"ქართულმა ტელევიზორმა Samsung–ის პროდუქციას კონკურენცია გაუწია"

"ქართულმა ტელევიზორმა Samsung–ის პროდუქციას კონკურენცია გაუწია"

access_time2016-06-23 10:00:23

რამდენიმე კვირის წინ ბაზარზე ქართული წარმოების ტელევიზორი გამოჩნდა. რუსთავში მდებარე ქარხანა AG Telekom-მა პროდუქციის გაყიდვა 1 ივნისიდან დაიწყო. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ მიიღო ქართველმა მომხმარებელმა ადგილობრივი წარმოების ტექნიკა და გამართლდა თუ არა კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზი მსოფლიო ბრენდ Samsung-თან კონკურენციის გაწევასთან დაკავშირებით? 


ქარხანა AG Telekom-მის ხელმძღვანელი მიხეილ ღლონტი აცხადებს, რომ 1 ივნისიდან დღემდე საშუალოდ 150 ერთეული ტელევიზორი გაიყიდა, ეს კი, მისი თქმით, ის მაჩვენებელია, რისი პროგნოზიც კომპანიის მენეჯმენტის მიერ წარმოების დაწყებისას კეთდებოდა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამომავლოდ რეალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება. რაც შეეხება Samsung-თან კონკურენციას, ღლონტის თქმით, ქართულმა ტელევიზორმა შეძლო მსოფლიო ბრენდთან კონკურენციის გაწევა. ამის თქმის საფუძველს კი ქართველი მომხმარებლების მხრიდან ქართულ ტელევიზორზე არსებული დიდი მოთხოვნაა. 


„ხარისხით Samsung-ს ნამდვილად ვუწევთ კონკურენციას“-აცხადებს ღლონტი. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართული ტელევიზორები „გორგიასა“ და, „მეტრომარტში“ იყიდება. დაახლოებით 1 კვირაში კი ადგილობრივი პროდუქცია „ალტაოქეის“ და „მეგატექნიკის“ ქსელშიც გამოჩნდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სმაილთან“. რაც შეეხება გასაყიდ ღირებულებას, ღლონტის განცხადებით, ყველა ქსელს თავისი ფასი აქვს, მაგალითად, „გორგიაში“ 32–ინჩიანი ტელევიზორი 479 ლარად იყიდება, 40–ინჩიანის ფასი კი 699 ლარია.


 

ღლონტი ამბობს, რომ მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაგეგმილია ტელევიზორების ასორტიმენტის გაზრდა, რაც 50–ინჩიანი და სმარტ ტელევიზორების (ანდროიდ ტელევიზორები) გამოშვებაში გამოიხატება. მიხეილ ღლონტი ამბობს, რომ ქართული ტელევიზორები უახლოეს მომავალში ექსპორტზეც გავა. კერძოდ, წლის ბოლომდე დაგეგმილია აზერბაიჯანში საცდელი პარტიის (200 ცალი) გაგზავნა. ექსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლატვიასთანაც. გარდა ტელევიზორისა, ქარხანას სხვა გეგმებიც ჰქონდა. მიმდინარე წლის მაისში მიხეილ ღლონტი აცხადებდა, რომ AG Telekom-ი ქართული მობილური ტელეფონის გამოშვებასაც აპირებდა თუმცა, აღნიშნავდა, რომ ეს შესაძლოა შორეული პერსპექტივა ყოფილიყო. ღლონტი დღეს ამბობს, რომ მობილურების გამოშვების პროექტი კომპანიამ ამ ეტაპისთვის შეაჩერა, რადგან პრიორიტეტი ტელევიზორების ასოტრიმენტის გაზრდას მიენიჭა.

 

ქართული ტელევიზორის გამოშვების შესახებ ინფორმაცია „კომერსანტმა“ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. როგორც მაშინ ქარხნის ხელმძღვანელმა განგვიცხადა, ტელევიზორის ფასი კონკურენტუნარიანი იქნება სხვა იმავე ხარისხის პროდუქციასთან შედარებით. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე გამოშვებული იქნებოდა 1200 ტელევიზორი, თუმცა, სამომავლოდ ეს რიცხვი გაიზრდებოდა.




„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

„თეგეტა“ 2022 წელს სრული მომსახურების  ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს
access_time2022-01-26 18:55:52
ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია - ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო...

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა

“ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა
access_time2022-01-26 18:55:58
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი ჩანიშნა. პირდაპირი რეისი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 28 იანვარს უნდა შესრულებულიყო.

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-26 21:00:18
დღის TOP10 საინტერესო ამბავი1. ქართული ღვინის ექსპორტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავლენა ჯერ არ...

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა

26 იანვარი - ლარის კურსი დოლართან, ევროსთან და რუბლთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-26 18:00:52
26 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.0696- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0635 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.36 თეთრით 3.4625-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.22 თეთრით 3.8759-მდე,  1000 სომხურ დრამთან კი 1.49 თეთრით 6.3685-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.14 თეთრით 1.8052-მდე გამყარდა. ბრიტანულ ფუნტთან 1.06 თეთრით 4.1464-მდე, თურქულ ლირასთან 0.01...

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა
access_time2022-01-26 16:55:34
საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და...


მსგავსი სიახლეები

up