""ბოინგთან" დადებული გარიგებით თითქოს დასრულდა ეკონომიკური სანქციების ეპოქა ირანისთვის"

""ბოინგთან" დადებული გარიგებით თითქოს დასრულდა ეკონომიკური სანქციების ეპოქა ირანისთვის"

access_time2016-12-12 15:00:00

გასულ კვირას, "ბოინგის" კომპანიამ გამოაცხადა ირანისთვის საკუთარი წარმოების სამგზავრო თვითმფრინავების მიყიდვის შესახებ. გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" სტატიის ავტორის ქრისტოფერ დრიუს თანახმად, მიღწეული გარიგებით, რომელიც 16 მილიარდ 600 მილიონ დოლარს შეადგენს, თითქოს დასრულდა ეკონომიკური სანქციების ეპოქა ირანისთვის, რამეთუ ეს უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ამერიკის "შავ სიაში" ირიცხებოდა. "ბოინგის" კომპანიაში ირანთან მიღწეულ გარიგებას ხსნიან ამერიკაში ათობით ათას სამუშაო ადგილებზე მზრუნველობით.

 

 


აშკარაა, რომ "ბოინგის" გზავნილის ადრესატი ახლადარჩეული პრეზიდენტია, დონალდ ტრამპი.

 

 

"ბოინგის" მიერ საკმაოდ ფრთხილი ფრაზეოლოგიით შედგენილი განცხადება მანიშნებელია იმ დელიკატური ვითარებისა, რომელშიც აღმოჩნდნენ ამერიკის მსხვილი ექსპორტიორები. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი არაერთგზის დაიმუქრა რომ სერიოზულად გადახედავს მისი წინამორბედის - ბარაქ ობამას ვაჭრობის შეთანხმებებს, განსაკუთრებით ირანთან, რომლის მიმართ ამერიკა გარკვეულ დათმობებზე წავიდა ბირთვულ პროგრამაში მიღწეული კომპრომისის გამო. ამის შემდეგ მოეხსნა ირანს სანქციები რამაც შესაძლებელი გახადა მისთვის "ბოინგის" თვითმფრინავების მიყიდვა.

 

 


დონალდ ტრამპი ხშირად ლაპარაკობს ტარიფებზე, რომლებსაც იგი ჩინურ იმპორტს დაუწესებს. ტარიფებს ასევე შემოიღებენ იმ ამერიკული კომპანიების ნაწარმის მიმართ, რომლებიც მექსიკასა თუ სხვა ქვეყნებში გადაიტანენ წარმოებას. თუმცა, ახლად არჩეულ პრეზიდენტს არაფერი უთქვია იმის თაობაზე, თუ რა საპასუხო ზომებია მოსალოდნელი ხსენებული ქვეყნების მხრიდან არსებული სავაჭრო შეთანხმებების გაუქმების შემთხვევაში და როგორ იზარალებს ამით მსხვილი კომპანიების მუშახელი, იქნება ეს "ბოინგის" თუ "ჯენერალ ელექტრიკის" ფირმები.

 

 


"ბოინგის" ხელმძღვანელობისთვის რა თქმა უნდა არ იყო სასიამოვნო დონალდ ტრამპის ამასწინანდელი შენიშვნა ახალი საპრეზიდენტო თვითმფრინავის აგების ჭარბ ღირებულებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფირმის ოფიციალური პირები მოელიან გარკვეულ სირთულეებს რესპუბლიკელთა კონგრესში ირანთან ხსენებული გარიგების გატარებისას. არავინ არაა სრულად დარწმუნებული რომ ხსენებულ გარიგებას კონგრესი აუცილებლად დაამტკიცებს.

