"პაშა ბანკი" სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea პარტნიორია

"პაშა ბანკი" სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea პარტნიორია

person access_time2016-09-21 12:59:10

22-25 სექტემბერს ბათუმი წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალს Ad Black Sea. პაშა ბანკი ფესტივალის სპეციალური პარტნიორია.

 

4-დღიანი ფესტივალი ბათუმის სასტუმრო Hilton-ში გაიმართება და მას 300-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი დაესწრება. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება სემინარები, ინტერაქტიული ვორკშოპები და დაჯილდოების ცერემონია. მონაწილეებს ასევე ექნებათ საშუალება არაფორმალურ გარემოში გაიცნონ კოლეგები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და გაცვალონ გამოცდილება.

 

პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით პაშა ბანკს წვლილი შეაქვს ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. პაშა ბანკი რეგულარულად უჭერს მხარს პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან ქვეყანაში ბიზნესის და ეკონომიკის სტაბილური განვითარება დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანების პროფესიულ ზრდაზე, რომლებიც წარმართავენ საკუთარი ორგანიზაციების საქმიანობას და ყოველდღიურად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.



„ჩვენი პარტნიორობა ფესტივალთან Ad Black Sea ძირითადად განაპირობა იმან, რომ ეს პროექტი საინტერესოა ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალებისათვის რეკლამის და მარკეტინგის სფეროდან. აქ ხდება გამოცდილებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ურთიერთ გაზიარება, რაც აუცილებელია დარგის განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ღონისძიებებს კერძო სექტორმა აქტიურად დაუჭიროს მხარი და ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა დადებითად აისახება ფესტივალის წარმატებით ჩატარებაზე." - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.


„2016 წელს გაიზარდა ფესტივალის მასშტაბი, გვაქვს 7 კატეგორია და 55 ქვეკატეგორია, მათ შორის გამარჯვებულებს კი გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია სარეკლამო სფეროში სახელგანთქმული პროფესიონალებისგან ევროპიდან, შავი ზღვის რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან. კერძო სექტორის ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს ფესტივალის წარმატებით ჩატარებას, რაც, თავის მხრივ, საქართველოში სარეკლამო სფეროს განვითარებას განაპირობებს." - ვატო ქავთარაძე, "Ad Black Sea-ს" პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი.

 

 



სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია

სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ლიდერია
access_time2021-10-24 12:00:04
მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა...

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან

რუსეთიდან მეცნიერები გარბიან
access_time2021-10-24 20:00:45
რუსეთის მთავრობამ მორიგი ამბიციური გეგმის თაობაზე განაცხადა: 2030 წლისთვის ქვეყანაში 500 000 ემიგრანტი უნდა დააბრუნოს. დიდი ალბათობით, ეს გეგმა ევროპაში და ამერიკაში გადახვეწილ რუსებს უკან დაბრუნების აუცილებლობაში ვერ დაარწმუნებს, სამაგიეროდ, უკიდურესად კორუმპირებული ელიტისთვი სსაბიუჯეტო თანხების მითვისების კიდევ ერთი და ძალიან სარფიანი შესაძლებლობა იქნება.   ზოგადად, ბევრი პროექტი, რომელიც, ერთი შეხედვით, ქვეყნის საკეთილდღეოდ ხორციელდება, საბოლოოდ, გრანდიოზულ კორუფციულ...

სად არის "შავი ოქროს" ყველაზე დიდი მარაგი

სად არის
access_time2021-10-24 18:00:28
საუდის არაბეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგებიით. მის ტერიტორიაზეა 267,1 მლრდ. ბარელი, რაც მსოფლიო მარაგების 17, 2%- ს შეადგენს.   ამ დროისთვის მსოფლიოში ნავთობის დადასტურებული მარაგი 1,5 ტრლნ.ბარელს შეადგენს.   საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების პოტენციალი 2020 წელს 0, 003%, ანუ, 9 მლნ. ბარელით გაიზარდა. მთელი ამ ნავთობის მხოლოდ ნაწილია დღეს აქტიური მოპოვების...

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ავტოსადგურების სერტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
access_time2021-10-24 16:00:46
ქვეყანაში უკანონო ავტოსადგურების არსებობაზე დიდი ხანია საუბრობენ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტები, თუმცა პრობლემა ამ დრომდე...

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება

თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება გამოწვევად რჩება
access_time2021-10-23 19:00:43
ბოლო სამი წელის თბილისის მერიამ გააქტიურა მუშაობა დედაქალაქის საბაგირო გზების მიმართულებით, თუმცა თბილისისთვის საბაგირო გზების განვითარება ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.  2019 წელს დედაქალაქის მერმა კ. კალაძემ დაანონსა - თბილისში სამი მიმართულებით სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა საბაგირო ხაზების პროექტების განხორციელება. იმ დათქმით, რომ პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ გადაწყვეტდნენ; 2019 წელსვე  „თბილისის...


მსგავსი სიახლეები

up