"მთის კანონით" გათვალისწინებული შეღავათების მიღების მიზნით გამგეობებში ასობით განაცხადი შევიდა

"მთის კანონით" გათვალისწინებული შეღავათების მიღების მიზნით გამგეობებში ასობით განაცხადი შევიდა

person access_time2016-04-19 09:18:04

მთის კანონით დადგენილი შეღავათების მისაღებად მოსახლეობის დაინტერესება მაღალია. მოქალაქეებმა კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობისთვის მთაში მცხოვრების სტატუსი უნდა მიიღონ, ამისთვის კი მათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს უნდა მიმართონ.


როგორც „კომერსანტს“ სხვადასხვა რეგიონის გამგეობებში განუცხადეს, სტატუსის მისანიჭებლად მიმართვიანობა საკმაოდ დიდია.

 

კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ შესახებ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ის სხვადასხვა სოციალურ შეღავათებს ითვალისწინებს მთაში მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის, მაგალითად, გაზრდილ პენსიას, გაზრდილ ხელფასებს მთაში მომუშავე პედაგოგებისა და ექიმებისთვის, ასევე შეღავათებს კომუნალური გადასახადების მიმართულებით.


დუშეთის გამგებელი ვაჟა ჩოხელი აცხადებს, რომ გამგეობაში მოქალაქეების მიმართვები იანვრიდანვე დაფიქსირდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტეში შექმინლია საბჭო, რომელიც თითოეულ განცხადებას ინდივიდუალურად განიხილავს. ჩოხელი აცხადებს, რომ გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს განხილვები არ გააჭიანუროს და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მოქალაქეებს რაც შეიძლება სწრაფად მიანიჭოს.


გამგეობის ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დაახლოებით 300 ინდივიდუალური მიმართვა განიხილა. დუშეთის მუნიციპალიტეტში 100-ზე მეტი დასახლებული ობიექტია, რომელიც მთის კანონით დადგენილ ნუსხაში შედის და რომლის მოსახლეობასაც შეღავათებით სარგებლობა შეუძლია.


მესტიის გამგებლის ინფორმაციით, კანონის ამოქმედების დროისთვის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა სამინისტროდან მიიღო იმ ადამიანების მონაცემთა ბაზა, ვინც კანონის ბენეფიციარია. კახა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ ფორმით სტატუსი 5 ათასზე მეტ ადამიანს მიენიჭა.



რაც შეეხება ინდივიდუალურ მიმართვებს, მესტიის გამგებელი ამბობს, რომ ამ დრომდე დაახლოებით 200-მდე მიმართვაა გამგეობაში შესული. ეს ის პირები არიან, რომლებიც სამინისტროების მიერ გადმოგზავნილ ნუსხაში ვერ მოხვდნენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი და შესაბამისად, შეღავათები სახელმწიფოსგან მათაც ეკუთვნით.


კახა ჟორჟოლიანი მიმართვიანობის გაზრდას სექტემბრისთვის ელოდება, როდესაც ასაკით პენსიონერების პენსია  გაიზრდება.


მიმართვიანობა აქტიურია ადიგენის მუნიციპალიტეტშიც, სადაც მთის კანონის შეღავათები  33 დასახელბულ პუნქტზე ვრცელდება. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მოსახლეობის მხრიდან დაინტერესება  მთაში მცხოვრები მოქალაქის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია.

 

„ათასობით ადამიანს უკვე მინიჭებული აქვს სტატუსი და ეს გრძელდება. სამინისტროების მიერ გადმოგზავნილ მონაცემთა ბაზაში ვინც იყო მითითებული, ვის პერსონალიასაც კვლევა არ სჭირდებოდა, მათ მივანიჭეთ სტატუსი. პიროვნებები, რომლებიც ცხოვრობენ სტატუსით მოსარგებლეთა დასახლებულ პუნქტში და არ აქვთ სტატუსი, ისინი ინდივიდუალურად მოგვმართავენ“,- აცხადებს ზაქარია ენდელაძე.


მისივე თქმით, ამ დროისთვის ინდივიდუალური განცხადებების რიცხვი ათასს აჭარბებს.


მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსის მიღება შეუძლია მოქალაქეს, რომელიც მაღალმთიან რეგიონში 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს.


სტატუსის მინიჭების მიზნით, პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

 

დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.



პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი

„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი იაშვილი
access_time2020-07-02 10:00:33
„საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით საკითხი დგას ისე, რომ წამგებიანია და ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, რაც ასე არ არის, ბიუჯეტი არაფერს არ აძლევს, უნდა მოხდეს რეორგანიზება და სამართლებრივად სწორი ფორმა მიიღოს. დღეს არის არამოქნილი, რადგან სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრები არიან და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ამიტომ გაუგებარი სიტუაციაა. ეს თუ არ გამოჯანსაღდა, ფონდი ვერც პროექტებს ვერ გააჯანსაღებს. ასე ხელაღებით იმის თქმა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, რომ უნდა გავაუქმოთ და არ არის საჭირო ორგანიზაცია,...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...


მსგავსი სიახლეები

up