"საირმე" საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

"საირმე" საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს

access_time2016-08-17 14:40:57

კომპანია „საირმე" საექსპორტო ბაზრების გაფართოებისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიის კომერციული დირექტორის ირაკლი კირვალიძის განცხადებით ძირითად აქცენტს ექსპორტზე აკეთებენ, რადგან რეალიზაციის თვალსაზრისით შესაძლებლობები საზღვარგარეთ ბევრად მეტია. მისივე თქმით, დღეს ექსპორტის გეოგრაფია საკმაოდ მასშტაბურია. ევროპაში ექსპორტი ძირითადად ლატვიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში ხორციელდება. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან პროდუქცია რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ბელორუსში, მოლდოვასა და უკრაინაში გადის. კირვალიძე ამბობს, რომ „საირმეს" პროდუქცია წარმოდგენილია ჩინეთში, ჰონგკონგში, ისრაელში, თურქეთსა და საუდის არაბეთში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრებია მინერალური წყლის ნებისმიერი მწარმოებლისთვის.


კომპანიის კომერციული დირექტორის განცხადებითვე, ექსპორტის კუთხით სტრატეგია შემუშავებულია და ამ ეტაპზე ძირითადად გალფის ქვეყნებზე - ყატარზე, ქუვეითსა და ომანზე აკეთებენ აქცენტს, მოლაპარაკებები მიდის უზბეკეთთანაც.  გარდა ამისა, იმ ქვეყნებში სადაც უკვე წარმოდგენილია პროდუქცია, ახალი პარტნიორების მოძიება ხდება რათა მაქსიმალურად გაფართოვდეს დისტრიბუციის არეალი.


 

„საირმე" მინერალური წყლების ერთ-ერთი უძველესი ბრენდია, რომელიც ცნობილი 1893 წელს გახდა. სამი წლის წინ კომპანიაში მენეჯმენტი შეიცვალა, ჩაიდო დამატებითი ინვესტიციები, განახლდა დანადგარები და საწარმოო ხაზი. 




აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმით ქვეყანაში მრავალი პროექტი განვითარდება

ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმით ქვეყანაში მრავალი პროექტი განვითარდება
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...


მსგავსი სიახლეები

up