"ქართული ოცნების" ახალი დეპუტატები საპოლიციო გამოსახლების აღდგენას აპირებენ

"ქართული ოცნების" ახალი დეპუტატები საპოლიციო გამოსახლების აღდგენას აპირებენ

person access_time2016-10-26 12:00:53

 

ახალი მოწვევის პარლამენტმა შესაძლოა, საპოლიციო გამოსახლება აღადგინოს. შესაბამისი ინიციატივის დაყენებას ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ილია წულაია გეგმავს. მისი განცხადებით, აუცილებელია მოხდეს მიღებული კანონის ოპტიმიზიაცია, რომლის შედეგადაც არც მესაკუთრეს შეექმნას პრობლემა და არც ბიზნესს.



კითხვაზე, დადგა თუ არა ნეგატიური შედეგი მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საქართველოში საპოლიციო გამოსახლება გაუუქმა, წულაია ამბობს, რომ ბანკების კუთხით არ იცის, თუმცა, დეველოპერულ ნაწილში არ დამდგარა. მისი განმარტებით, პრობელმაა ის, რომ დაცული უნდა იყოს საკუთრების უფლება.

 


წულაიას განმარტებით, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში შესაძლოა,  ის აღნიშნული კანონის გადახედვის ინიციატივით გამოვიდეს. მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ბიუროკრატიას შეუქმნის ბიზნესს, უნდა გადაიხედოს. მისივე განმარტებით, აუცილებელია მოხდეს კანონის და მისი თანმდევი პროცესების შესწავლა სხვა დეპუტატებთან ერთად შესაბამის კომიტეტებში, შედეგად ისე შეჯერება, რაც ოპტიმალური იქნება.


„ზოგადად, ნებისმიერი საკითხის არსებობა, რომელიც დამატებით ბიუროკრატიას ქმნის, არასწორია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საუბარია იმაზე, რომ მესაკუთრის უფლება იყოს დაცული. როდესაც ქონება იჯარითაა გაცემული და როდესაც მოიჯარე გადასახადს არ იხდის, მესაკუთრეს ეზღუდება უფლება, რომ ეს პირი დროულად გაიყვანოს. შეიძლება არაკეთილსინდისიერმა დამქირავებელმა ისარგებლოს ამით და დიდი ხნის განმავლობაში ისარგევლოს ფართით ისე, რომ ფული არ გადაიხადოს. ასეთი შემთხვევის დროს, თუ ადრე მესაკუთრე დაცული იყო იმით, რომ მარტივად მოახდენდა არაკეთილინდისიერი პირის გასახლებას, დღეს პრობლემა ექმნება. ეს მომენტები დასახვეწია, ეს მომენტები უნდა გამოირიცხოს და კანონიერი მესაკუთრის უფლებები იყოს დაცული. მე არ ვამბობ, რომ ყველა კანონი გასაუქმებელია, უბრალოდ, იმისთვის, რომ კანონიერი ინვესტორის თუ მესაკუთრის უფლებები იყოს დაცული, ეს კანონი უნდა დაიხვეწოს"-აცხადებს წულაია.



იზიარებენ თუ არა ილია წულაიას მოსაზრებას და დაუჭერენ თუ არა მხარს საპოლიციო გამოსახლების წესის აღდგენას დეპუტატობის კანდიდატები,  ამის გარკვევა „კომერსანტმა" „ქართული ოცნების" ახალ სახესთან, აკაკი ზოიძესთან სცადა. მისი განმარტებით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის ნაუცბათევად გადაწყვეტა არ შეიძლება. შესაბამისად, აუცილებელია საკითხის გაანალიზება და იმ ნეგატიური და პოზიტიური მხარეების გამოკვლევა და შეფასება, რაც საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებამ გამოიწვია. როგორც ზოიძე ამბობს, გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

 


„მართალი გითხრათ ამ ეტაპზე პოზიცია არ მაქვს. დღეს აღსრულების მექანიზმი აღმასრულებლის მიერ არსებობს .პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში შევაფასებთ, რა არის პრობლემები დღევანდელ სისტემაში, რა შედეგები არის. შესაძლოა, ბატონ ილია წულაიას ეს საკითხი უკვე შესწავლილი აქვს, მე ეს არ ვიცი. მჭირდება ბოლო წლების განმავლოაბში ამან რა შედეგი მოიტანა, სახეზეა უფრო მეტად ზიანი თუ არა. სიტუაცია ასე უნდა შეფასდეს და გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული" -აცხადებს ზოიძე.


