"რეზონანსი": ტექდათვალიერებისთვის ყველაფრის მომზადება შეიძლება ისევ ვერ მოესწროს

"რეზონანსი": ტექდათვალიერებისთვის ყველაფრის მომზადება შეიძლება ისევ ვერ მოესწროს

access_time2017-02-10 15:30:08


ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყება, ანუ სულ რაღაც 10 თვეა დარჩენილი, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ავტომობილების ინსპექტირების საკითხი ვადაში ვერ ჩაეტიოს.

 

მანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების საფასური, რომელიც საქართველოში 2004 წელს გაუქმდა, 40 ლარს შეადგენდა. ამჟამად ავტომობილის ინსპექტირების დადგენილი ფასი 49 ლარს შეადგენს, თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გადასახადი გაცილებით მეტი იქნება.

 

"რეზონანსი" სავალდებულო ინსპექტირებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ტექდათვალიერების პროცესი დაწყებულია, თუმცა არის საკითხები, რომელიც ჯერაც გადაუწყვეტელია და საჭიროა მისი კიდევ ერთხელ გადახედვა.

 

"ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აღნიშნავს, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების საკითხთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია გაუგებარია. მთავრობის მიერ დაანონსებული თარიღი ნელ-ნელა ახლოვდება, ისინი სამუშაოებს არ ასრულებენ და პროცესი ადგილზეა გაყინული.

 

"ინსპექტირებასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და სწორედ ამის გამო დაიქირავეს შვეიცარიული კომპანია, რომელიც კონსულტაციას გაუწევს საქართველოს მთავრობას და შეისწავლის ბაზარს. ამის შემდეგ გვეცოდინება, თუ როგორი ფორმით მოხდება ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება.

 

საქართველოს მთავრობის ნაბიჯები ცოტა გაუგებარია, რადგან აანონსებენ, რომ წლის ბოლოს ტექნიკური დათვალიერება ძალაში იქნება, მაგრამ რეალურად არანაირი სამუშაოები არ ტარდება. ჩვენთვის პრინციპულია, რომ ტექნიკური დათვალიერება ქვეყანაში არსებობდეს. მას ახლავს მთელი რიგი პროცესები ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების მხრივაც", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ურუშაძემ.

 

მისი თქმით, მთავრობას დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი 2018 წლის ინსპექტირება ძველებურად უშედეგო იქნება. მოსახლეობაში გაჩნდება განცდა, რომ ეს დათვალიერებაც დამატებითი მოსაკრებელის გამო დაწესდა და სხვა მხრივ შედეგის მომცემი არ არის.

 

"დღეს ტექნიკური დათვალიერება ქვეყანაში არსებობს და უტარდება ისეთ ავტომობილებს, რომლებსაც გადაჰყავთ 8 მგზავრზე მეტი და მათი მასა აღემატება 3500 კგ-ს. ეს მანქანები ინსპექტირებას გადიან, თუმცა არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ შეუიარაღებელი თვალით დაადგინოს ამ ავტომობილების ტექნიკური გაუმართაობა.


 

ვდგავართ პრობლემის წინაშე, რადგან დღევანდელი ტექდათვალიერება არის ფორმალობა. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა საქართველოს მთავრობასთან - ისინი აპირებენ ამ ფორმალობის მასშტაბები გაზარდონ, თუ ინსპექტირების რეფორმას ნამდვილად გაატარებენ? ასეთ შემთხვევაში 1 წელი საკმარისი არ არის. ეს უნდა იყოს ეტაპობრივი და დაიწყოს

სატვირთო, სამგზავრო ავტომობილებით (რომლებიც ვითომ გადიან შემოწმებას), შემდეგ კი გადავიდნენ მსუბუქ ავტომობილებზე ბოლოს იმ მანქანებზე, რომლებიც არიან სხვადასხვა ორგანიზაციების საკუთრებაში. ასე ეტაპობრივად უნდა მივაღწიოთ სასურველ სტანდარტს.

 

სამწუხაროდ, მთავრობა ყველაფერზე საუბრობს, გარდა მოსალოდნელი შედეგებისა. შესაბამისად, მოსახლეობას უჩნდება განცდა, რომ ეს დათვალიერებაც დამატებითი შემოსავლის გამო დაწესდება და სხვა მხრივ, შედეგი არ ექნება", - აცხადებს ურუშაძე.

 

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ სავალდებულო ინსპექტირებისთვის დღეს დადგენილი 49 ლარი, შესაძლოა, შემოწმების დროს სხვადასხვა დამატებითი პროცესების აუცილებლობის გამო გაიზარდოს.

 

"კონკურსის საკონსულტაციო ნაწილში გაიმარჯვა შვეიცარიულმა კომპანიამ. ისინი დაგვეხმარებიან სწორად წარვმართოთ პროცესი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში. კიდევ ბევრი მიმართულებით მოუწევთ მუშაობა. მაგალითად, როგორ უნდა გაიმართოს ელექტრონული სისტემები. 2 წლის განმავლობაში ევალებათ მუდმივი კონსულტაცია და შედმგომ მონიტორინგის რეჟიმში პროცესის დაკვირვება. მათ არ აქვთ უფლება, თავად განახორციელონ ინსპექტირება.

