროექტით და სარგებელი მიიღოს," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ჩინური ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება და დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის.

 

 

ჩინეთსა და საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ორმხრივი ვაჭრობის პოზიტიური მაჩვენებლები. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ბრუნვის მიხედვითა და ასევე მე-3 უდიდესი საექსპორტო ბაზარი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ექსპორტის ზრდის სანიმუშო მაგალითად მოიყვანა ქართული ღვინო, რომელმაც ჩინეთის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა. ამჟამად დაახლოებით 40 ქართული ღვინის სახლი, რესტორანი და მაღაზია ყიდის ქართულ ღვინოს ჩინეთში. 2016 წელს ღვინის ექსპორტმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებლით ჩინეთი მოცულობით მესამე, ღირებულებით კი სიდიდით მეორე საექსპორტო ბაზარია საქართველოსთვის.

 

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩვენ მივეცით მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქართულ, ისე ჩინურ ბიზნესს, რომ ჩვენი ქვეყნები არის გახსნილი ინვესტიციებისთვის, ვაჭრობისთვის და ხალხთა მეგობრობისთვის," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 

 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up