"ქართული ოცნების" 115 დეპუტატიდან 37 დეკლარირებული მილიონერია

"ქართული ოცნების" 115 დეპუტატიდან 37 დეკლარირებული მილიონერია

access_time2017-02-20 15:00:04

საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება. ამის შესახებ 14 თებერვლით დათარიღებულ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი. მონიტორინგის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობისა და მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, აგრეთვე, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია.

 

დარღვევების აღმოჩენისას თანამდებობის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 200 საათამდე. გარდა ამისა, კანონი სასჯელის სახით ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.

 

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების ამსახველი არაერთი ჟურნალისტური გამოძიება და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევა არსებობს, საზოგადოებას გაუჭირდება თუნდაც ერთი გახმაურებული ფაქტის გახსენება, როცა ამ კანონდარღვევის გამო რომელიმე თანამდებობის პირი დაისაჯა. ამიტომაც, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ფორმალობას დაემსგავსა და მას თანამდებობის პირები, ძირითადად, თავიანთი შეხედულებისამებრ ავსებდნენ. თუ მთავრობა თავის დადგენილებას შეასრულებს და ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი რეალურად განხორციელდება, თანამდებობის პირებს დეკლარაციაში "თვითშემოქმედების" შესაძლებლობა, წესით, აღარ ექნებათ.

 

თუ დეკლარაციაში გამოვლენილი უზუსტობა ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით არ არის გამოწვეული, მაკონტროლებელი ვალდებული იქნება, საქმის წარმოების მასალები შესაბამის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს.

 

ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. დანიშვნიდან ორი თვის ვადაში, თანამდებობის პირი ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში.

 

დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ: პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებსა და მათ მოადგილეებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საბჭოს წევრებს­, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსა და მის მოადგილეს, ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და სხვა თანამდებობის პირებს. მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" მმართველი გუნდის წარმომადგენელი პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. როგორც ირკვევა, "ქართული ოცნების" 115 დეპუტატს, პლუს სალომე ზურაბიშვილი, ჯამში მმართველ გუნდს 37 დეკლარირებული მილიონერი ჰყავს, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

სოფო მუზაშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" წარმომადგენელი: "2016 წლის დეკემბრიდან ჩვენმა ორგანიზაციამ "სამოქალაქო პლატფორმა ახალ საქართველოსთან" ერთად დავიწყეთ "ქართული ოცნების" დეპუტატების დეკლარაციების შესწავლა. სამუშაოს დასაწყისში ჩვენი ამოცანა იყო, გაგვერკვია, რა ქონებას ფლობენ უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები. როგორც კვლევამ აჩვენა, "ქართული ოცნების" დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე, დეკლარირებული მილიონერია.

 

ასევე საინტერესოა, რომ დეპუტატების დიდი ნაწილი ფლობს ასიათასობით კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მილიონერების უმრავლესობა აგრეთვე დაკავებულია სამეწარმეო საქმიანობით. ისინი პირდაპირ თუ "ირიბად" ფლობენ სხვადასხვა ბიზნესს.

 

მილიონერების სიას სათავეში უდგას შოთა შალელაშვილი 34.907.760 ლარით. მეორე ადგილზეა გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომლის ქონებაც 13 მლნ ლარს უტოლდება.


 

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როცა მხოლოდ ბიზნესით იყო დაკავებული, იოსებ მაკრახიძეს ედავებოდნენ საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის (2012-2014 წლებში ჩადენილი ქმედებისთვის მას გირაო შეეფარდა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონების წყალობით, შარშან, ივლისში, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა და გირაოს სახით გადახდილი თანხაც უკან დაუბრუნდა). მესამე ადგილზეა კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომლის უძრავ-მოძრავი ქონება 12.414.270 ლარია.

 

მაკრახიძის მსგავსად, სამეწარმეო საქმიანობას კრწანისის დეპუტატიც მისდევს. მეოთხე ადგილს ყოფილი ფეხბურთელი, ახლა კი პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი იკავებს, რომლის ქონება 10 მლნ ლარს აღწევს. ხუთეულს ასრულებს შევარდნაძის დროინდელი შს მინისტრი, ახლა კი ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი. მისი ქონება 7.672.000 ლარია.

 

ჩვენ ასევე შევისწავლეთ, "ქართული ოცნების" მილიონერი დეპუტატებიდან ვინ რა ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს. აღმოჩნდა, რომ ამ მაჩვენებლით იოსებ მაკრახიძე ლიდერობს, რომელსაც 418 266 კვმ ეკუთვნის. მას მოჰყვებიან მახირ დარზიევი - 306 575 კვმ, გელა სამხარაული - 285 383 კვმ და რევაზ არველაძე - 169 272 კვმ.

 

აქვე განვმარტავ, რომ უძრავი ქონების შეფასებისას გამოყენებულია საბაზრო ღირებულება - იმ შემთხვევისთვის, როცა თავად დეკლარანტს ფასი მითითებული არ ჰქონდა. შესაბამისად, რიცხვების 100%-იან სიზუსტეზე პრეტენზია ვერ გვექნება".

