"პარლამენტმა გადასახადების გაზრდის პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე შესაძლოა, უარი თქვას" – კონსტიტუციიდან 94–ე მუხლის ამოღებას არასამთავრობოებიც აკრიტიკებენ

"პარლამენტმა გადასახადების გაზრდის პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე შესაძლოა, უარი თქვას" – კონსტიტუციიდან 94–ე მუხლის ამოღებას არასამთავრობოებიც აკრიტიკებენ

person access_time2017-06-14 12:00:50

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შემდეგ კონსტიტუციიდან 94–ე მუხლის შესაძლო ამოღებას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი. როგორც 9 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო განხილვების ფარგლებში გაჟღერდა მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის პროექტიდან 67-ე (მოქმედი რედაქციით 94-ე) მუხლის ამოღების შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან მრავალჯერ დაფიქსირდა პოზიცია საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის შენარჩუნების თაობაზე, რაც აისახა კიდეც ინციირებულ კანონპროექტში, გაუგებარია, რამ განაპირობა მმართველი პარტიის მოსაზრებების ცვლილება. მით უფრო, რომ აღნიშნული მუხლის ამოღება ბიზნეს სექტორისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ შეფასდა ნეგატიურად.

 

ვფიქრობთ, რომ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მთავრობის და პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს. მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლბება - მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, და შესაბამისად უნდა გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა.

 

გარდა ამისა, აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში. იმედს ვიტოვებთ, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებას.", – 

 

 

განცხადებას ხელს აწერენ:


 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოაგდოება (ISFED)

საზოგადოება და ბანკები

ევროპა საქართველოსთვის

Policy and Management Consulting Group

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

 

 

 

როგორც ცნობილია, კონსტიტუციიდან 94–ე მუხლის შესაძლო ამოღებას აპროტესტებს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცრლრბულ განცხადებაშია აღნიშნული, "კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის". 



კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა

კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა
access_time2021-02-26 16:06:22
კომპანია "ნიმა", რომელმაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღორის ხორცით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება შეუწყდება.   მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაა.   სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა “, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანიამ ვერ უზრუნველყო...

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის  ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია
access_time2021-02-26 14:59:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.   მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ...

როდესაც წელს -11%-იანი ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ - ზვიად ხორგუაშვილი

როდესაც წელს -11%-იანი  ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ -  ზვიად ხორგუაშვილი
access_time2021-02-26 14:00:08
„იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებული ვიყავით, ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელიც იყო და დიდი ალბათობით ეს ტენდენცია თებერვალშიც გაგრძელდება. შესაძლოა როგორც იანვარში გვაქვს ეს არ იყოს ორნიშნა რიცხვი, მაგრამ კლების ტენდენცია გარდაუვალია – ასე გამოეხმაურა ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი იანვარში ეკონომიკის 11%-ით შემცირებას. მისი განცხადებით, როდესაც 2020 წელი  6%-იანი...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
access_time2021-02-26 11:22:05
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.   „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.   მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის...

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია
access_time2021-02-26 11:00:14
„ბუნებრივია, არასტაბილურ გარემოში ინვესტიციებს არავინ ჩადებს, ეს კი სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია კოვიდის გამო,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა. პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ამერიკაში...


მსგავსი სიახლეები

up