"სანდოობის დაბრუნება Samsung-ს ახალი, S სერიის სმარტფონის გამოშვების შედეგად შეუძლია"

"სანდოობის დაბრუნება Samsung-ს ახალი, S სერიის სმარტფონის გამოშვების შედეგად შეუძლია"

person access_time2016-10-13 12:57:52

 

სმარტფონების უდიდეს მწარმოებელზე ამერიკულ გასართობ შოუებსა და სოციალურ მედიაში არაერთი ხუმრობა იწერება. აღნიშნულის მიზეზი ფეთქებადი Galaxy Note 7-ია, რომელმაც კომპანიის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეარყია.

 

 

ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული მდგომარეობიდან გამოსასვლელად კომპანიამ მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა იმუშავოს. ექსპერტების გარკვეული ნაწილი კი მიიჩნევს, რომ Samgung-ს მომხმარებელთან ეფექტური კრიზისული კომუნიკაცია არ დაუმყარებია.

 

 

"Samsung-მა პიარს კარგად თავი ვერ გაართვა. მათი თქმით, კომპანია მომხმარებელზე ზრუნავს, მაგრამ საკითხს ძალიან ოფიციალურად მიუდგნენ. კომპანიამ მომხმარებელს უნდა დაანახოს, რომ მართლა ზრუნავს მასზე და ეს ისევე ადამიანურად უნდა გამოხატოს, როგორც ეს ტიმ კუკს Apple-თან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრის დროს გამოუვიდა," - ამბობს მარკეტინგული კვლევითი კომპანია IDC-ის ვიცე-პრეზიდენტი ბრაიან მა.


 

 

საინტერესოა ის, რომ და Note 7-ის მიუხედავად სამხრეთ კორეაში მომხმარებელი ბრენდისადმი ლოიალურობას ინარჩუნებს. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარ გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლების დაარწმუნებაა, რომ საშიში სმარტფონების კვლავ ფეთქფებადი სმარტფონებით ჩანაცვლების მიუხედავად, Samsung-ი სანდო კომპანიაა.

 

 

სანდოობისა და ლოიალურობის დაბრუნება Samsung-ს ახალი, S სერიის სმარტფონის გამოშვების შედეგად შეუძლია, რომელიც 2017 წელს უნდა გამოვიდეს. ანალიტიკოს ტუიან ნგუიენის განცხადებით, „სანამ Samsung-ი თავის სანდოობას არ აღიდგენს, ახალ ტელეფონს საკმაოდ დიდი სირთულეების გადალახვა მოუწევს და მისი გაყიდვები შესაძლოა ნელი ტემპებით წარიმართოს."

 

 

მიმდინარე წელს Samsung-ი Forbes-მა ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის 11-ე ადგილზე დაასახელა.

 



ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
access_time2020-11-25 09:55:55
ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის...

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“

„ლარის სისუსტეზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გავლენას ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ახდენს“
access_time2020-11-25 12:03:44
ახლა, როცა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, საქართველოში 477 მგვ ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდა.   წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება იმაზე მეტად იზრდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, შესაბამისად, იმპორტის წილიც და ღირებულებაც გაზრდილია. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა განაპირობებს ელექტროენერგიის მზარდს იმპორტს, ხედავენ თუ არა დარგის...

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...


მსგავსი სიახლეები

up