 

ლევან ხაბეიშვილი, "სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოს"ლიდერი: "შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ მინიოლიგარქები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ პოლიტიკასა და საკანონმდებლო საქმიანობასთან. ისინი, ძირითადად, დაკავებული არიან ბიზნესით და მათი საკანონმდებლო საქმიანობაც, დიდი ალბათობით, საკუთარი ბიზნესის განვითარებასა და დაცვას ემსახურება. კვლევამ ცხადყო და ეს, ფაქტობრივად, პასუხია კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს: რატომ არ არის ადეკვატური საქართველოს პარლამენტი და მისი უმრავლესობა იმ პრობლემების მიმართ, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან ჩვენი მოქალაქეები? მილიონერებს, მინიოლიგარქებს ვერ და არ შეუძლიათ გაიგონ იმ პრობლემების არსი, რომელიც დღეს საზოგადოების უმრავლესობას აწუხებს. მათი უმეტესობა ვერასდროს გაიგებს, რატომ ჩივის საზოგადოება, როდესაც 10, 15, 20, 25 და 20 თეთრით ძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები. ასევე, მინიოლიგარქებისთვის ძნელად აღსაქმელია, რატომ აქვთ პროტესტი ადამიანებს, როცა, მაგალითად, საწვავისა და სიგარეტის ფასი იზრდება. არსებობს შესაძლებლობა, მილიონერი დეპუტატების უმრავლესობამ ისე დაასრულოს მოღვაწეობა, რომ პარლამენტში არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ წარადგინოს.

 

კვლევის დროს გაჩნდა ეჭვიც, რომ კონკრეტული პირები (უმრავლესობის წევრები) საკუთარ ქონებას მალავენ. ამიტომაც არის საჭირო ეფექტიანი კონტროლი, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა, ნებით ან შეცდომით, საზოგადოებას თავიანთი ქონება და შემოსავლები არ დაუმალონ. ასევე არსებითი მომენტია, რომ გასავალი შეესაბამებოდეს შემოსავალს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძვლიანად გაჩნდება მოსაზრება, რომ არალეგალური შემოსავალი აქვთ და მას მიზანმიმართულად მალავენ".

 

მილიონერები ოპოზიციიდან


მონიტორინგის ცენტრ "მედიატორისა" და "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" კვლევაში ასევე საუბარია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელ დეკლარირებულ მილიონერებზე.

 

კვლევიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერ მილიონერებს შორის პირველ ადგილს ნატო ჩხეიძე იკავებს, რომლის დეკლარირებული ქონება 50 მლნ ლარს აჭარბებს. მილიონერებს შორის არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი - კობა ნაყოფია, აგრეთვე ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრები - სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.

 

"საინტერესოა, რომ უმრავლესობის დეპუტატების გარდა, დიდი ალბათობით, ოპოზიციური პარტიის წევრებიც მალავენ უძრავ-მოძრავ ქონებას.

 

სავარაუდო ეჭვი არსებობს რამაზ ნიკოლაიშვილზე, დავით ბაქრაძეზე, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე დეპუტატზე, რომლებსაც ქონებრივ დეკლარაციაში ბევრი არაფერი აქვთ მითითებული, არადა, მაგალითად, რამაზ ნიკოლაიშვილის ბიზნესსაქმიანობაზე ბევრია ცნობილი. ასევე, თუ გიგა ბოკერიას დეკლარაციას დავუჯერებთ, მას და მის მეუღლეს ბინა არა აქვთ და მხოლოდ ერთ ავტომობილს ფლობენ. კანონის შესაბამისად, თუ ისინი ქირით ცხოვრობენ, ეს დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს (ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება და გასავალი)",- განაცხადა ჩვენთან საუბარში "მედიატორის" წევრმა სოფო მუზაშვილმა.

 

 

დავუბრუნდეთ ისევ უმრავლესობას, უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნების" წევრი დეპუტატების 36-კაციან სიას, რომელთა უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს: შოთა შალელაშვილი (34.907.760), იოსებ მაკრახიძე (12.733.919), ბექა ოდიშარია (12.414.270), ლევან კობიაშვილი (9.829.530), კობა ნარჩემაშვილი (7.672.000), ელგუჯა გოცირიძე (6.057.100), ივლიანე წულაია (5.940.000), კახაბერ ოქრიაშვილი (5.940.000), გოჩა ენუქიძე (5.181.800) მახირ დარზიევი (4.771.600), დავით ჭიჭინაძე (4.248.800), თამაზ ნავერიანი (3.982.500), პაატა კვიჟინაძე (3.696.300), რევაზ არველაძე (3.560.916), გრიგოლ მიქელაძე (3.175.940), გოდერძი ჩანქსელიანი (2.835.000), ზაქარია ქუცნაშვილი (2.762.100), ლერი ხაბელოვი (2.543.750), ირაკლი კოვზანაძე (2.491.190), სიმონ ნოზაძე (2.443.500), ვიქტორ ჯაფარიძე (2.296.700), ირაკლი ხახუბია (2.183.100), ისკო დასენი (2.150.060), ნინო წილოსანი (2.074.207), კობა კობალაძე (1.949.400), დავით სონღულაშვილი (1.922.400), მერაბ ქვარაია (1.903.716), გიორგი კახიანი (1.855.116), ლევან კობერიძე (1709900), გელა სამხარაული (1.550.680), ირაკლი აბუსერიძე (1.400.000), ოთარ დანელია (1.359.450), ზაზა ხუციშვილი (1.325.160), სამველ მანუკიანი (1.270.150), აკაკი ზოიძე (1.100.203) და გიორგი ბეგაძე (1.024.920)

 

 

"კვირის პალიტრა"

 



„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up