"პროკრედიტ ბანკის“ დირექტორი: წარმოების დაფინანსება არ არის იმ დონეზე, რაც უკეთესი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ბანკისთვის

"პროკრედიტ ბანკის“ დირექტორი: წარმოების დაფინანსება არ არის იმ დონეზე, რაც უკეთესი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ბანკისთვის

access_time2016-03-02 11:30:38

"პროკრედიტ ბანკმა“ 2015 წლის შედეგები შეაჯამა და 2016 წლის სტრატეგია წარადგინა. ბანკისთვის პრიორიტეტად ისევ მცირე და საშუალო ბიზნესი რჩება. 


რა შედეგი მოუტანა ბანკს მიკროსეგმენტიდან გამოსვლის გადაწყვეტილებამ და რას ფიქრობენ ბანკის ტოპმენეჯერები არაპროფილურ აქტივების ფლობაზე. კითხვებს "პროკრედიტ ბანკის" ხელმძღვანელები ქეთევან ხუსკივაძე და ალექსი მატუა პასუხობენ:


-   როგორი იყო 2015 წელი „პროკრედიტ ბანკისთვის“, რა სიახლეები შესთავაზეთ მომხმარებელს და რა შედეგებით დაასრულეთ გასული წელი?


„პროკრედიტ ბანკის“ დირექტორი ქეთევან ხუსკივაძე: ვფიქრობ, საინტერესო წელი იყო, კიდევ უფრო საინტერესო წელი წინ გველოდება ბევრი გამოწვევით, სიანტერესო გეგმით, როგორც ბანკისთვის, ასევე კლიენტებისთვის.

 

ჩვენ მოვიცავთ თითქმის მთელ საქართველოს, ფილიალები წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვან ქალაქსა თუ რეგიონში, სადაც არის ბიზნესპოტენციალი. ძირითადად კონცენტრირება არის თბილისსა და ბათუმზე და ასევე ქუთაისზე. ეს ლოგიკურიც არის, რადგანაც ბანკის ძირითადი  სამიზნე ჯგუფი არიან მცირე და საშუალო ბიზნესები. შესაბამისად, ბიზნესი საქართველოში მეტწილად წარმოდგენილია უფრო მსხვილ ქალაქებში. სწორედ ამიტომ ჩვენი ფილიალებიც ინტენსიურად არის წარმოდგენილი ამ ქალაქებში.

 

2015 წელს დავნერგეთ ახალი ბიზნესკონცეფცია მომსახურებაში, ე.წ. 24/7-ზე მომსახურების სივრცე, რომელიც მომსახურებას კლიენტებისთვის ძალიან მომხიბვლელს და ადვილს ხდის. ამ სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ ბიზნესის იმ წარმომადგენლებმა, რომელთა ბიზნესი, შესაძლოა, აწყობილია სხვა ციკლით, შესაძლოა, მათ საღამოს საათებში სჭირდებოდეთ მომსახურების მიღება.

 

2015 წელს დავნერგეთ სხვა ინოვაციური პროექტიც, რომელიც საქართველოში არ არსებობს. ეს არის უნივერსალური ბანკომატი, რომელიც როგორც თანხის გამოტანის, ისე შეტანის საშუალებას იძლევა. ასევე არის დროპბოქსი. ამ მანქანის მუშაობის პრინციპი არის ინოვაციური, ბიზნესკლიენტებს არ მოუწევთ თანხის შესატანად რიგში დგომა.


რაც შეეხება წლევანდელ წელს, ვფიქრობთ, გავაკეთოთ 2 განსაკუთრებული ფილიალი, ეს იქნება ცენტრალური თბილისში და ბათუმში, განსხვავებული დიზაინით. იქნება კომფორტული და ინოვაციური. იქნება ხელმისაწვდომი ყველა კლიენტისთვის, ანუ ეს არ იქნება ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის. რატომ გადავწყვიტეთ თბილისი და ბათუმი? რადგან ეს ორი ლოკაცია არის ყველაზე ინტენსიური, ბიზნესკლიენტების დიდი კონცენტრაცია მოდის.


