"პაციენტები პაციენტებისთვის” - მორიგი საქველმოქმედო აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად

"პაციენტები პაციენტებისთვის” - მორიგი საქველმოქმედო აქცია ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად

access_time2016-07-07 13:14:57

შაბათს, 9 ივლისს, 12:00 საათზე, „ისთ პონტში“ (მის: კახეთის გზატკეცილი, ალ. თვალჭრელიძის #2) საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია  „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებით მორიგი საქველმოქმედო აქცია - ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების, ნახატების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება. შემოსული თანხა  ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერას - კოალიციის ბენეფიციარებს მოხმარდება.


„ევროპა დონა საქართველო“ ანალოგიურ საქველმოქმედო  აქტივობებს პერიოდულად  ახორცეიელებს. ჩვენ ვართ "პაციენტები პაციენტებისთვის".  ორგანიზაციამ ამ ხნის მანძილზე მრავალი პროექტი განახორციელა,რომლის ფარგლებშიც დახმარება გაეწია მრავალ ქალბატონს.  ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ! ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა საქველმოქმედო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, რადგან ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ ისეთი საშიში დაავადება, როგორიც ძუძუს კიბოა.  ამჯერად, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ  სამი შვილის დედას, რომელიც სამკურნალოდ თურქეთში მიემგზავრება“, - განაცხადა „ევროპა დონა – საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა.



 აქციის მიზანია, საზოგადოების ინფორმირება, ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ღონისძიებას „ევროპა დონა – საქართველოს“ წარმომადგენლები, ექიმი-ონკოლოგები, დარგის სპეციალისტები, პაციენტები, ცნობილი სახეები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაესწრებიან.


“Europa donna Georgia” 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში  20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”, რომლის ძირითად მიზანს,ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.  ორგანიზაცია დაარსების დღიდან, იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველო“-ს წევრები არიან, როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-s მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ასევე ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები, „პაციენტები პაციენტებისთვის“. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება  და შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია.



13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს

13:00 საათის მონაცემებით, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 3.2940 ლარი ღირს
access_time2020-09-23 13:05:21
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2600 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა დღეს 3.2520 კურსით დაიწყო. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2537 ლარია. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.2940 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.2100 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.2920 ლარადაა...

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე

სახელმწიფო ავტოიმპორტიორებისთვის არაფერს აკეთებს, მოდით ხელს მაინც ნუ შეუშლით - ალექსი ნონიაძე
access_time2020-09-23 13:40:46
რა გავლენა იქონია პანდემიამ ავტოიმპორტიორების ბიზნესზე და რა მოთხოვნები აქვთ ამ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს მთავრობასთან ? - საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრის, ალექსი ნონიაძის განცხადებით, საზღვრების დაკეტვით საქართველოში არსებულ 24 ათასზე მეტი ავტოიმპორტიორს გაკოტრების საშიშროება უდგას. „დღეს საქართველოში დაახლოებით...

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება

ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალება
access_time2020-09-23 09:50:04
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს კონკურენციის შესახებ კანონის აღსრულება დაევალა. ცვლილებები ძალაში 4 ნოემბრიდან შევა და შეავსებს იმ ვაკუუმს რაც კანონის აღსრულების კუთხით იდგა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ.   ორგანულ კანონში ცვლილებებს წლებია ითხოვს სადაზღევევო სექტორი, რომელმაც ბანკების მხირდან კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა არაერთხელ საჯაროდ...

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში

ქართული კომპანიების ფინანსური მონაცემები  ერთ სივრცეში
access_time2020-09-23 09:50:26
Bihub.ge-ზე უკვე შესაძლებელია საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი აქტიური კომპანიების ფინანსური მონაცემების ერთიან სივრცეში ნახვა. ინტერაქტიულ დეშბორდზე ნახავთ I, II, III და IV კატეგორიაში შემავალი ბიზნესებისა და სდპ პირების ფინანსური შედეგების ანალიტიკას.   3000-ზე  მეტი I-III კატეგორიის კომპანიის დეტალური ინდივიდუალური (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებები. სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია გაიგოთ, თუ როგორაა 25000-ზე მეტი კომპანია,...

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო

სს „წყალი მარგებელმა”, ბუღას ბრენდით სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო
access_time2020-09-23 09:30:08
„ვარდისფერი ბუღა“, „ბუღა ტონიკი“ და „ბუღა ველნესი 0 კალორია“ ქართულ ბაზარზე სს „წყალი მარგებელმა“ ბუღას ბრენდით, სამი ახალი პროდუქტის წარმოება დაიწყო.   კომპანიის პორტფელში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ქართულ ენერგეტიკულ სასმელ, „ბუღას“, 2020 წლის სექტემბრიდან ორი ახალი ენერგეტიკული სასმელი და მატონიზირებელი წყალი დაემატა. მომხმარებელს ახალი გემოების დაგემოვნება უკვე შეუძლია. ენერგეტიკული სასმელი „ვარდისფერი...


მსგავსი სიახლეები

up