"ქართული ოცნების" ახალი წევრი: ამ პარლამენტმა საკანონდებლო აქტიურობით თავი ვერ დაგვამახსოვრა

"ქართული ოცნების" ახალი წევრი: ამ პარლამენტმა საკანონდებლო აქტიურობით თავი ვერ დაგვამახსოვრა

person access_time2016-07-26 14:00:33

 ინტერვიუ „ქართული ოცნების“ გუნდისა და პოლიტსაბჭოს ახალ წევრთან, ჯანდაცვის სპეციალისტ აკაკი ზოიძესთან:

 

- საინტერესოა, როგორ შეაფასებდით ამჟამინდელი პარლამენტის მუშაობას. რა შეცდომებს და წინგადადგმულ ნაბიჯებს გამოყოფდით?


- პარლამენტმა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო უფრო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რომლებმაც მომავალში არ უნდა დაუშვას სისტემური დანაშაული, ან შეამციროს ამის რისკი ქვეყანაში.

 

ჯანდაცვის სფეროში ტუბერკულოზის შესახებ კანონი მიიღეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე სტიგმის შემცირების კუთხით, რომ საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება არ ჰქონდეს ტუბერკულოზ-გადატანილი ადამიანებისადმი.

 

საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე პარლამენტმაც, შესაბამისად საკანონმდებლო ორგანო მხარს უჭერდა ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელშიც საყოველთაო ჯანდაცვისთვის იყო თანხები გამოყოფილი. ძირითადად ეს არის ის დადებითი და პოზიტიური ცვლილებები, რაც მახსენდება. მართალი რომ გითხრათ, არ ვადევნებდი თვალს დეტალებს, იგივე ტექნიკურ რეგულაციებს, რომლებსაც იღებდა პარლამენტი. ვიცი, რომ ბევრი რამ გაკეთდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიმართულებით, რომ ჩვენი რეგულაციები დაუახლოვდეს ევროპულს.

 

რაც შეეხება ნეგატიურს, ამ პარლამენტმა ძალიან არ დაგვამახსოვრა თავი თავისი საკანონდებლო აქტიურობით წინა პარლამენტებთან შედარებით. შეიძლება ვცდები, რადგან ზუსტ სტატიტიკას არ ვფლობ. ძირითადად მუშაობა მიმდინარეობდა ადამიანის უფლებების დაცვის, ბიზნესისთვის რეგულაციების გამარტივების მიმართულებით, თუმცა, ახალი ბარიერებიც იყო შემოღებული.


ძალიან უარყოფითად ვუყურებ იმას, რაც თავის დროზე გაკეთდა ვიზებთან მიმართებაში, როდესაც ჯერ გაართულეს ქვეყანაში შემოსვლა და შემდგომ ისევ გაამარტივეს. არ მესმის, რა საჭირო იყო ეს რეგულაცია, რომელმაც ცუდის მეტი არაფერი მოიტანა. 

 

ასევე, მიუღებელია ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელმაც ბიზნეს გარემოს გაუარესების თუნდაც შთაბეჭდილება შექმნა. აღარ ჩამოვთვლი დეტალებს, მაგრამ ყველა ასეთ ინიციატივას უარყოფითად ვუყურებ.


-  თქვენ ძირითადად ჯანდაცვის მიმართულებით ხართ სპეციალიზებული. საინტერესოა თქვენი აზრი საყოველთაო ჯანდაცვის საყოველთაოობასთან დაკავშირებით. ხშირად იყო დასმული ამაზე კითხვა, მათ შორის პრემიერთანაც. უნდა შეიცვალოს თუ არა ეს მოდელი ისე, რომ ჯანდაცვა საყოველთაო არ იყოს და მინისტრსაც და სოციალურად დაუცველსაც ერთნაირი პაკეტები არ ჰქონდეთ?


- ამაზე ძალიან ბევრი ჩემი პუბლიკაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრესაში. ჩემი პოზიცია ნათელია - რა თქმა უნდა, მინისტრს და ღარიბს ერთნაირი პაკეტი არ უნდა ჰქონდეთ. ამისთვის მოდელის შეცვლა საჭირო არ არის, საჭიროა, უბრალოდ გაიმიჯნოს კერძოდ დაზღვეულთა მონაცემთა ბაზები იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არ აქვთ დაზღვევა და კერძოდ დაზღვეულს არ ჰქონდეს ხელმისაწვდომობა საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე, ეს პრობლემა თავიდან ბოლომდე მოიხსნება. დღეს 533 ათასი ადამიანი არის კერძოდ დაზღვეული, რომელთაც არ გააკეთეს თვითსელექცია და არ თქვეს, რომ არ დააწვებიან სახელმწიფოს კისერზე.

