"საქართველო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთების უმოკლეს დროში გადაზიდვას როგორც ჩინეთიდან ევროპაში, ასევე ევროპიდან ჩინეთში"

"საქართველო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთების უმოკლეს დროში გადაზიდვას როგორც ჩინეთიდან ევროპაში, ასევე ევროპიდან ჩინეთში"

access_time2017-05-15 10:55:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ მოხსენება გააკეთა თემატურ პანელზე „ვაჭრობა დაბრკოლებების გარეშე", რომელიც პეკინში, გლობალური ფორუმის „სარტყელი და გზა" ფარგლებში გაიმართა.

 


„ჩემთვის დიდი პატივია ამ განსაკუთრებული აუდიტორიის წინაშე ვისაუბრო პანელზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმის ფარგლებში იმართება. „სარტყელი და გზა" დიდ პერსპექტივებს იძლევა ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. მსურს აღვნიშნო, რომ რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან 2015 წლის 9 მარტს ხელი მოაწერა „ახალი აბრეშუმის გზის" ფარგლებში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს. ამ პროექტის განვითარებისთვის რეგიონის ქვეყნები დგამენ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია გუშინ, 13 მაისს ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" - აღნიშნა გიორგი გახარიამ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან და ჩინეთთან. „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს. ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, არამედ მოიტანს უფრო დიდ სარგებელს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით. საქართველო ხდება მიმზიდველი პლატფორმა იმ ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ ეკონომიკური ურთიერთობები როგორც ევროპასთან, ასევე აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და მათ ეკონომიკურ პოტენციალთან" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


 

მისივე თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და მთავრობა აქტიურად მუშაობს როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცების, ასევე საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო და ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბების მიმართულებით. მინისტრმა სესიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმები და ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დიდ როლს ითამაშებს „სარტყელი და გზის" პროექტის განვითარებაში, მათ შორის მინისტრმა დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და რკინიგზის მოდერნიზაცია, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და სხვა. „ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურით, მეგობრული პოლიტიკით, რეგიონალური და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით განსაკუთრებულ როლს შეასრულებს აზია-ევროპის ეკონომიკური კავშირების განვითარებაში და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტვირთების უმოკლეს დროში გადაზიდვას როგორ ჩინეთიდან ევროპაში, ასევე ევროპიდან ჩინეთში" - განუცხადა სესიის მონაწილეებს გიორგი გახარიამ.

 

 

მოხსენების დასასრულს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას „სარტყელისა და გზის" პროექტის ფარგლებში და სესიის მონაწილეები 2017 წლის ნოემბერში თბილისში დაგეგმილ ფორუმზე მიიწვია. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინურ მხარესთან ერთობლივი თანამშრომლობითა და ორგანიზებით თბილისში 2015 წლის ოქტომბერში ჩაატარა აბრეშუმის გზის მასშტაბური ფორუმი, რომელსაც 34 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. შემდეგი ფორუმი დაგეგმილია 2017 წლის ნოემბერში, შესაბამისად, მსურს გამოვიყენო შესაძლებლობა და მოგიწვიოთ საქართველოში ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც დღევანდელი ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმს „სარტყელი და გზა" 1500-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის მსოფლიოს 29 ქვეყნის ლიდერი ესწრება. საქართველოდან ფორუმში პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up