 

დღეს დადგენილია ტექდათვალიერების საფასური - 49 ლარი. სავარაუდოდ, თანხა გაიზრდება იმ პროცედურების შესაბამისად, რაც ინსპექტირების დროს გახდება საჭირო. შეიძლება გადაიარაღებაც გახდეს აუცილებელი. ამიტომ, შესაძლოა, ამჟამინდელი ტარიფი გაიზარდოს 70-80 ლარამდე.

 

დღეს 110 000 ავტომობილს (სატვირთო და სამგზავრო მანქანები) აქვს ვალდებულება გაიაროს ტექდათვალიერება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, გზებზე როგორი ტრანსპორტი დადის, არა მგონია ისინი შემოწმებულები იყვნენ. მნიშვნელოვანია აღსრულებაც, შეიძლება შემოწმება დოკუმენტზე ასახონ, თუმცა მისი რეალური აღსრულება არ მოხდეს.

 

ჩვენი პოზიცია და მოთხოვნა არის ასეთი: აუცილებელია ტექნიკური ინსპექტირება დაიწყოს ეტაპობრივად და ყველაფერი ერთად არ მოსთხოვონ მძღოლებს, რადგან ეს უკავშირდება თანხებს (მაგალითად, თუ ავტომობილს ძრავაც გასაკეთებელი ექნება, სავარაუდოდ, მის მფლობელს 1000 ლარის ან მეტის გადახდაც კი მოუწევს). აუცილებელია ეტაპობრივად შესრულდეს სავალდებულო სამუშაოები და მძღოლებს გაუადვილდეთ დათვალიერების პროცესი", - განუცხადა რეზონანსს მესხიშვილმა.

 

არასამთარვობო ორგანიზაციის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავამ აღნიშნა, რომ ინსეპქტირებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 100-120 ცენტრია საჭირო. ეს გეგმა ჯერ კიდევ არ არის სისრულეში მოყვანილი, მაგრამ იმედია, 2018 წლის იანვრამდე ყველაფერი დასრულებული იქნება.

 

"კომპანია, რომელიც უკვე შეარჩიეს, შეისწავლის, თუ რამდენი ტექნიკურ ცენტრი სჭირდება ქვეყანას. ასევე დადგინდება, თუ რამდენი თანამშრომელია საჭირო, შემდეგ მოხდება როგორც ტექნიკური ბაზის, ასევე ადამიანური რესურსების შეფასება. ამ კომპანიას, შემოწმებასთან ერთად, ევალება მონიტორინგიც.

 

ტექდათვალერების საფასური უშუალოდ ავტომობლებზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მდგომარეობაშია მანქანა, რა პროცედურა ინება გასავლელი სრულად შემოწმებამდე.

 

ტექნიკური ინსპექტირებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 100 ან 120 ცენტრია საჭირო, თუმცა ჯერ კიდევ არ არის სისრულეში მოყვანილი ეს გეგმა. 2018 წლის იანვრამდე სულ რამდენიმე თვე რჩება. იმედია, დროში ჩაეტევიან", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კვაშილავამ.

 

 

 




მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება

მონოპოლიის საფრთხე თუ გაზრდილი კონკურენცია ტაქსების ბაზარზე - B კატეგორიის ტაქსებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება
access_time2019-10-14 20:51:04
ტაქსების რეფორმის მიმდინარეობის პარალელურად საქართველოში ქართული ლოჯისტიკური ტაქსის ტექნოლოგიური პლატფორმა "აქსელი" ფუძნდება. როგორც საქართველოს ტაქსების ფედერაციაში განმარტავენ,...

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2019-10-14 18:25:10
ეკონომიკის სამინისტრო ნათია თურნავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი იცვლელად გთავაზობთ:“გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ ვინ არის ამ ინფორმაციის ე.წ. პირველწყარო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დავით ჭიჭინაძისა და ლევან კობერიძის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია და გაუგებარია, რას ემსახურება. ამ ბატონებმა ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს მისამართით...

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს — TV პირველი
access_time2019-10-14 17:36:21
TV პირველის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს. თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს თითქმის ექვსი თევა იკავებს.ტელეკომპანიას მთავრობის საკადრო ცვლილებაზე ინფორმაცია აქამდეც გაუვრცელებია. მიმდინარე წლის აგვისტოში TV პირველი აცხადებდა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდებოდა. ორივე ეს პროგნოზი გამართლდა.ნათია თურნავას მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში პანკისში საპოლიციო ძალები...

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა

ანაკლიის კონსორციუმის გენდირექტორი - ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ წინადადება, როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, ახლა ბურთი მათ მხარესაა
access_time2019-10-14 16:39:33
კონსორციუმმა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ ვხედავთ პროექტის წინ წაწევას, მთავრობას უკვე წარვუდგინეთ. ეს ითვალისწინეს დამატებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. ბურთი მთავრობის მხარესაა, - ასე ეხმაურება...

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს

ეკონომიკურ აქტივობაში მიწების ჩართვის პროცესი იგვიანებს
access_time2019-10-14 19:30:25
რა შედეგები აქვს საქართველოს მიწის რეგისტრაციის რეფორმის...


მსგავსი სიახლეები

up