 

დღეს პრობლემა არის ის, რომ კერძო დაზღვეულებს სადაზღვევო კომპანიები აგზავნიან და ეუბნებიან, წადი, ჯერ აგინაზღაუროს საყოველაო დაზღვევამ და მერე რაც დარჩება, მე გადავიხდი. აი, ეს არის მიუღებელი.


 

-  თქვენ, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, აპირებთ ამ მიმართულებით აქტიურობას?

 

-  რა თქმა უნდა, ეს კანონმდებლობის თემაა. ჩემი მიზანი სწორედ იქნება ეს, რომ შეიცვალოს, რადგან იქ მილიონი სხვა პრობლემაა. ეს რეფორმა არ არის ერთჯერადი, ეს არის განგრძობითი პროცესი, უამრავი საკანონმდებლო ცვლილებაა მისაღები იმისთვის, რომ მივიღოთ მდგრადი პროგრამა, რომელიც ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.


- მინდა, ტექდათვალიერების საკითხსაც შევეხო, რომლის ამოქმედებაც რამდენჯერმე გადაიდო. ხშირად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ეს არის პოლიტიკური სარჩულით გადადება გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი მძღოლი ვერ გაივლის ტექდათვალიერებას მისი ამოქმედების შემდეგ. თქვენი აზრით, რა საფუძვლით შეიძლება გადადებულიყო რეგულაციის ამოქმედება? ეს საკითხი  განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა საერთაშრისო ორგანიზაციის კვლევა, რომლის მიხედვითაც თბილისი ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად გამოცხადდა...


-  რეიტინგებს გარკვეული ახსნა აქვთ და ამაზე დეტალურად ისაუბრეს. ჯერ ერთი, 2012 წლის მონაცემებია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

 

ზოგადად პრობლემა, რა თქმა უნდა, არის. ამას ჩვენ თავადაც ვხედავთ - რა დონის საწვავით და მანქანებით ხდება გადაადგილება. ამ ყველაფრის შედეგად რომ ხდება ჰაერის დაბინძურება, ამას გამზომი ხელსაწყოები არ სჭირდება, ჩვენი ფილტვებითაც ვხვდებით. რა თქმა უნდა, ტექდათვალიერება შემოსაღებია, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ერთადერთი გადაწყვეტის გზა იყოს. მთავარია, წავახალისოთ ეკოლოგიურად ჩვენთვის სასარგებლო მოდელების შემოყვანა, ჰიბრიდების, ელექტრომობილების და ა.შ. დღეს მთელი მსოფლიო ამაზე მუშაობს და ამ მიმართულებით მოძრაობს.


ეკოლოგიურად სუფთა მანქანებზე საერთოდ არ უნდა იყოს გადასახადი, ხოლო მეორად მანქანებზე, რომლებიც აბინძურებენ გარემოს, ძალიან მაღალი უნდა იყოს ბაჟი. ეს არის გზა, რომლითაც ნელ-ნელა ამ პრობლემას აღმოვფხვრით.

 

ტექდათვალიერებას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ეს კორუფციის წყარო იყო და კარგად გვახსოვს. შესაბამისად, ისეთ მოდელი უნდა იყოს შემოღებული, რომელიც მაქსიმალურად უნდა იყოს თავისუფალი კორუფციისგან. ასეთი მოდელის ჩამოყალიბებას კი გარკვეული დრო უნდა. შეიძლება, ესეც იყო გადადების მიზეზი, ბევრ სოციალურად დაუცველს შემოყვანილი ჰყავს მარჯვენასაჭიანი და ძველი მანქანა, რომლითაც ლუკმა-პურს შოულობს და რა თქმა უნდა, ეს ამ ადამიანებს შეეხებათ. მაგრამ ავირჩიოთ, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა თუ სხვების დაზიანებით ნაშვონი ფული?


