"ნიბა დელისის" პროექტის განახლება ვერ ხერხდება

"ნიბა დელისის" პროექტის განახლება ვერ ხერხდება

person access_time2016-08-16 09:46:18

წლების წინ შეჩერებული „ნიბა დელისის" პროექტის განახლება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. „ნიბა ინვესტის" დამფუძნებელი  ბაკურ კიღურაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ დაფინანსების საკითხი ფინალურ ეტაპზეა, თუმცა ზუსტად არ იციან, როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ წლის ბოლომდე პროექტის განახლება მოხერხდება. ბაკურ კიღურაძე ამბობს, რომ დაფინანსებაზე მოლაპარაკება,  როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ისე ადგილობრივ საფინანსო ორგანიზაციებთან მიდის. მისივე თქმით, საერთაშორისო ინვესტორისგან თანხმობა უკვე აქვთ, თუმცა ადგილობრივ დამფინანსებელთან ჯერ პროცესი არ დასრულებულა.


როგორც ცნობილია, პროექტის განსახორციელებლად 24 მილიონი დოლარია საჭირო. თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკება  თანაინვესტირების ფონდთან, საპარტნიორო ფონდთან და  „საქართველოს ბანკთან" მიმდინარეობდა.

 


„ნიბა დელისის" პროექტი 35 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გათვლილი, ის ითვალისწინებს 4 მიწისქვეშა საპარკინგე და 5–სართულიანი სავაჭრო ზონის მოწყობას.

 

„ნიბა ინვესტმა"  ნიბა დელისის პროექტის განხორციელება 2008 წლის თებერვალში დაიწყო. მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2010 წელს კომპანიის ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენი პატიმრობიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up