"როდესაც ბანკებმა აქტიურად ჩაიხედეს ბიზნესებში, მასში მონაწილეობის სურვილიც გაუჩნდათ" - თანამშრომლობენ თუ არა ბანკები დეველოპერებთან?

"როდესაც ბანკებმა აქტიურად ჩაიხედეს ბიზნესებში, მასში მონაწილეობის სურვილიც გაუჩნდათ" - თანამშრომლობენ თუ არა ბანკები დეველოპერებთან?

access_time2017-01-26 09:30:01

ფლობენ თუ არა საქართველოში კომერციული ბანკები არაპროფილურ აქტივებს, რატომ დაინტერესდნენ ისინი სამშენებლო ბიზნესით და როგორ ახერხებენ ირიბად ფლობდნენ არაპროფილურ ბიზნესებს და სამართლებრივად კანონის ჩარჩოებში ექცეოდნენ? როგორია ბანკების და დეველოპერული ბიზნესის პარტნიორობის ევროპული გამოცდილება და რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად? ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „კომერსანტის დროით" დეველოპერული კომპანია „ათორის" ხელმძღვანელმა ბესიკ თხელიძემ და კომპანია „სამშენებლო ინვესტიციების" დირექტორმა რომეო სარიამ ისაუბრეს.

 

ბესიკ თხელიძის განცხადებით,  ევროპასა და საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, კერძოდ, ევროპაში, როდესაც შენობა უნდა ააშენო, ჯერ უნდა იყიდო მიწა. მიწის შეძენისას 80-90%-ს გიფინანსებს ბანკი იპოთეკური სესხით. "საქართველოში კი ბანკი საერთოდ არ მონაწილეობს მიწის შეძენაში და მიწის გარეშე ვერ მოხერხდება მშენებლობა. საქართველოში ბანკები საერთოდ არ აღიარებენ აღნაგობის ხელშეკრულებას, რაც გერმანიაში კარგად აპრობირებული მეთოდია", - განაცხადა ბესიკ თხელიძემ.

 

კითხვაზე, თუ რატომ არ აწყობთ ბანკებს დეველოპერებისთვის სესხების გაცემა, თხელიძის თქმით, ბანკები ცდილობენ, რაც შეიძლება მყარი გარანტიები ჰქონდეთ და მათი თანამონაწილეობა იყოს, რაც შეიძლება ნაკლები. მისივე თქმით, ბანკები იმდენად აბუქებენ რისკებს, რომ ეს მიდის პარანოიამდე.

 

"მე გეტყვით კონკრეტულ მაგალითს, ჩვენი კომპანია აშენებს ვაკეში და საბურთალოზე. ორივეგან მიწის ღირებულება საკმაოდ მაღალია, საბურთალოზე მიწის ყიდვა და შენობის აშენება დაახლოებით ერთი და იგივე ჯდება. მიწა თუ თქვენი რესურსით იყიდეთ, მაშინ რაში გჭირდებათ  ბანკი, რომ ჩაერთოს მშენებლობის პროცესში და 50 თუ 80 პროცენტი დაგიფინანსოთ? ისინი ამბობენ, რომ ვთქვათ გაფინანსებთ 70%-ით, დახარჯეთ ჯერ თქვენი 30% და შემდეგ მოგცემთ ჩვენს 70%-ს ნაწილ-ნაწილ. ასეთი პარტნიორობა არ გამოდის. ის გამოცდილება, რაც ბანკებს ჰონდათ წარსულში, უფრო მეტად იყო ბანკების ბრალი და არა დეველოპერების. მაგალითად 2008 წლის ომი და კრიზისი გამოიყენეს ბანკებმა, რომ თვითნებურად გაეჩერებინათ ტრანშები მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე იმ მიზეზით, რომ სარისკო ხდება ბიზნესი და შეიძლება ვეღარ გაიყიდოს. ამის უფლება ბანკს არ უნდა ჰქონდეს, რადგან როცა კომპანია იწყებს მშენებლობას მას აქვს ბიზნეს გათვლა და როგორ შეიძლება შუა გზაში მიგატოვოს პარტნიორმა? ეს დასჯადი ქმედება უნდა იყოს", - აცხადებს თხელიძე.

 


მისივე განცხადებით,  საქართველოში 6 წამყვანი ბანკიდან 2 საერთოდ არ თანამშრომლობს დეველოპერებთან, 3 ბანკს კი რთული პირობები აქვს. "შეიძლება ბანკს კონკრეტული კლიენტისთვის სესხის გაცემის სურვილი არ ჰქონდეს, მაგრამ ეკონომიკის მთელს სექტორს რომ სესხი არ მისცეს, ამის უფლება არ უნდა ჰქონდეს", - აცხადებს თხელიძე.

 

რაც შეეხება გამოსავალს, მისი პოზიციით, დღეს ეს იქნებოდა სახელმწიფო ბანკის არსებობა, რომელიც დააფინანასებდა დეველოპერულ ბიზნესს. 

