"საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი კაშკაშა წერტილია"

"საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი კაშკაშა წერტილია"

access_time2016-10-07 17:14:44

 

საქართველომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ევროკავშირისკენ სწრაფვისას, - განცხადება ამის შესახებ ფინელმა პოლიტიკოსმა და ევროპარლამენტის დეპუტატმა ჰეიდი ჰაუტალამ გააკეთა. ჰაუტალას თქმით, აღნიშნული ცვლილებები აღიარებას საჭიროებს და ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას უნდა გაითვალისწინონ.

 

 

„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი კაშკაშა წერტილია. სამწუხაროა რომ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გადაიდო. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ ევროკომისიამ, ჯერ კიდევ, ერთი წლის წინ განაცხადა, რომ საქართველომ ყველა აუცილებელი მოთხოვნა შეასრულა," - განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.

 

 


ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის მახრდაჭერა ცხადყოფს, რომ ევროკავშირის საბჭომ, როგორც იქნა, დაძლია საკუთარი ეჭვები საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

 

„პროცესი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს, მაგრამ შედეგი მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც შეჩერების მექანიზმი ძალაში შევა, რომელიც ევროკავშირის საბჭოს წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტარების განხილვის თემად ამ დრომდე რჩება", - აღნიშნავს ის.

 

 

ჰეიდი ჰაუტალას თქმით, საქართველომ ძლიერი პოლიტიკური ნება გამოხატა და ევროკავშირის პრინციპების შესაბამისი რეფორმები გაატარა, მათ შორის, ადამიანის უფლებების სფეროში, ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის კუთხითაც. ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი აღნიშნული ცვლილებების იმპლემენტაციას გააგრძელებს.

 



„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up