ასევე გვაქვს 3 ფილიალი, სადაც მომსახურება შესაძლებელია მანქანებით. კლიენტებს ძირითადად ყველა საბანკო ოპერაციის მიღება შეეძლებათ კლიენტთა მრჩევლის გარეშე.


- გასულ წელს თქვენ სტრატეგია შეცვალეთ და უარი თქვით მიკრომეწარმეების დაფინანსებაზე. ამ სტრატეგიას აგრძელებთ მომავალ წელსაც?


 

– უდიდესი ნაწილი ჩვენი კლიენტებისა არის მცირე და საშუალო ბიზნესი და ჩვენი სტრატეგიაც ასეთია ზუსტად. რადგან ჩვენი აზრით, ეს არის ეკონომიკის ის ნაწილი, ის მოთამაშეები,  რომლებიც ქმნიან მნიშვნელოვან დოვლათს, ხელს უწყობენ ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას, შესაბამისად, კლიენტთა ეს ჯგუფია ჩვენთვის საორიენტაციო. ფიზიკურ პირებს ჩვენთან მხოლოდ 5% უკავიათ.


ჩვენი კლიენტების 61%-ში გვყავს ძალიან მცირე და მცირე ბიზნეს კლიენტები, 34%-ია მცირე და საშუალო ბიზნესი.  თუმცა, ძალიან მცირეზე აქცენტს უკვე აღარ ვაკეთებთ. დაკრედიტებას და მომსახურებას ვიწყებთ 30 ათასი დოლარიდან. მაგრამ დღეს მაინც გვყავს ძალიან მცირე ბიზნეს კლიენტები, რომელთა მომსახურებასაც განვაგრძობთ, სანამ კლიენტი არ დაფარავს სესხს.


-  რა შედეგი მოგიტანათ მიკროსეგმენტიდან გამოსვლის გადაწყვეტილებამ?


„პროკრედიტ ბანკის“ დირექტორი ალექსი მატუა:  2015 წელს მოხდა სტრატეგიის ცვლილება, რაც გულისხმობს მიკროსეგმენტიდან გამოსვლას და მთავარ მიზნობრივ ჯგუფად მცირე და საშუალო ბიზნესის განსაზღვრას.  2015 წელს ჩვენ პორტფელის 5% გავყიდეთ. დღეს არსებული პორტფელით, მიკრო მეწარმეებს მთლიან პორტფელში მაქსიმუმ 6%-7% უჭირავს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 90% ის კლიენტები გვყავს, რომლებიც ჩვენი მიზნობრივი ჯგუფია.

 

რაც შეეხება  იმას, მომავალში როგორ იქნება, ჩვენ ამაზე საბოლოოდ უარს ვამბობთ და გადავდივართ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე.

 

ბაზარზე დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი არის უფრო მაღალი. მთავარი ამბიცია 2016 წლისთვის არის ის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ამ სეგმენტის წილი. მიკროზე უარის თქმა ავტომატურად ნიშნავს, მთელი რესურსების მიმართვას მცირე და საშუალო ბიზნესზე.

 

-    თქვენი ბანკის მაგალითზე რომ გვითხრათ, ეკონომიკის რომელ დარგებზეა ძირითადი ინტერესი საბანკო სფეროში?


-   თუ ავიღებთ საბანკო სექტორს მთლიანად, პირველ ადგილზე არის ვაჭრობა, თუმცა, ტენდენცია თანდათან იცვლება -  ვაჭრობა, მომსახურების სფერო, წარმოება. დღევანდელ პირობებში, როცა სახელმწიფო ახორციელებს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას, ასევე „აწარმოე საქართველოში“ პროექტს, ამის ფონზე წარმოების დაფინანსება შედარებით გაზრდილია, თუმცა, არ არის იმ დონეზე, რა დონეზეც იქნებოდა უკეთესი როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე ბანკისთვის.


- ასეთი პროექტების დაფინანსების დროს რისკებს რა აბალანსებს? არის თქვენთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს სუბსიდია?


