"საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება"

"საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება"

access_time2017-06-09 13:30:10

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, პირდაპირი ინვესტიციები იზრდება ტრანსპორტის, მშენებლობის, კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, დეველოპმენტის, საფინანსო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

 

"რომ ნახოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, ყველგან არის კლება, ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც არის ინვესტიციების ზრდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 4%-მდე ზრდა არ არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჩვენი მიზანია გვქონდეს და აუცილებლად გვექნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო მეტი ზრდა" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 


საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 3.7%-ით და 403.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგენს. ასევე 3.8-ჯერ გაზრდილია რეინვესტირების მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი კომპონენტია. 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, უძრავი ქონებისა და საფინანსო სექტორებში. ინვესტიციების შემოდინების კუთხით გამოირჩეოდა აზერბაიჯანი, საიდანაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 24% (97 მლნ. აშშ დოლარი) განხორციელდა, თურქეთი - მთლიანი ინვესტიციების 20% (82 მლნ. აშშ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო 20% (80 მლნ. აშშ დოლარი).

 

"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რომ ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში იყო კლების ტენდენცია პირდაპირი ინვესტიციების კუთხით. საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ლოკაცია, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზრდება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up