"ნიუ-იორკ თაიმსი": ცუდი სესხები ტვირთად აწევს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას

"ნიუ-იორკ თაიმსი": ცუდი სესხები ტვირთად აწევს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას

person access_time2016-02-06 14:00:18

“მსოფლიოში ცუდი სესხები ტვირთად აწევს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას“. ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ სტატიას, რომლის ავტორი პიტერ ევისი წერს:

 

„გლობალური ფინანსური სისტემის შიგნით არსებობს მრავალტრილიონიანი დოლარის პრობლემა, რომელიც ძალას აცლის მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს და ეს შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს.  

 

პრობლემა გიგანტური მასშტაბისაა. ესაა ჭაობი დამძიმებული სესხებისა, რომელთა გასტუმრებასაც თითქმის ამაოდ ცდილობენ კომპანიები და ფიზიკური პირები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ცუდი სესხები სერიოზულად აფერხებს ეკონომიკურ აქტივობას 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მაგრამ ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა უკანასკნელ თვეებში. ჩინეთი გახდა უდიდესი საზრუნავი და შეშფოთების მიზეზი. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს რომ ჩინეთის ცუდი სესხების ჯამური რაოდენობა 5 ტრილიონ დოლარს აღემატება. ეს ციფრი კატასტროფულად გამოიყურება თუკი გავითვალისწინებთ, რომ მოყვანილი მონაცემი შეადგენს ქვეყნის წლიური ეკონომიკური პროდუქტის ნახევარს. 

 

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ჩინურმა ბანკებმა გასულ დეკემბერს შეწყვიტეს სესხების გაცემა. ეს ტენდენცია თუ გაგრძელდა, მაშინ ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მსოფლიოს სიდიდით მეორეა შეერთებული შტატების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად შეანელებს თავის ზრდას. ცხადია, ეს ცუდად დაეტყობა მრავალ ქვეყანას, რომელიც წლების განმავლობაში ეყრდნობოდა ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას. 


 

მაგრამ, მხოლოდ ჩინეთში არაა საქმე. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სადაც კი მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა ხელი მიჰყვეს აგრესიული ზრდის პოლიტიკას ბოლო წლებში, გაცემული ცუდი სესხების სიმძიმე უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა.  შეერთებულ შტატებში დიდი დრო დასჭირდა გაცემული იპოთეკური სესხების შედეგად მასიური დეფოლტების პრობლემის მოგვარებას, თუმცა ყველაფერი დაიწყო საცხოვრებელი მშენებლობის ბუმით. ასევე უნდა აღინიშნოს ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც ენერგეტიკული კომპანიები აღმოჩნდნენ ფიქალის ნავთობში დაბანდებული ნასესხი კაპიტალის დაბანდების შედეგად. თუმცა, აქაც ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბანკები ხსენებულ ენერგო-კომპანიებს საკმაოდ ადვილად აძლევდნენ სესხებს.


სტატიაში ვკითხულობთ:

 

ექსპერტების თანახმად, ევროპაში ცუდმა სესხებმა ჯამურად ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ბევრი ევროპული ბანკის მუშაობაა შეფერხებული გაცემული პრობლემატური სესხების, გახშირებული დეფოლტების გამო. ცხადია, ასეთ ვითარებაში მეტად ძნელია ევროპის ეკონომიკის რეფორმირება. მაგალითად, გასულ კვირაში იტალიამ განაცხადა, რომ საკუთარ საბანკო სისტემას გაათავისუფლებს ცუდი სესხების ტვირთისგან.  

 სულ უფრო მზარდია ბრაზილიის ბანკებისთვის გაცემული ცუდი სესხების სიმძიმე. ქვეყნის ეკონომიკა ცდილობს გაუმკლავდეს პრობლემებს, რომლებიც მოჰყვა თავის დროზე მასიურად გაცემულ კრედიტებს. 

ლონდონში ერთერთი ბანკირის თქმით, ეკონომიკური დანაკარგები ჩვეულებრივად მოჰყვება დაწყებულ ბუმსა და შემდგომში კრიზისს. შეგიძლია მხოლოდ იმედოვნებდე, რომ ერთ დღეს დანაკარგები მოგებად იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკას ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დააწვება. 

ხელსაყრელ ეკონომიკურ ვითარებაში, კომპანიები და ხალხი დიდი რაოდენობით თანხებს სესხულობენ, ხშირად საკმაოდ შეღავათიანი პირობებით, რათა შეიძინონ პროდუქცია, ნივთები და მომსახურება.  მაგრამ, როცა ეკონომიკა შენელებას განიცდის, აღებული სესხების დაფარვა ძნელდება ბევრი მსესხებლისთვის. რაც უფრო მზარდი იყო მანამდე ეკონომიკა, მით უფრო მეტი სესხები ჰქონდათ აღებული და ბუნებრივია, შემდგომში, ეკონომიკური დაღმავლობის დროს, სესხების გასტუმრება გაძნელებული ხდება“ - ნათქვამია „ნიუ-იორკ თაიმსის“ სტატიაში, რომელიც გაზეთის ბოლო ნომერში დაიბეჭდა. 



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up