 

 



უნდა ითქვას, რომ "ბოინგის" გარდა, შეშფოთებას გამოხატავენ სხვა კომპანიებშიც, რომლებსაც ექსპორტზე გააქვთ თვითმფრინავის ძრავები, მაღალ-ტექნოლოგიური ნაწარმი, თუ მძიმე დანადგარები, აღჭურვილობა. საკითხი ეხება მაღალ-ანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, რომლებსაც ტოპ-მენეჯერთა აზრით, საფრთხე ემუქრება თუკი დონალდ ტრამპმა სავაჭრო ომი დაიწყო" - ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

 

 


"ზოგიერთი სახეობის სამუშაო ადგილთა დაცვის მცდელობას შეუძლია საფრთხე შეუქმნას სხვა არსებულ სამუშაო ადგილებს - ამბობს ერერთი ექსპერტი-ანალიტიკოსი, რომლის აზრით, იქნება ეს ვაჭრობა ირანსა თუ ჩინეთთან, სახეზეა ამერიკის ტენდენცია - ზურგი აქციოს დანარჩენ მსოფლიოს. ცხადია, რომ ასეთი პოლიტიკა მეტად არასასურველ შედეგებს მოუტანს "ბოინგსა" და სხვა ექსპორტიორებს.

 

 

 

ფირმა "ბოინგი", ჩიკაგოში კონცენტრირებული საწარმოებით, ამერიკაში ერთერთი უდიდესი ექსპორტიორია, რაშიც შედის საშუალო და გიგანტური სიდიდის სამგზავრო თვითფრინავების გაყიდვები ჩინეთსა და აზიის სხვა რეგიონებში, ახლო აღმოსავლეთის ჩათვლით. უნდა აღინიშნოს, რომ "ბოინგის" თვითმფრინავების გაყიდვები დიდი ხანია რაც ამერიკული დიპლომატიაში შედის. მყიდველი ქვეყნების გადასაწყვეტია თუ რომელი ფირმის სამგზავრო თვითმფრინავებზე გააკეთონ არჩევანი, "ბოინგი" იქნება ეს, თუ მისი კონკურენტი ევროპული "აერობუსი". პრეზიდენტ ობამას არაერთგზის უთქვია, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობისას, იგი ხშირად ეწევა "ბოინგის" რეკლამირებას.

 

 


ამგვარად, "ბოინგი" და ექსპორტზე ორიენტირებული სხვა ფირმები ცდილობენ წარმოსახონ საკუთარი თავი დონალდ ტრამპის მოსაწონ კომპანიებად.

 

 


"ბოინგში" დღეს 150,000 კაცია მუშახელია დასაქმებული. ფირმა მეტწილად შეერთებულ შტატებში აწარმოებს მზა თვითმფრინავებს, სათადარიგო ნაწილებსა და კომპონენტებს. ექსპორტიდან კი ვალუტა შემოდის ქვეყანაში. ბოლო დროს, "ბოინგმა" გაზარდა საკუთარი საწარმო სიმძლავრეები ვაშინგტონისა და სამხრეთ კაროლინის შტატებში.

 

 


ასევე აღსანიშნავია ის გარემოება რომ "ბოინგი" ამერიკაში სიდიდით მეორე სამხედრო კონტრაქტორია და ბუნებრივია, ფირმის ხელმძღვანელობა მოელის, რომ დონალდ ტრამპი შეასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვის-უნარიანობას, რაც სამხედრო დაკვეთების ზრდას მოასწავებს" -ნათქვამია გაზეთის სტატიაში.

 

 

 

 

 

საერთაშორისო მიმომხილველი გიორგი ჩხუბიანიშვილი

 

 

 



მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ

მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ
access_time2019-11-19 14:10:33
„უნდა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გასაწევ სერვისებზე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო რეგულაციებს გარკვეული მიზნებით იღებს, ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებების...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!
access_time2019-11-18 21:35:20
1 ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე ბრენდი კერხერის წარმომადგენლობა საქართველოში ეროვნული კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტს  VC3 _ს 349 ლარად 485 ლარის ნაცვლად 2 წლიანი გარანტიით. ეს მოდელი გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით:  იგი არის ენერგო ეფექტური, რადგან მოიხმარს მხოლოდ 700 ვატს, რაც სრულიად შეესაბამება ევროპის სავალდებულო სტანდარტებს და აქვს საკმაოდ მძლავრი შესრუტვა, რომლითაც მარტივად...


მსგავსი სიახლეები

up