"საცობები მანქანების მომატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის"

"საცობები მანქანების მომატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის"

person access_time2016-09-20 19:00:18

დღის განმავლობაში მხოლოდ თბილისში 100 ათასზე მეტი მანქანა გადაადგილდება. მათი რიცხვი კი ყოველდღიურად მატულობს და მანქანების რაოდენობის მატება საცობების პრობლემას წარმოქმნის. 

 


სექტემბრის დასაწყისში თბილისის მერიამ საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში, ქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ მერიის 5-პუნქტიანი სტრატეგია წარადგინა, რომელიც 2016-2017 წლებში დედაქალაქში საცობების განმუხტვას ისახავს მიზნად.



შეხვედრას ქალაქის მერიც ესწრებოდა. დავით ნარმანიას თქმით, ქალაქში საცობების გამომწვევი მთავარი მიზეზი ავტომობილების რაოდენობის მუდმივი ზრდაა: "თუ თბილისში 2010 წელს საშუალოდ 200 000 მანქანა გადაადგილდებოდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია და 400 000 მანქანა გადაადგილდება ყოველწიურად. შესაბამისად, მუდმივად მზარდი ავტომანქანების რაოდენობის პირობებში ძალიან ძნელია მივდიოთ ამ ყველაფერს თავიდან ბოლომდე და ქალაქში არ გვქონდეს საცობები. ყველაფრის თავი და თავი ავტომობლების მზარდი რიცხვია, რასაც მოსდევს ქალაქის ცალკეულ უბნებში საცობები," - თქვა დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ პრეზენტაციაზე.

 


ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის ფონზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა ირაკლი ლექვინაძემაც. მერის მოადგილის თქმით, 5-პუნქტიანი სქემა, რომელიც მიმართული იქნება ქალაქის საცობებისგან განტვირთვისთვის, რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის - ინფრასტრუქტურის მოწყობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას, რეგულაციებს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას მოიცავს.

 


სპეციალისტები ამ მაჩვენებელს უარყოფითად აფასებენ და ხელისუფლებას სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.



"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი ეკატერინე ლალიაშვილი ფიქრობს, რომ ტრანსპორტთან მიმართებაში ევრო დირექტივების ვალდებულებები 2017 წლის ბოლოსთვის გათვალისწინებული უნდა იქნას.

 

 

 


„ თუ ჩვენ სხვა ქალაქებსაც გადავხედავთ ვნახავთ, რომ ყველა თანამედროვე ქალაქში ავტომობილების რაოდენობის მომატება ხდება. საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ პრობლემას უნდა შეეჭიდოს და გამოსავალი მოძებნოს. იმისათვის, რომ ბუნებრივად შევაჩეროთ ეს პროცესი პრევენციულ ზომებს უნდა მივმართოთ. ამისათვის საჭიროა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ქალაქში ფეხით სიარულის შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ავტომობილების რაოდენობა კიდევ მოიმატებს. ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ტექ-დათვალიერება ევრო დირექტივები 2017 წლის ბოლოსკენ გვავალდედბულებს, რომ ეს გავაკეთოთ. ამისათვის საჭიროა ამ თემებზე საუბარი დაიწყოს და შემდგომ საკითხი დაიგეგმოს." - აღნიშნა „კომერსანტთან" საუბრისას ეკატერინე ლალიაშვილმა.

 


"პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, "ტრასეკას" საგზაო უსაფრთხოების პროექტის რეგიონული კონსულტანტი გელა კვაშილავა განმარტავს, რომ საცობები მანქანების მომატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის.

 


 


„ სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზება და ქალაქში პარკინგის სისტემის მოწესრიგება მთავარი პრობლემაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება პარკინგის თვალსაზრისით მოსაწესრიგებელია, რადგან პრაქტიკულად ქალაქს პარკინგი არ აქვს. კერძოდ, ასეთ გადატვირთულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქ აჩერებს სადაც პირველი მიასწრებს. ჩვენთან ყოველწლიურად ავტომანქანების რაოდენობა 8 %-ით მატულობს. საცობები მანქანების მომატებასთან პირდაპირ კავშირში არ არის - ეს მოძრაობის წესების დარღვევასა და პარკინგის უქონლობასთანაა დაკავშირებული." - განუცხადა „კომერსანტს" გელა კვაშილავამ.

 


აღსანიშნავია, რომ ევროპისა და ამერიკის უმეტეს ქალაქში არსებობს ერთგვარი კონსენსუსი და პრაქტიკა საცობის საკითხთან მიმართებაში. ჩვენთან კი როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორიის გაფართოვება, ასევე მსუბუქი ავტომობილების პარკირების სისტემისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწესრიგება.



საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up