"მთავრობის სურვილია, ყურძნის სუბსიდირებიდან გავიდეს, თუმცა ამას დრო დასჭირდება”

"მთავრობის სურვილია, ყურძნის სუბსიდირებიდან გავიდეს, თუმცა ამას დრო დასჭირდება”

person access_time2016-07-13 19:20:12

მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც მოახდენს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააჟღერა. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს 2 მიმართულებით, ერთი - ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და მეორე - საექსპორტო ბაზრების გაფართოება.


პრემიერმა აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მთავრობა ამ სფეროს სუბსიდიიდან გამოვიდეს, სწორედ ეს მიმართულება უნდა განვითარდეს. კვირიკაშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ წელს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.


თემაზე ვრცლად ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა რადიო „კომერსანტის" რუბრიკა „საათის თემაში" ისაუბრა.


-"რთველი 2016"-ის ფარგლებში, რა იქნება სუბსიდიის თანხა როგორც "საფერავის" ჯიშის ყურძენზე, ისე "რქაწითელზე", ასევე საინტერესოა რა ოდენობის ყურძნის გადამუშავებაა წელს დაგეგმილი?

 

- "რთველი 2016"-ის ფარგლებში, სუბსიდიის ოდენობა „რქაწითელსა" და „მწვანეზე" 45 თეთრი იქნება, "საფერავის" ჯიშის ყურძენზე - 20 თეთრი. დანარჩენი სქემა იქნება იგივე, როგორც გასულ წელს. თანხას აიღებს პირდაპირ ყურძნის ჩამბარებელი და თანხის ანაზღაურება 15 დღის ვადაში მიხდება. რაც შეეხება ყურძნის რაოდენობას, მოსავალი მთლიანად გადამუშავდება. უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ წინა წელთან შედარებით, ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა გაზრდილია. მიუხედავად ამისა, ჭარბი ყურძენი ისევ დარჩება, რომელსაც გასული წლის მსგავსად სახელმწიფო ჩაიბარებს.


- პრემიერმა აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და საექსპორტო ბაზრების გაფართოება. რა მიმართულებით აპირებთ ბაზრების გაფართოებას, ასევე რა იგულისხმება ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაში?


- პრემიერმა გააჟღერა ის პოლიტიკა, რომელსაც წლებია მთავრობა ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტო ბაზრების დივერსიფიკაციას მესამე წელია ახორციელებს და თან საკმაოდ წარმატებულადაც. მხოლოდ ამ მიმართულებით ათამდე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ასე რომ, ვმუშაობთ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე იმ ბაზრებზე, სადაც შესულები ვართ. ასევე ვმუშაობთ იმ ბაზრებზე, სადაც ქართულ ღვინოს ჯერ არ იცნობენ. მაგალითად, ჩინეთი, 5 წლის წინ არ იყო ჩვენი ღვინის საექსპორტო ბაზრების სიაში, ახლა კი მესამე ადგილზეა.



- მიმდინარე წელს ღვინის საექსპორტო სიას რომელი ახალი ქვეყნები დაემატება?


- ზოგადად, ქართული ღვინო 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის, სხვადასხვა ოდენობით. ძირითადი ქვეყნებია რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი. ზოგადად, აზიის მიმართულება საკმაოდ კარგად ვითარდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს უნდა გავუსვათ ხაზი. ასევე სტრატეგიულ მიმართულებად რჩება აშშ-ი.

 

- ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ იგეგმებოდა სახელმწიფოს სუბსიდიიდან მთლიანად გასვლა, რატომ ვერ ხერხდება ეს, სექტორს სუბსიდიის გარეშე არსებობა უჭირს?


- სახელმწიფოს მხრიდან არც ეს პოლიტიკა შეცვლილა. მთავრობის სურვილია, რომ ყურძნის სუბსიდიიდან გავიდეს, თუმცა ამას დრო დასჭირდება. შარშანაც ვამბობდით, რომ 1-2 წელიწადში სახელმწიფოს პროცესიდან გასვლა ვერ მოხდება. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე და განვითარებაზე, ასევე მოვახდენთ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ყურძენი მივიღოთ. თანდათანობით სუბსიდიის მოცულობა შემცირდება და უახლოეს წლებში შევძლებთ, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ყურძნის ფასი მოთხოვნა-მიწოდებამ დაარეგულიროს.


- თქვენი საუბრიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალ წელსაც მოხდება რთველის სუბსიდირება?

 

- ამის გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. უბრალოდ, თუ ჩვენს ბაზრებზე რაიმე ძირეული ცვლილება არ მოხდა, ლოგიკურად შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ მდგომარეობა დაახლოებით იგივე იქნება, როგორიც არის წელს ან იყო გასულ წლებში.


- წელს მნიშვნელოვნადაა შემცირებული ღვინის საექსპორტო ღირებულება. რა არის ამის მიზეზი და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივა როგორია?

 

- აქ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ზოგადად, ღვინის ერთეულის საექსპორტო ფასი შემცირდა, თუმცა მარკეტინგული აქტივობების ხარჯზე მოგება გაიზარდა. მოგეხსენებათ, რომ წელს ექსპორტის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 45 პროცენტით არის გაზრდილი. ანუ, ფასი შემცირდა, მაგრამ მოგება ჯამში გაზრდილია.


- ფასი რის გამო შემცირდა?


- ამის მიზეზი ჩვენს ძირითად სამომხმარებლო ბაზრებზე მსყიდველობითუნარიანობის შემცირებაა.



წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს

წერილი პრემიერს - ტურისტული სექტორი ინდუსტრიის ჩაკეტვის გააუქმებას მოითხოვს
access_time2020-11-30 17:00:57
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“  საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ სტუმართ-მასპინძლობის სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს. ალიანსის საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს. „კომერსანტი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ“   ბატონო...

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.


მსგავსი სიახლეები

up