"სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დამონტაჟებამ არ გაამართლა"

"სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დამონტაჟებამ არ გაამართლა"

person access_time2016-09-25 18:00:00

სააკაძის მოედანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ადგილია. აღნიშნულ მონაკვეთზე პრობლემის მოსაგვარებლად დედაქალაქის მერიამ შუქნიშნები რამდენიმე კვირის წინ დაამონტაჟა. თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილის თქმით, პროექტმა არ გაამართლა, მათი მოსაზრებით, ვითარების განმუხტვის ნაცვლად, გართულდა.



როგორც Allnews.ge-ს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა განუცხადა, სააკაძის მოედანზე შუქნიშნების ნაცვლად ესტაკადა უნდა გაკეთებულიყო.


"შუქნიშნებმა არ გაამართლა რამდენიმე მიზეზის გამო. მაგალითად, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში იშვიათად ვხვდებით წრიულ მოძრაობაზე შუქნიშნებს. როდესაც ავტომობილის ნაკადი წრიულ მოძრაობაზე შედის, საგზაო მოძრაობა ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ ერთმანეთი არ გადაკვეთონ, სხვა შემთხვევაში  საჭიროა ესტაკადის ტიპის ინფრასტრუქტურა. "სააკაძის მოედანზე უნდა გაკეთებულიყო ესტაკადა, რომ სხვადასხვა ქუჩიდან გამომავალი ავტომობილთა ნაკადები დროულად ჩასულიყო სანაპიროს მიმართულებით.

დაყენებულმა შუქნიშნებმა მოძრაობა შეაფერხა პარალელურ და მიმდებარე ქუჩებზე, ეს არის საბურთალოს, პეკინის, შარტავას ქუჩები, ამ ქუჩებზე მოხდა მოძრაობის ხელოვნური შეფერხება სწორედ შუქნიშნების გამო", - ამბობს დავით მესხიშვილი.




მისივე თქმით, სააკაძის მოედანზე ესტაკადის მოწყობის პროექტი დიდი ხანია არსებობს, თუმცა, "ესტაკადის ნაცვლად შუქნიშნები დადგეს".



"თუ დაუკვირდებით, საღამოობით სააკაძის მოედანზე შუქნიშნებს თიშავენ და მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად აღიარებენ, რომ ამ პროექტმა არ გაამართლა. ხოლო იმაზე სპეკულირება, რომ ამ შუქნიშნებით თურმე ავარიების რაოდენობა შემცირდა, პრობლემას ვერ მოაგვარებს", - ამბობს მესხიშვილი.


განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტს, შალვა ოგბაიძეს. მისი შეფასებით, სააკაძის მოედანზე დამონტაჟებულმა შუქნიშნებმა გაამართლა, თუმცა პრობლემა მთლიანად ვერ აღმოფხვრა.

"იმის თქმა, რომ თბილისის ერთ ლოკალურ ადგილზე მოძრაობის გაუმჯობესებამ დედაქალაქის მასშტაბით საცობების პრობლემა მოაგვარა, არასერიოზულია, თუმცა იმ თვალსაზრისით არის კარგი, რომ გადაიდგა პირველი ნაბიჯები საცობის პრობლემის მოსაგვარებლად.

"იმის შეგრძნება, რომ ამ მონაკვეთზე ავტომანქანის მართვისას წინ არავინ ჩაგიხტება და დამაბრკოლებელი მხოლოდ შუქნიშანია, ნაკლებად სტრესულ განწყობას ქმნის. თუმცა ერთი მინუსია ის, რომ ამ შუქნიშნებს აუცილებლად სჭირდება სინქრონიზაცია, რათა ერთ მონაკვეთზე მძღოლებს დიდხანს გაჩერება არ მოუწიოთ და ამან ისევ საცობი არ შექმნას.

"რაც შეეხება ამ ადგილას ესტაკადის გაკეთებას, ესტაკადა არის ერთგვარი "ძაბრი", რომელსაც თუ გავაკეთებთ სააკაძის მოედანზე, იქ მოძრაობა განიტვირთება, მაგრამ პრობლემას გადაწევს 200 მეტრით, ანუ სხვა ადგილას შეიქმნება საცობი. ასე რომ, ამას სისტემური მუშაობა სჭირდება და არა ერთი ლოკალური პრობლემის მოგვარება", - ამბობს შალვა ოგბაიძე.

სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დამონტაჟების რეკომენდაცია საცობების განტვირთვის მიზნით, დედაქალაქის მერიას გერმანულმა საერთაშორისო კომპანია A+A-მა მისცა.




 



„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

„დემოკრატიის ინდექსი“ უმრავლესობის იმ წევრების შესახებ საინტერესო გარემოებებზე საუბრობს, რომელთაც პროპორციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-17 22:40:06
„დემოკრატიის ინდექსი საქართველო“ პარლამენტის იმ დეპუტატების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მმართველი ხელისუფლების მიერ საჯაროდ გაცემული დაპირების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა...

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა

აქციის მონაწილეების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან წარწერის: „წადი“ გაკეთებას, პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა
access_time2019-11-17 19:45:19
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” წევრებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეების სურვილი იყო, პარტიის...

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ

ვაჟა სირაძე - პოლიციის ძალები იქნებიან ყველა ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ
access_time2019-11-17 19:41:13
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისისკენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი გაემართა.   „ოცნების“ ოფისთან მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, პრევენციის მიზნით, პოლიციის ძალები არიან და იქნებიან ყველა იმ ადგილზე, სადაც აქციის მონაწილეები...

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი

Zolotaia Korona ისევ ლიდერობს - როგორია ფულადი გზავნილების ქართული ბაზარი
access_time2019-11-17 18:00:11
საქართველოში სწრაფი ფულადი გზავილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში მთლიანი ჩარიცხვების 18-22%, ხოლო გადარიცხვების 40-43% Zolotaia Korona-ზე მოდის.   აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან დღემდე, პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებს.   რაც შეეხება საქართველოს ფულადი გზავნილების...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილი იმყოფება
access_time2019-11-17 15:25:27
...


მსგავსი სიახლეები

up