"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ტენდერები კითხვებს აჩენს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო": სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ტენდერები კითხვებს აჩენს

access_time2016-03-28 13:30:36

 

ბოლო რამდენიმე თვეა, ბათუმის ბულვარის ირგვლივ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“ მიმდინარე პროცესების დაკვირვება-შესწავლის პარალელურად, იმ სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერსდა, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - „ბათუმის ბულვარმა“ ბოლო პერიოდში განახორციელა.

2016 წელს, “ბათუმის ბულვარის” ბიუჯეტი გაიზარდა და გასულ წლებთან შედარებით, უპრეცენდენტოდ დიდი თანხა - თერთმეტი მილიონი ლარი შეადგინა. ამ თანხიდან რვა მილიონ-ნახევარი ლარის დახარჯვა ბათუმის ბულვარში სარეაბილატაციო სამუშაობისთვის იგეგმება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2015-2016 წლებში განხორციელებული შესყიდვებისა და ზოგადად, პროცესის ანალიზის შედეგად გაარკვია, რომ:

  • ბულვარში დაგეგმილი და განხორციელებული სარეაბილატაციო სამუშაოები ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს ეწინააღმდეგება;

  • ბათუმის ბულვარის კონცეფციის დაგეგმარება-შემუშავების მიზნით შექმნილი კომისია ძირითადად საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდა და მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ დამოუკიდებელ ექსპერტებს;

  • არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბულვარის კონცეფციის შესაქმნელად სსიპ “ბათუმის ბულვარსა” და კომპანია “სასტუმრო სანატორიუმ ოაზისთან” მოლაპარაკებები წინასწარ გაიმართა.

  • პროექტში შეტანილი ცვლილებები, შესაძლოა, გახდეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის მიზეზი;

  • სსიპ “ბათუმის ბულვარმა“ სამუშაოების ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიასა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვადასხვა პროექტი წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი ბულვარის მესაკუთრის (ბათუმის მინიციპალიტეტის) ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება.

ბულვარის კონცეფცია და შპს “სასტუმრო ოაზისთან” გაფორმებული ხელშეკრულება

ბათუმის ბულვარი 1987 წლიდან საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე, სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. ამ დრომდე არ არსებობს დოკუმენტი (კონსერვაციის გეგმა), რომელშიც მოცემული იქნება ძეგლში ჩარევის სახელმძღვანელო პრინციპები და ჩარევის დასაშვები შემთხვევების ჩამონათვალი. ამ დოკუმენტის არარსებობის გამო ბოლო წლებში ბულვარში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან შეუსაბამო კონსტრუქციის არაერთი შენობა დაიდგა.

2015 წლის 6 ივნისს, სსიპ “ბათუმის ბულვარის” დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის ბრძანებით, ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების საერთო კომისია შეიქმნა. ამ კომისიას უნდა განესაზღვრა ტექნიკური დავალება ბათუმის ბულვარის შემდგომი განვითარების კონცეფციისთვის (კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი მხოლოდ კონსერვაციის გეგმის მომზადებას ითვალისწინებს და არა ახალი განვითარების კონცეფციის გეგმის შედგენას).

კომისია, რომელსაც ტექნიკური დავალება უნდა განესაზღვრა, საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდა: კომისიის მუშაობაში ფაქტობრივად არ მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ლანდშაფტის არქიტექტორები, დენდროლოგები და კულტუროლოგები. პროცესი მიმდინარეობდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობის გარეშე, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დარღვევით. ტექნიკური დავალების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა მოემზადებინა ტოპოგეგმა და ასევე ბულვარის განვითარების კონცეფცია. ტექნიკური დავალების შესრულების შემდეგ, 2015 წლის 1 ოქტემბერს, ბათუმის ბულვარის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი ზირაქიშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა ა/არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს და აცნობა, რომ გეგმავდა 240 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებისთვის.


ა/არ მთავრობის 189-ე განკარგულებით, ბათუმის ბულვარი ადმინისტრაციას მიეცა თანხმობა, რომ განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში სასურველი იყო ტენდერი გამოცხადებულიყო, სადაც მონაწილეობას უცხოური კომპანიებიც შეძლებდნენ, რადგან ქართულ ბაზარზე მცირეა ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომელთაც საბაღე-საპარკო მნიშვნელობის ძეგლისთვის კონცეფციის (კონსერვაციის გეგმის) მომზადების გამოცდილება აქვთ.


აჭარის მთავრობის თანხმობის შემდეგ, სსიპ “ბათუმის ბულვარმა” ჩასატარებელი სამუშაოს განფასება 3 კომპანიას მოსთხოვა: ბულვარის ტოპოგეგმისა და კონცეფციის მოსამზადებლად შპს „არქმასტერმა” ჯამში 305 000 ლარი მოითხოვა, შპს „ევრო ბილდმა“ - 300 000 ლარი. შპს “სასტუმრო სანატორიუმ ოაზისმა” კი ზუსტად ის თანხა 240 000 ლარი დაასახელა, რაც ბულვარის ადმინისტრაციამ ფინანსთა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში მიუთითა. შედეგად ბულვარის ადმინისტრაციამ მომსახურების მისაღებად ხელშეკრულება შპს “სანატორიუმ ოაზისთან” გააფორმა (ეს ფაქტი შეიძლება გახდეს ეჭვის საფუძველი იმისა, რომ შპს “სანატორიუმ ოაზისსა” და ბულვარის ადმინისტრაციას განფასებამდე ქონდათ წინასწარი კონსულტაციები).