- ჯანდაცვის მიმართულებით რა ძირითად პრობლემებს ხედავთ დღეს? რამდენიმე ყველაზე მწვავე პრობლემა რომ გამოყოთ...


- ხარისხი, ექიმების განათლება და მედიკამენტები, რომელსაც კატასტროფული დანახარჯები აქვს.

 

ფინანსური დაცულობის კუთხით ეს არის მედიკამენტები, როგორც კი მედიკამენტებს ქრონიკული ავადმყოფობესთვის შევიტანთ, ეს პრობლემა გადაწყდება. მეორე, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ხარისხი, რომლის კონტროლიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეალურ შედეგებს მივაღწიოთ. მესამე, ეს გახლავთ ექიმთა უწყვეტი განათლება, რომელიც ამ ქვეყანაში ძალიან დიდი პრობლემაა.


- ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით, ექიმთა განათლებას ვგულისხმობ. კონკრეტულად სად არის პრობლემა - საბაზისო განათლებაში თუ შემდგომში არ ხდება მათი განვითარება?


- მოდი, ასე ვთქვათ: არცერთი რგოლი დღეს დამაკმაყოფილებლად არ მუშაობს. არც დიპლომამდელი, არც დიპლომისშემდგომი და მით უმეტეს უწყვეტი განათლება, რომელიც სამედიცინო სფეროს უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია. ექიმი რომ ისწავლის, საკმარისი არ არის. ძალიან სწრაფად ვითარდება სამედიცინო საქმიანობა, შესაბამისად, ის, რომ წარმატებით დაამთავრა და კარგი სპეციალისტი გამოვიდა დასაწყისში, არ ნიშნავს, რომ 20 წლის შემდეგაც ისეთივე კარგი სპეციალისტი იქნება, თუ არ მოახდინა თვითგანვითარება.

 

ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ზოგადად „ქართული ოცნებისთვის“ განათლება ნომერ პირველი პრიორიტეტია. განათლების რეფორმაში ჰარმონიულად ჯდება დიპლომისშემდგომი განათლების რეფორმა, რომელზეც ამჟამადც მიდის რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტში მუშაობა.

 

ჩვენ რეალურად ხანძარი ჩავაქრეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ადამიანებს, ვინც ღარიბდებოდა იმის გამო, რომ ჯანდაცვა მიეღოთ, ეს პრობლემა მოვუხსენით. ეს იყო გადაუდებელი. ახლა დარგის გრძელვადიან განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ.


-  რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს – არასათანადოდ კონტროლდება?


-  პირდაპირ გეტყვით, რომ არ კონტროლდება სათანადოდ. არ არსებობს ლაბორატორია, რომ გაკონტროლდეს მედიკამენტები. სამინისტრო მუშაობს, რომ ჩამოიტანონ ლაბორატორია, შექმნან ან იყიდონ. ეს ყველაფერი აუცილებელია. 100 ათასი ლარია გამოყოფილი ყოველწლიურად წამლის ხარისხის კონტროლზე. სწორედ ამ პროგრამით უნდა მოხდეს ფალსიფიცირებული მედიკამენტების აღმოჩენა. რეგულაციები, რაც დღეს არსებობს, რომ მაგალითად რეგისტრაციის გარეშე ვერ შემოიტან წამალს, პრევენციას ახდენს გარკვეულწილად.

 

ჩემში ეჭვს არ იწვევს, რომ ადგილობრივი მწარმოებლები აწარმოებენ მაღალი ხარისხის აქტიური ნივთიერებისგან წამლებს, მაგრამ რამდენად ადეკვატურია  ამ ნივთიერების შემცველობა? ევროპაში აღიარებული მედიკამენტი რომ შემოდის, იქ პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ სხვა ქვეყნებიდან რომ შემოდის იგივე მედიკამენტი იქ რა შემადგენლობა აქვს? არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბელორუსული წნევის წამალი რომ დალიო და გერმანული, ეფექტი სხვადასხვაა. ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რომ გავათავისუფლეთ ბაზარი და არ ვქმნით ხელოვნურ ბარიერებს, აბსოლუტურ სისულელედ მიმაჩნია.

 

 



არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს
access_time2019-12-09 14:42:26
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია WADA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა,- ნათქვამია...


მსგავსი სიახლეები

up