- ამ პროექტებში რისკები მოდის ბანკზე, მაგრამ პროცენტების სუბსიდირება ხდება სახელმწიფოს მხრიდან. კლიენტისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო სუბსიდირებას ახდენს, რადგან ჩვენ ვართ ორიენტირებული ამ ბიზნესის განვითარებაზე. ამ ბიზნესის განვითარება კი არის ჩვენი განვითარება და ამას პოზიტიურად ვაფასებთ.


- გასულ წლებში აგრომიმართულებით გაცემული სესხები მთლიან საბანკო სივრცეში 2%-ს არ აღემატებოდა და ამ 2%-ში 60% მოდიოდა “პროკრედიტ ბანკზე“. დღეს რა მდგომარეობაა თქვენს შემთხვევაში?


 

- აგრომიმართულებით ქვეყანაში ტენდენციები მზარდი იყო ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენს შემთხვევაშიც არამიკროკლიენტების მოცულობა იზრდება. თუნდაც, იმ მოტივაციის გამო, რაც შექმნა აგროპროექტმა, გაამართლა.

 

–  როგორც ვიცით, მცირე და საშუალო ბიზნესის  შეფასების მსოფლიო სტანდარტი არის განსხვავებული, ვიდრე საქართველოში. რას გულისხმობთ თქვენ, როდესაც პატარა ბიზნესზე საუბრობთ?


- არ არის ჩამოყალიბებული ზუსტი სტანდარტი, მაგრამ შეგვიძლია დავყოთ ყველაფერი 3 ნაწილად: მიკრო დაფინანსება, საშუალო დაფინანსება, კორპორატიული სეგმენტი. ჩვენი პარამეტრებით მცირე ბიზნესი იწყება 30 ათასი დოლარიდან, ანუ საკრედიტო ლიმიტი იწყება ამ თანხიდან და ადის 5-6 მილიონამდე.


-  რას ფიქრობთ ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობაზე? რამდენად არის დარეგულირებული ეს საკითხი დღეს?


- ვერ დავიწყებთ სხვა ბანკების კრიტიკას დღეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბანკი უნდა იყოს ორიენტირებული იმ საქმიანობაზე, რაც მისთვის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს. 



აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

 აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
access_time2019-11-22 18:15:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად. „ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ...

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება
access_time2019-11-22 20:25:43
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ფინანსებს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან განვითარებად სავაჭრო ბაზრებში აბანდებენ, Bloomberg-ის ინფორმაციით შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდენ. განვითარებადი მეორადი ბაზარი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ადგილობრივი აქტივების შემსყიდველებმა შესაძლოა ვერ გაყიდონ საკუთარი აქტივები, თუკი გლობალური რისკის შეგრძნება შემცირდება. თუნდაც მათ იპოვონ მყიდველი ობლიგაციებისთვის , სავალუტო ბაზრის მერყეობა,  შესაძლოა მათ მომავალ დანაკარგებს მოასწავებდეს რაც გრივნის...

კვიპროსი ბინძურ ფულზე უარს ამბობს

კვიპროსი  ბინძურ ფულზე უარს ამბობს
access_time2019-11-22 19:30:21
ოფიციალური სტატისტიკით, კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში, რომლის მოსახლეობაც 100 000 ადამიანს შეადგენს, ჯერ კიდევ 2012 წელს 4500-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, ხოლო ექსპერტების შეფასებით, დღეს, 2019 წელს, რუსები ლიმასოლის მოსახლეობის 8-11%-ს შეადგენენ. მათ იქ იზიდავს თბილი კლიმატი, ზღვა, გემრიელი სამზარეულო და მარტივი საიმიგრაციო სისტემა - 300 000 ევროს ღირებულების უძრავი...

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა
access_time2019-11-22 16:30:08
სასამართლო პროცესის შესახებ ბელგიაში, ქართველი ემიგრანტი, “ემიგრანტთა სახლის” ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ავრცელებს.   „დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი. მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში...

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს
access_time2019-11-22 14:58:24
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ის თანამდებობიდან გამომდინარე არ აპირებს პოლიტიკური შინაარსის ბრალდებებს უპასუხოს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის საგარეო შოკები და მოლოდინები, პროცესებზე პასუხისმგებელი...


მსგავსი სიახლეები

up