 

კომპანია „სამშენებლო ინვესტიციების" დირექტორს რომეო სარიას თქმით,  საბანკო სექტორიდან არაპროფილური ბიზნესის გამიჯვნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას კონკრეტული შედეგები ექნება. მისი თქმით, ბანკებს აქამდეც ჰქონდათ აკრძალული არაპროფილური აქტივების ფლობა, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივა და ამის შედეგი მაინც სხვა იქნება. "საქართველო პატარაა ყველა ყველას ნათესავია და ძალიან მარტივია ვიღაც ნათესავზე გადააფორმო ქონება და ამით სამართლებრივად ეს პრობლემა მოგვარდება. მაგრამ აქ მოსაფიქრებელია სხვა რეგულაციები, რომლებიც ამ ყველაფერზე თავის არიდების საშუალებას არ მისცემს ბანკებს", - აღნიშნა სარიამ.

 

მისივე პოზიციით, კომერციული ბანკის  მთავარი საზრუნავია ფინანსური სახსრების მოძიება და შემდეგ სხვა ბიზნესებზე გასესხება: "მაგრამ 2011 წლის შემდეგ, როდესაც ბანკებმა აქტიურად ჩაიხედეს ბიზნესებში, ამ შემთხვევაში სამშენებლო ბიზნესში, უკვე ლოგიკურად გაუჩნდათ ამ ბიზნესში მონაწილეობის სურვილი. 

 

საერთოდ, როდესაც ბანკს გაუჩნდება ჭარბი ფული, მას შეუძლია ეს რესურსი გამოიყენოს თავის სფეროს განვითარებაში, გაზარდოს კონკურენცია და ეცადოს ბაზარზე უფრო მეტი წილი აითვისოს, დაწიოს პროცენტები, ან  კიდევ შენიღბოს სიტუაცია ძალიან მარტივად და სხვა ბიზნესში გადაერთოს, რისი გაკეთებაც საქართველოში ძალიან ადვილის. მეორე ვარიანტის შემთხვევაში შედეგი ექნება ის, რომ სხვა ბიზნესიდან ის მიიღებს თავის მოგებას, ბანკებში კი საპროცენტო განაკვეთებს არ შეამცირებს. იქამდე, ვიდრე ამის შესაძლებლობა არსებობს, იმ დრომდე, ვიდრე ბანკს შეუძლია უმთავრესი ფუნქციის შეცვლა, ლოგიკურია, რომ ამ შესაძლებლობას ყოველთვის გამოიყენებს. ესაა პრობლემა და აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე ამის შეცვლა. ამის ბევრი მაგალითი და გამოცდილება არსებობს და ჩვენც ეს უნდა გამოვიყენოთ", - დასძინა სარიამ.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"



Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად

Handelsblatt: შიდა კარანტინი არაა საკმარისი ვირუსთან გასამკლავებლად
access_time2020-03-29 20:00:11
  შიდა კარანტინი არაა საკმარისი კორონავირუსთან გამკლავებისთვის - მიიჩნევს ჰარვარდი უნივერსიტეტის ბიოსტატისტიკის პროფესორი სიუნ ლინი.   მისი თქმით,იმისთვის რომ პირველ ეტაპზე ინფიცირების ინტენსიურობა შემცირდეს, საჭიროა გაცილებით უფრო მკაცრი ქმედებები, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გამოკეტვა სახლებში - ამ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა ჯგუფი ლინის ხელმძღვანელობით, იმის შემდეგ, რაც შეისწავლა კორონავირუსით დაავადებულ 26 000 პაციენტთა...

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე

„ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ“ - თემურ ბასილია ლარის გაუფასურების მიზეზებზე
access_time2020-03-29 18:30:38
პრობლემა არის ფუნდამენტალური - ეს გახლავთ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ფინანსური დესტაბილიზაციისკენ. ეს პოლიტიკა შესაცვლელია - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ფინანსისტი თემურ ბასილია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას და ეროვნული ბანკის...

იტალია - კოლაფსის ზღვარზე

იტალია - კოლაფსის ზღვარზე
access_time2020-03-29 17:00:03
  22 მარტს იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა - დაიხურა ყველა საწარმო, დაწესებულება, და ორგანიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანის გარდა. აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მიტანის სამსახურები, და პირველადი აუცილებლობის პროდუქციის მწარმოებელი ქარხნები.   1 თვის მანძილზე იტალია გადაიქცა აყვავებული ნახევარკუნძულიდან მთლიანად ჩაკეტილ ქვეყანად, კოლაფსის მდგომარეობასთან მიახლოებული...

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში

Der Spiegel: რუსეთი იგებს პიარ-ომს კორონავირუსთან ბრძოლაში
access_time2020-03-29 15:00:11
კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში ევროპული სოლიდარობა თითქმის არ ჩანს და ამ ნიშას სწრაფად ავსებენ რუსეთი და ჩინეთი -  ყველაფერთან ერთად ისინი იღებენ ამით დიდ პროპაგანდისტულ სარგებელს. ათობით ათასი დაინფიცირებული, ათასობით გარდაცვლილია, შოკისმომგვრელი ციფრები, რომლებიც ყოველდღიურად იზრდება, კოლაფსის მდგომარეობაში მყოფი ჯანდაცვის სისტემა - ეს არის დღევანდელი იტალია, რომელსაც შექმნილ ვითარებაში გამოადგება ნებისმიერი დახმარება. და ის მას იღებს - რუსეთისგან  - 9...

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...


მსგავსი სიახლეები

up