2015 წლის 16 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონში შპს “სანატორიუმ ოაზისმა” ბულვარის კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია გამართა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოყვა: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, უნდა შეცვლილიყო ბულვარის დაგეგმარება, უნდა გაუქმებულიყო მესამე ხეივანი და ის მთლიანდ უნდა დათმობოდა კაფეებსა და რესტორნებს. ტექნიკური დავალებისა და წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ირღვევოდა საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სამუშაოების პროექტი ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობ

ის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს, რადგანაც კონცეფციის მიზანს წარმოადგენს „სივრცითი მოცულობითი გადაწყვეტის განახლება“. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კი ძეგლში ჩარევა დასაშვებია, თუ არ ირღვევა ძეგლის ავთენტურობა.



შპს “დრიმლენდ ოაზისის“ (რომელსაც „სანატრიუმ სასტუმრო ოაზისი“ 2015 წლის 24 დეკემბერს შეერწყა) 91%-ს მფლობელი შპს ალბერეტა (ავსტრია), 8.3%-ს კი პარლამენტარ გოდერძი ბუკიას ქალიშვილი ნათია ბუკია ფლობს. საჯარო რეესტრში ნათია ბუკია კომპანიის 25%-იანი წილის მართველადაც არის მითითებული.

  

შპს „სანატორიუმ სასტუმრო ოაზისი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელთაც მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა ეპატიათ. 2015 წლის 30 ივლისს, საქრთველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შპს “სანატორიუმ ოაზისს” „საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით“ დაკისრებული/დასაკისრებელი პირსაგამტეხლოსგანგათავისუფლდა (პირსაგამტეხლოს თანხა კი იმ დროისთვის დახლოებით ორ მილიონ ოთხასიათას დოლარს შეადგენდა): 2008 წლის 25 აგვისტოს, სასტუმრო “ოაზისმა“ დაბა ჩაქვში მდებარე 42 000 კვ/მ ტერიტორია აუქციონში 2 270 000 ლარად  შეიძინა, კომპანიას შვიდი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.    

 

შპს“ ლიმტომთან “ დადებული ხელშეკრულება


სსიპ “ბათუმის ბულვარმა” 2015 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი(SPA150025587) – ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის, უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტყუპებამდე“ ხეივნის ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების, დაერთება-მოწყობის (გადაყვანა პლიაჟზე გადაქაჩვით), ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაობის შესყიდვაზე.


2015 წლის 26 ნოემბერს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გამარჯვებულ რუსულ კომპანიასთან – “ლიმტომთან” გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 1 253 159.55 ლარს შეადგენს. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 105 (ასხუთი) კალენდარული დღის ვადაში – 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო.


აღნიშნული ხელშეკრულების საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, ბათუმის ძველ ბულვარში მდებარე სამი ხეივნიდან ორზე უნდა განხორციელებულიყო ბეტონის 6სმ. სისქის რომბისებური ფილის დაგება – 10 971 კვ.მ.-ზე, ხოლო მესამე ხეივანზე  უნდა დაგებულიყო მწვანე საფარი – კორდი 3879 კვ.მ.–ზე. საზოგადოების პროტესტის შემდეგ მესამე ხეივნის გაუქმების გადაწყვეტილება შეიცვალა და შედეგად, არსებულ  ხელშეკრულებაში ცვლილების შესატანად მესამე ხეივანზე ფილების დასაგებად საჭირო გახდა ახალი პროექტის მომზადება - აღნიშნული სამუშაობის შესყიდვა ბულვარის ადმინისტრაციის ხარჯებს დაახლოებით 300 000 ლარით ზრდის.


ამასთან, ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის მერიაში და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვადასახვა პროექტი წარადგინა. ბათუმის მერს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას სამივე ხეივანზე ძველის ნაცვლად  ბეტონის ფილები უნდა დაეგო, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში წარდგენილი იყო  პროექტი, რომელიც ორ ხეივანზე ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სსიპ “ბათუმის ბულვარის” მიერ წარდგენილი დოკუმენტაციში ხარვეზი არ აღმოუჩენიათ. ამ ფაქტით არც შესაბამისი სამსახურები დაინტერესებულან.


შპს „იმერეთთან” გაფორმებული ხელშეკრულება


სსიპ ბათუმის ბულვარ-მა 2016 წლის 18 იანვარს სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანია“ იმერეთი“-98 გამოავლინა და 305201,50 ლარის ღირებულების მომსახურებზე ხელშეკრულება გაუფორმა .ხელშეკრულების საგანია ბათუმის ბულვარში ნინოშვილის ქუჩის გასწრვივ არსებული დაზიანებული მოზაიკის დემონტაჟი და მის ადგილას დეკორატიული ფილების და ბორდიურობის მოწყობის სამუშაოები.   


მივმართავთ სსიპ “ბათუმის ბულვარს”, 2016 წელს გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით არ მიმართოს კომპანიებისგან მომსახურების მიღების მიზნით პირდაპირი შესყიდვის ფორმას და მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს, კონკურენტული გარემოს შესაქმნელად პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.


“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, ორგანიზაციის მიერ 2015-2016 წლებში განხორციელებულ შესყიდვებში გამოვლენილი სავარაუდო დარღვევების ფაქტებით დაინტერესდეს და შესაბამისი დასკნა საზოგადოებას გააცნოს.

 

 




რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up