 


 

საქართველოში საპოლიციო გამოსახლების გაუქმების ერთ-ერი მოწინააღმდეგე „ბანკების ასოციაციის" პრეზიდენტი ზურაბ გვასალია განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 11 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა, პროცესი ჯერ არ დაწყებულა. შესაბამისად, გვასალია მიესალმება იმას, თუ ახალი მოწვევის პარლამენტი საპოლიციო გამოსახლებას აღადგენს.


გვასალია აღნიშნული ცვლილების შედეგად გამოწვეულ ნეგატიურ პროცესებზეც საუბრობს. მისი შეფასებით, ბანკებდიან იპოთეკური სესხები რთულად გაიცემა იმის გამო, რომ გაიზარდა რისკის მაჩვენებელი. გარდა ამისა, საქმიანობა გაურთულად დეველოპერებსაც.



„ჩვენს მხარეს იყო იუსტიციის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრების მიერ შეფასებებიც იქნა გაკეთებული და წერილობით იქნა გაგზავნილი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ჩვენს მხარეს იყო ბიზნეს ომბუდსმენი. ცვლილება ისე მიიღეს, რომ ბოლომდე შესწავლილი არ იყო. ორვე მხარის უფლებები ირღვევა. გამოსახლების 100 შემთხვევიდან, მხოლოდ 5 პროცენტი იქნა გაპროტესტებული. ამ შემთხვევაშიც სასამართლომ დაამტკიცა, რომ გამოსახლება სწორად იყო გაკეთებული. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგაც ასე იქნება. სასამართლოს და ადვოკატის ხარჯები კი დააწვება იმას, ვინც პრობლემაშია ჩავრდნილი"-აცხადებს გვასალია.

 


საპოლიციო გამოსახლების აღდგენის მომხრეა იურისტი იმედა დვალიძეც. მისი შეფასებით, თუ მხარე ვერ წარმოადგენს ქონების დამადასტურებელ საბუთს, ასეთ შემთხვევაში პოლიცია კომპეტენტური ინსტანცია იყო. შედეგად, მისი გაუქმება დამატებითი რეგულაციაა.



მისივე განმარტებით, ყოველგვარი დამატებითი წინააღმდეგობის შექმნა და მესაკუთრის იძულება, რომ მან უფრო შორი და რთული გზით იაროს, იურიდიულ სუბიექტს უზრდის რისკს, ზრდის ქონების ფასს, ამცირებს ტრანზაქციების რაოდენობას და საბოლოო ჯამში ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. 
დვალიძე ამბობს, რომ თავის დროზე ამ გადაწვეტილების მიღება სწორი არ იყო და თუ იფიქრებენ ამის შეცვლას, კარგი იქნება.


„მოქმედმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ვითომ და სოციალური, მემარცხენე და ჩემი აზრით,არასწორი ნაბიჯით ბიზნესს (ვინც სოცილაური პრობლემები უნდა გადაჭრას) პრობლემები შეუქმნა"-აცხადებს დვალიძე.

 

 

განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმეი თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს. დეპუტატი საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს იქნება დაბრუნება იმ რეჯიმთან, როდესაც ქონებრივი დავა შეიძლება სასამართლოს გარეშე გადაწყდეს.

