"რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება"

"რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება"

access_time2017-02-28 15:09:07


„2017 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2%, შეადგინა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამასთან, მისი თქმით, თვეების ჭრილში ამაზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ 2014 წლის იანვარში დაფიქსირდა: „თუ ეკონომიკურ ზრდას დარგობრივ ჭრილში შევხედავთ, ზრდა დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორიც არის მეტალურგია, საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოება, ქიმიური მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, 2017 წლის იანვარში ასევე ძალიან დიდი ზრდა იყო ექსპორტში, რაც საგარეო არხებით დადებითად გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას და ესეც ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია" - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

 


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა არის ასევე დაფიქსირებული ფულად გზავნილებში, რაც 26.1%-ს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს უცხოელი ვიზიტორების თვალსაზრისითაც, სადაც ზრდა 19.8 %- ია.

 

 

„ცალკე აღნიშვნის ღირსია ის შიდა ფაქტორები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ეკონომიკურ ზრდაზე. კერძოდ, გაზრდილი გვაქვს სახელმწიფოს კაპიტალური დანახარჯები, რაც დაკავშირებულია მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაჩქარებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. ზოგადად, რეგიონშიც უკვე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, რაც იმედის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ არხებით საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და განვითარებაზე დადებითი გავლენა იქნება შემდგომი თვეების განმავლობაშიც" - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

 



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up