"პენსიონერების დასაქმების პროგრამისთვის დახარჯული თანხები წყალში გადაყრილი იქნება" - ეკონომისტები ხელისუფლების ახალ პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ

"პენსიონერების დასაქმების პროგრამისთვის დახარჯული თანხები წყალში გადაყრილი იქნება" - ეკონომისტები ხელისუფლების ახალ პროგრამას სკეპტიკურად უყურებენ

person access_time2016-08-09 09:00:30

 

მმართველი კოალიციის ახალ პროექტს, რომელიც პენსიონერების დასაქმებ ითვალისწინებს, ეკონომისტები სკეპტიკურად უყურებენ. სპეციალისტების განცხადებით, პრემიერის მიერ დაანონსებული პროგრამა ძირითადად წინასაარჩევნო პიარს ემსახურება.


„ქართულმა ოცნებამ“ პირველი წინასაარჩევნო დაპირება 2 დღის წინ გააჟღერა. მმართველი ძალა ახალ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც პენსიონერების დასაქმებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2015 წლის მონაცემებით, უმუშევართა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 20-დან 24-წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია დაფიქსირებული, „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან და პოლიტიკურად აქტიურ ელექტორატზე გააკეთა აქცენტი და დასაქმება პენსიონერებს შესთავაზა.

 

 

ეკონომიკის ექსპერტი ეკა გეგეშიძე ფიქრობს, "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებულ პროექტში დახარჯული თანხები გადაყრილი იქნება. მისი თქმით, სახელმწიფო 60-65 წლის ასაკის ადამიანების დასაქმებაზე კი არა, მათი შვილების და შვილიშვილების უკეთეს მომავალზე უნდა ზრუნავდეს. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ იდეა კარგი, თუმცა, ის რეალობაში ვერ იმუშავებს. გეგეშიძის აინტერესებს, რა სისტემით განხორციელდება პროგრამა.


ამის პარალელურად გეგეშიძე ამბობს, რომ ის ბევრ ხანშიშესულ ადამიანს იცნობს, ვინც კომპიუტერულ პროგრამებსაც და უცხო ენებსაც ფლობ, თუმცა, ისინი დაუსაქმებლები არიან. მისი განმარტებით, თუ ასეთ ხალ ბაზაში მოძებნიან და მათ დასაქმებას შეეცდებიან, ძალიან კარგი იქნება.


მათი გამოცდილება ძალიან ღირებულია. თუმცა, თუ შექმნიან მათი გადამზადებისთვის სპეციალურ პროგრამებს, ამ მიმართულებით გაწეული ხარჯი ჰაერში გადაყრილი იქნება“,- აცხადებს ეკა გეგეშიძე.




ეკონომიკის ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ეს იდეა სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი წინასააარჩევნო დაპირება და პიარი იყოს, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო გააქტიურდა ოსახლეობის დასაქმების საკითხების მიმართულებით.

 


„ქართული ოცნების“ დაანონსებულ პროგრამას პენსიონერთა ხმების მიზიდვის გზად აფასებსეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის" ხელმძღვანელი ირაკლი მაკალათია. მისი თქმით, დღეს პენსიონერთა რიცხვ 800 000-ზე მეტია, მათ შორის ასაკით პენსიონერების რიცხვი 700 000-ზე მეტს შეადგენს. მაკალათია ამბობს, რომ ასეთი პოლიტიკური დაპირება მიმართულია იმისკენ, რომ ამ კატეგორიის ამომრჩევლებისგან ხმები მიიღონ.


მაკალათია თქმით, პრემიერს არ შემოუთავაზებია გეგმა, თუ როგორ და რა სისტემით აპირებს მთავრობა პენსიონერების დასაქმებას.


აღნიშნული პროგრამა ძალიან გავსნაციონალური მოძრაობის" დროს (2005-20006 წლებში) არსებულ დასაქმების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული თითოეული მოქალაქე 200-300 ლარს ებდა. მაშინაც ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. მსგავსი ტიპის პროგრამები ყველანაირი ტიპის გათვლებს მოკლებულია"-აცხადებს მაკალათია.


მისივე შეფასებით, სახელმწიფო არ უნდა ქმნიდეს დასაქმების ადგილებს, ამას კერძო სექტორი უნდა აკეთებდეს. მაკალათია ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობისთვის გარკვეული სახის სერვისების მიწოდების საკუთარ თავზე აღება, დანაშაულია.


პენსიონერების დასაქმების შესახებ პროგრამაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა. ეს არის პენსიონერების დასაქმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს იმ კომპანიებისთვის, რომელიც პენსიონერებს დაასაქმებს.


"
ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არც პენსიის და არც სოციალური შეღავათების მოხსნას. ეს არის დამატებით შემოსავალი იმისთვის, რომ ბევრმა ადამიანმა, რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო გამოცდილება და პოტენციალი, თუნდაც მცირე მასშტაბით გამოიყენოს ეს და შესძინოს თავისი გამოცდილება ახალგაზრდა თაობას. ამ პროგრამას ერქმევა"ცხოვრება გრძელდება" და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია",- განაცხადა პრემიერმა.


მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ პროექტი განკუთვნილი იქნება იმ პენსიონერებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.  

 

ამ საკითხზე აზრი „კომერსანტმა“ ბიზნესის წარმომადგენლებსაც ჰკითხა, რომლებმაც პენსიონერების დასასაქმებლად მზადყოფნა გამოთქვეს.

 




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up