 

როგორც ხმალაძე განმარტავს, თავის დროზე, ბანკების ასოციაციის ყველა შენიშვნა გაბათილებული იყო, თუმცა ისინი მაინც ჯიუტად აგრძელებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

 


მისი თქმით, იმაზე საუბარი, თითქოს საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმებამ ნეგატიური შედეგები მოიტანა, სიცრუეა. „რით დაზარალდნენ ბანკები? ტყუიან. როდესა ბინა იპოთეკითაა დატვირთული, კლიენტმა თუ სესხი არ გადაიხადა ბანკს შეუძლია ეს ქონება გაყიდოს. საპოლიციო გამოსახლების აკრძალვის დროს ბანკს უნდა მიემართა სასამართლოსთვის და ქონება აუქციონით გაყიდულიყო. სასამართლოს მიმართვას მეორე პუნქტად უნდა დაეწეროს დაუყოვნებლივი აღსრულება და მორჩა. ამით ყველაფერი მთავრდება. ამიტომ ვამბობ, რომ ტყუიან"-აცახდებს ხმალაძე.

 

საქართველოში საპოლიციო გამოსახლება 2015 წლის დეკემბერში გაუქმდა. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა.


მიუხედავად ბიზნესასოციაციის, ბიზნესომბუდსმენის, ბანკების ასოციაციის, ასევე არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგობისა, პარლამენტის უმრავლესობამ მაინც დაუჭირა მხარი აღნიშნულ ცვლილებას.ე ს გადაწყვეტილება დღეს საკონსტიტუციო სასამართლოშია გაპროტესტებული.


დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით არის შესაძლებელი.


შესაბამისი ცვლილებები პოლიციისა და სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებები სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებსაც შეეხება.


პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულისხმობს ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასა და აღნიშნული კომპეტენციის სასამართლოსთვის გადაცემას, რაც მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა საქართველოში აღნიშნულ ინიციატივას არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, განსაკუთრებით საბანკო სექტორიდან. კანონპროექტს მომხრეების განცხადებით კი, ბანკების შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმების შემდეგ მათ გაურთულდებათ სესხის უზრუნველყოფის სახით ჩადებული უძრავი ქონების რეალიზაცია.


ექსპერტებისა და ბიზნესმენების ეს ნაწილი აცხადებდა, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ბანკებს აიძულებდა, ორიენტირებულნი ყოფილიყვნენ არა ჩადებული ქონების რეალიზაციაზე, არამედ საბანკო სერვისებზე ამ სიტყვის ცივილიზებული გაგებით.


 



Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა

Bloomberg-მა რუსეთს დიდი ეკონომიკური რეცესია უწინასწარმეტყველა
access_time2020-04-07 20:00:11
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მარათონში რუსეთი ყველაზე ნაკლებ რესურსს ხარჯავს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც მძიმე რეცესიის საწყისი შეიძლება გახდეს -  წერს Bloomberg-ი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეზერვების გამოყენებისგან თავის შეკავების მიზეზი არის რუსეთის ხელისუფლების შიში ნავთობის დაბალ ფასებზე.   სანამ მსოფლიო ლიდერები მთელი პლანეტის მასშტაბით, კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ ეკონომიკის...

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

7 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2020-04-07 19:00:39
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან...

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი

„ქართული ღვინო ყველაზე დიდ დიპლომატიურ როლს თამაშობს“- კომპანია „მტევინო“ ჰობით დაწყებული ბიზნესი
access_time2020-04-07 17:55:17
ხამში- ეს არის ძველისძველი ისტორიული სოფელი გარე კახეთში, რომელიც საფერავის საუკეთესო ღვინოსთან ასოცირდება. უახლოეს მომავალში, როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეს პატარა სოფელი,...

„20-მდე კომპანიის გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“

„20-მდე კომპანიის  გადამოწმების შედეგად, 6-ს საქმიანობის გაგრძელებაზე განაცხადი არ დაუკმაყოფილდა“
access_time2020-04-07 16:45:20
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა. როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით...

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე
access_time2020-04-07 15:00:16
მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, - რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. - პაატა,...


მსგავსი სიახლეები

up