"ოტიას ეზო" - ოტია იოსელიანის მეურნეობა წყალტუბოში

"ოტიას ეზო" - ოტია იოსელიანის მეურნეობა წყალტუბოში

person access_time2017-06-15 10:00:05

28 წლის ოტია იოსელიანი წყალტუბოში ოჯახურ მეურნეობას „ოტიას ეზოს" უძღვება. ის პროფესიით არქიტექტორია, თუმცა როგორც „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, მეურნეობა არქიტექტურასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი საქმეა.

 

„ოტიას ეზო" 2015 წელს ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლმუზეუმში მისი ოჯახის წევრების მიერ დაფუძნდა. ამჟამად მეურნეობაში - ციტრუსი, სიმინდის ფქვილი, აჯიკა, სვანური მარილი, ლობიო, თაფლი და სხვა პროდუქტები აქვთ.

 

 


სახლმუზეუმის პირველ სართულზე მარანია განთავსებული, სადაც სხვადასხვა სახის ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი. როგორც მწერლის შვილიშვილი ოტია იოსელიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, სამომავლოდ მეურნეობის გაფართოება და „ოტიას ეზოში" სხვადასხვა სახის სიახლის დანერგვა სურს.

 


„ოტიას ეზო" საოჯახო მეურნეობაა, სადაც ნატურალურ პროდუქციას ტრადიციული მეთოდებით ვამზადებთ. წელს მეურნეობას პირველ სართულზე ღვინის მარანი დავამატეთ, ანუ ჩვენთან მოსული სტუმარი იმერულ ღვინოს დააგემოვნებს. პირველი სართულზე სარდაფი იყო და ჩვენ მას მარანის სახით ფუნქცია შევძინეთ. მსგავსი ტიპის შატო აღმოსავლეთში ჩემ მეგობრებსაც ჰქონდათ და ამ ადგილის ასე მოწყობა მათ მირჩიეს." - განაცხადა ოტია იოსელიანმა.

 

 

როგორც იოსელიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მათთან სხვადასხვა სახის ღვინის წარმოება ხდება.


„ჩვენ ქარხნის ღვინოს არ ვაწარმოებთ, ეს ოჯახის ღვინოა. ვამზადებთ, ციცქა ცოლიკაურს, კრახუნას და წელს ოცხანურ საფერეს დავამატებთ. ბოთლი ღვინის ფასი 15-დან 25-ლარის ფარგლებში მერყეობს." - განაცხადა იოსელიანმა.

 

ახალგაზრდა მეწარმემ „კომერსანტთან" სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 

„პირველ სართულზე ლანჩ მენიუს დამატებას ვაპირებთ, თუმცა ის გადაპრანჭული ქართული სუფრის მსგავსი არ იქნება. ამჟამად ინვესტორის მოძიების პროცესში ვარ, რადგან მინდა ტრადიციული არქიტექტურით ეზოში ხის სახლები ჩავდგა და ტურისტები იქ მივიღო. ვფიქრობ, რომ თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებ, ჩემი მეურნეობა წარმატებული იქნება. წყალტუბოში ბევრი ტურისტი ჩამოდის და ეს ჩემი მეურნეობა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს მას."

 




რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up