"საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები დღევანდელ მცირე ბიზნესსაც დაკარგავენ"

"საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები დღევანდელ მცირე ბიზნესსაც დაკარგავენ"

person access_time2016-08-15 09:55:42

სადაზღვევო სექტორი დაგროვებით საპენსიო ბაზარზე მთავრობის კონკურენციას აპროტესტებს, - თემაზე „ბიზნესკონტრაქტთან“ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი საუბრობს. 


- ბატონო დევი, ძირეულ ნაკლოვანებად რა მიგაჩნიათ და რა მიმართულებით მართებს კონცეფციაზე მომუშავე სტრუქტურებს მუშაობა? 


- სახელმწიფო საპენსიო დაგროვებაზე კანონი საქართველოში უკვე 15 წელზე მეტია არსებობს და სადაზღვევო კომპანიები ამას იმ წარმატებით, რასაც საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა, ახორციელებენ. 15 წლის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მოქალაქეებს, რომლებიც აგროვებენ თავიანთი დანაზოგები არ დაუკარგავთ. რაც ამ მოდელს აკლდა, ეს იყო ფისკალური გამაგრება და იმ მექანიზმის შექმნა, რომელიც საპენსიო დაგროვებას შეუწყობდა ხელს. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ეს უნდა დამატებოდა, თუმცა არ განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა და მზაობა სექტორის მხრიდან იყო. 2005 წელს ნახევარი წლით ფისკალური პატარა მხარდაჭერა შევიდა იმ თვალსაზრისით, რომ თუ ის თანხები, რომელიც მიმართული იქნებოდა შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე საპენსიო დაგროვებისკენ, საშემოსავლო გადასახადი არ დაიბეგრებოდა. ამან რამდენიმე თვეში სერიოზული ზრდა გამოიწვია, მაგრამ შემდეგ ახალმა საგადასახადო კოდექსმა ეს მოშალა. ადამიანებმა და ბიზნესმა მაშინვე გააკეთეს რეაგირება, როგორც კი ფისკალური შეღავათი გაჩნდა. 


- როგორც ზოგადი ფონიდან იკვეთება სადაზღვევო სექტორი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება... 



- არა მარტო თამაშგარე მდგომარეობაში, ფაქტიურად ეს იგივე კონტიგენტია, იგივე კანონია, ოღონდ ძალიან ძლიერი ფისკალური ხელშეწყობის და დაფინანსების ინსტრუმენტები ემატება. ეს არა სახელმწიფო დაგროვებითი პენსიაა, რომელიც ნებაყოფლობითია და სავალდებულოა მხოლოდ იმათთვის, ვინც თანადაფინანსებას მიმართავს, ანუ მთავრობისთვის და დამსაქმებლისთვის. თვითონ ბენეფიციარისთვის ისეთივე ნებაყოფლობითია, როგორც დღევანდელი. 


-საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიებს რა ზიანი მიადგება? 


-დღევანდელ მცირე ბიზნესსაც კი დაკარგავენ, რომელიც ამ სფეროში აქვთ. 


-თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე მონოპოლისტი გამოჩნდება? 


-ეს ჩემი აზრი არ არის, ეს წერია იქ, რომ არის ერთი კვაზი სახელმწიფო ორგანიზება, რომელიც ამას მართავს და კაპიტალიზებული არ არის. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ვინც არის ბენეფიციარი კერძო სახელმწიფო სქემის, მის წინაშე სადაზღვევო კომპანია კაპიტალით, ზედამხედველობით და ყველაფრით პასუხს აგებს. არც ის წერია, რომ ამაზე ბიუჯეტი აგებს პასუხს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მონაწილეობის საშუალება ჩვენც გვქონდეს და ეს ჩაკეტილი არ იყოს. 


საპენსიო რეფორმა ბოლომდე დამუშავებული არ არის, იქ ძალიან ბევრი ღია საკითხია, მათ შორის ერთ-ერთი საკითხია, თუ როგორ მონაწილეობს მასში დღევანდელი ბიზნესი და როგორ ჩაჯდება ის ამ სქემაში. ყველა იმ რეფორმას, რომელსაც შრომის ღირებულებაზე აქვს გავლენა, ერთიანად უნდა შევხედოთ, ერთიანად შევაფასოთ მისი ღირებულება და ამის ვთქვათ ამას ჩვენი ეკონომიკა აიტანს თუ არა. 




Black Friday - ეკოვუდში ! მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე

Black Friday - ეკოვუდში !  მხოლოდ სამი დღით 27,28,29 ნოემბერს ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე 10%დან-20%მდე
access_time2020-11-27 11:00:52
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის სარემონტო მასალებს სახლის, აგარაკის, რესტორნისა თუ სასტუმროს რემონტისთვის. კომპანია ეკოვუდი 20-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, საქართველში წარმოადგენს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: Altax (Sherwin-Williams), Weco, Bayris, Astra Trade, Bowi, Deck-Dry, Gwozdeck და სხვა. ფასდაკლებულ ასორტიმენტში თქვენ იხილავთ ხის ფასადის მასალებს, კედლის და ჭერის პანელებს, იატაკის და ტერასის მასალებს, კიბის საფეხურებს, ხის...

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევიდან 1863 - თბილისში, 664 - აჭარაში, 648 - იმერეთში დაფიქსირდა
access_time2020-11-27 10:55:36
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია...

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!

სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება!
access_time2020-11-27 09:55:09
27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 4 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 5 ლარად 300 ლოკალური წუთი - 5 ლარად 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 10 ლარად ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) - 10 ლარად კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას: ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს - 19...

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.   ეკონომიკური...

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია

„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2020-11-27 11:00:25
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან.   „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება, რესტორნების 90%-ის სამუდამოდ დახურვას გამოიწვევს, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩება.   „ვვარაუდობ, რომ რესტორნების 90% ვეღარ გაიხსნება და სამუდამოდ დაიხურება, „საქსტატის“ მონაცემებით 11000...


მსგავსი სიახლეები

up